Netflix ვიდეო თამაშებსაც გასტრიმავს
Netflix თავისი ღრუბლოვანი თამაშების პირველ საჯარო ტესტებს იწყებს. 15 აგვისტოდან Netflix-ის ზოგიერთ აბონენტს კანადასა და დიდ ბრიტანეთში Netflix-ის თამაშების ნახვა შეეძლება.
Netflix თავისი ღრუბლოვანი თამაშების პირველ საჯარო ტესტებს იწყებს. 15 აგვისტოდან Netflix-ის ზოგიერთ აბონენტს კანადასა და დიდ ბრიტანეთში Netflix-ის თამაშების ნახვა შეეძლება.
Netflix-ის თამაშების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ ვერდუმ ბლოგ-პოსტში სიახლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს «შეზღუდული ბეტა ტესტია წევრების მცირე რაოდენობისთვის», ასე რომ, კანადასა და დიდ ბრიტანეთში ახალი სერვისით სარგებლობას ყველა აბონენტი ვერ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი გაშვება მცირეა, ეს პოტენციურად Netflix-ის სათამაშო ამბიციების დასაწყისია.
კომპანიამ მობილური თამაშები, როგორც უფასო ბონუსები აბონენტებისთვის, 2021 წლის ნოემბერში გამოუშვა. თუმცა ისინი მხოლოდ iOS-სა და Android-ზე იყო ხელმისაწვდომი. თამაშების ტელევიზორებსა და ვებ-ბრაუზერებში ღრუბლოვანი სტრიმინგის საშუალებით გადატანით, აბონენტებს მათი დატესტვა უფრო მეტ ადგილას შეეძლებათ. ეს ასევე ნიშნავს, რომ Netflix ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიების კონკურენტი ხდება.
ამჟამად ორი თამაშია ხელმისაწვდომი: პირველი Oxenfree (შექმნილია Night School Studio-ს მიერ, რომელსაც ახლა Netflix-ს ეკუთვნის) და მეორე — Molehew’s Mining Adventure, რომელსაც Verdu აღწერს, როგორც «ძვირფასი ქვების მოპოვების არკადულ თამაშს».
ტელევიზორში თამაშისას თამაშებს სმარტფონის გამოყენებით აკონტროლებთ. Android-ზე კონტროლერი Netflix-ის აპლიკაციის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო iOS-ზე სპეციალური კონტროლერის აპლიკაციის ჩამოტვირთვა დაგჭირდებათ. თუ თქვენ გაქვთ წვდომა თამაშებზე ინტერნეტში, მაშინ მათ მაუსითა და კლავიატურით ითამაშებთ.
გთავაზობთ ტელევიზორებისა და დაკავშირებული სატელევიზიო მოწყობილობების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ეტაპზე Netflix-ის თამაშებს მხარს დაუჭერენ.