თურქეთის არჩევნების წინ Twitter-მა ზოგიერთი ტვიტი და ანგარიში დაბლოკა
თურქეთის უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნების წინ Twitter-მა ზოგიერთი ტვიტი და ანგარიში დაბლოკა.
თურქეთის უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნების წინ Twitter-მა ზოგიერთი ტვიტი და ანგარიში დაბლოკა.
«სამართლებრივი პროცესის საპასუხოდ და იმის უზრუნველსაყოფად, რომ Twitter ხელმისაწვდომი დარჩეს თურქეთის მოსახლეობისთვის, ჩვენ მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ დღეს თურქეთში ზოგიერთ კონტენტზე წვდომა შევზღუდოთ. ამის შესახებ ანგარიშის მფლობელებს ვაცნობეთ. ეს კონტენტი ხელმისაწვოდმი იქნება დანარჩენ მსოფლიოში». — განაცხადა ტვიტერმა.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ ტვიტებს ბლოკავს.
დასავლური მედია ვარაუდობს, რომ კომპანიამ ცენზურა თურქეთის მთავრობის თხოვნით დააწესა.
ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ილონ მასკის რწმენას და განცხადებებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო — ქვეყანას 2 ათწლეულია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მართავს. ბოლო წლებში ქვეყანაში გამწვავდა ეკონომიკური პრობლემები, ოპოზიცია კი გაერთიანდა.
რეფეჯ თაიფ ერდოღანი თურქეთში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. მან ქვეყანაში სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომის მთლიანად აკრძალვაც კი სცადა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა — სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «ანადოლუს» 15 მაისის 01:40 საათის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 49,59%, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44,67%.
რაც შეეხება კერძო სააგენტო «ანქას» მონაცემებს, ერდოღანს ხმების 49,24% აქვს მიღებული, ქილიჩდაროღლუს კი — 45,05%.