ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება

Hardware Startup Incubator 2.0  საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც მიზნად  ისახავს Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულებით რეგიონებში ცოდნის გაღრმავებას. პროგრამა არის მათთვის, ვისაც ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების რეალობად ქცევა სურს.

კომენტარის დატოვება

პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ტექნოლოგიური Hardware სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებსა და გუნდებს ახალი Hardware სტარტაპების ფორმირებისა და განვითარების პროცესში საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი.

Hardware Startup Incubator 2.0 ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა ტექნოპარკში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა) ჩატარდება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ტრენინგები ელექტრონიკის, ინდუსტრიული პროდუქტის 3D მოდელირების და პარალელურად, ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნესის მოდელის განვითარების მიმართულებით გაიარონ.

უფრო კონკრეტულად პროექტის მონაწილეები შეისწავლიან:

ტექნოლოგიები Hardware-ის პროტოტიპირებისთვის:

  • ელექტრონიკა;
  • Arduino;
  • IoT (საგნების ინტერნეტი) და ავტომატიზაცია, Raspberry Pi პლატფორმაზე;
  • ინდუსტრიული დიზაინი და Hardware პროდუქტის 3D მოდელირება — Autodesk Fusion 360;   

ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარება, LEAN სტარტაპ მეთოდოლოგია:

  • Canvas ბიზნეს მოდელი;
  • სამიზნე ბაზარი და მომხმარებელი;
  • პრობლემისა და იდეის ვალიდაცია
  • Rapid პროტოტიპირება;
  • MVP — მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნა და ტესტირება;
  • პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა;
  • დაფინანსების წყაროების და ინვესტორების მოძიება;
  • Pitch Deck, Pitching.

დასკვნით ეტაპზე, დემო დღეზე, ფინალისტები ჟიურის წევრებს წარუდგენენ პროექტის ფარგლებში, ბიზნეს მენტორებთან ერთად შემუშავებულ ბიზნეს მოდელებს და ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილ პროტოტიპებს. მონაწილეობა შეუძლია 16 წელს ზემოთ დაინტერესებულ ადამიანებს,  საბოლოოდ პროექტი 135 მონაწილეს გააერთიანებს.

დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ლინკზე

ასევე წაიკითხეთ
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
კასრაძე: GITA-ს დაარსებიდან დღემდე სტარტაპებზე 42 მილიონი ლარი გაიცა
კასრაძე: GITA-ს დაარსებიდან დღემდე სტარტაპებზე 42 მილიონი ლარი გაიცა
კასრაძე: GITA-ს დაარსებიდან დღემდე სტარტაპებზე 42 მილიონი ლარი გაიცა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა და საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. 
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.