ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეგანათლება
13 თებერვალი 2023, 14:22
2023-02-13
ალტე უნივერსიტეტი ციფრული მოქალაქეობის პროექტში მასწავლებლებს იღებს
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლასთან ერთად, STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ციფრული მოქალაქეობის პროექტში მასწავლებლებს იღებს.
პროექტის ფარგლებში გაიმართება 4 სამუშაო შეხვედრა ციფრული უსაფრთხოების, მედიაწიგნიერების, ხელოვნური ინტელექტის, ყალბი ამბებისა და მათი ამოცნობის შესახებ.
მონაწილე მასწავლებლები თავის სკოლაში უხელმძღვანელებენ უფროს კლასელი მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდს, რომლებიც გამოიკვლევენ სკოლაში ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაძლევის გზებს.
მოსწავლეთა კონფერენცია, რომელიც 11 მარტს ალტე უნივერსიტეტში გაიმართება, მოიცავს მოსწავლეების მიერ თავიანთი პროექტების წარდგენას.
საუკეთესო სამი გუნდის მასწავლებელი სპეციალურ პრიზებს მიიღებს, ხოლო მოსწავლეები სასწავლო გრანტით დაჯილდოვდებიან.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების X, XI, XII კლასის მოსწავლეების მასწავლებლებს.
20.02.2023, 20:00 სთ, «ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და საფრთხეები» — ნანა დიხამინჯია, პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი.
24.02.2023, 19:00 სთ. «რატომ მედიაწიგნიერება?» — ნატო ინგოროყვა, მწერალი, განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი (TPDC) ინფორმაციული წიგნიერების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
27.02.2023, 19:00 სთ. — «კიბერუსაფრთხოების საჭიროება, განათლება და კარიერა» — ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს 14 თებერვლისა.