ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს

კასპიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიმართა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს.

კომენტარის დატოვება
კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს

კასპიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიმართა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს.

«საქართველო აფართოებს თავის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს არა მხოლოდ ნახშირწყალბადების ტრანზიტის მიმართულებით, არამედ ელექტროენერგიის გადაცემის კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით». — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა.

მან მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელზე, რომელზეც შუა დერეფნის მეშვეობით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის საკითხები განიხილეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. 

საქართველო საიმედო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა. მისი მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია მომავალში. ქვეყანა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას  წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით,» — აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. 

თავის გამოსვლაში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა უკვე არსებულ სატრანზიტო მიმართულებებზე, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფანზე, რომლის გაფართოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირისთვის, რათა გაიზარდოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია და ენერგომომარაგების მთლიანი უსაფრთხოება. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიიდან ნავთობის სატრანზიტო ნაკადების შუა დერეფანში მოზიდვის შესაძლებლობებზე. ფორუმის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობამ. 

«ეს არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელი საშუალებას მისცემს საქართველოში და მთლიანად რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე გატანას. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. მას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში». — აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. 

მისი თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის გაფართოება ევროპისკენ წაახალისებს ინვესტიციებს წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურაში, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში და ამით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.



ასევე წაიკითხეთ
Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა
Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა
Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა
სავარაუდოდ, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებზე მიიტანეს იერიში
სავარაუდოდ, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებზე მიიტანეს იერიში
სავარაუდოდ, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებზე მიიტანეს იერიში
GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება
GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება
GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.