ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს

15 სექტემბერს საერთაშორისო პროფესიონალურმა IT საზოგადოება Global CIO-მ ყოველწლიურ კონკურსზე, Project of the Year-ზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსის ფარგლებში IT მენეჯერები მთელი მსოფლიოდან თავიანთ საუკეთესო IT პროექტებს წარადგენენ.

კომენტარის დატოვება

კონკურსის არსებობის განმავლობაში, 2000-ზე მეტი IT ლიდერის მონაწილეობით, 2500-ზე მეტი პროექტი იქნა წარდგენილი. მათი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

Project of the Year ჟიურის გარეშე ტარდება — გამარჯვებულები ექსპერტების მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით ვლინდებიან. ეს მეთოდოლოგია მოიცავს როგორც პროფესიული საზოგადოების წევრების მიერ ონლაინ ხმის მიცემას, ასევე — პროექტის მასშტაბის, განხორციელების მნიშვნელობისა და პროფესიული საზოგადოებისთვის მისი ღირებულების ყოვლისმომცველ შეფასებას.

ეს სპეციფიკა გამარჯვებულთა შერჩევას არა მხოლოდ უფრო ობიექტურს ხდის, არამედ ინდუსტრიის ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტების მოსაზრებებსაც აგროვებს. კოლეგების გამოხმაურება და მხარდაჭერა პროექტების გასაუმჯობესებლად საუკეთესო მოტივაციაა. 

კონკურსში მონაწილეობა უფასოა, რადგან «Project of the Year“-ის მთავარი მიზანი პროფესიონალურ საზოგადოებაში საუკეთესო IT პრაქტიკის აღმოჩენა, კონსოლიდაცია და პოპულარიზაციაა.

IT ლიდერების პროფესიული საზოგადოება, Global CIO, 2010 წელს დაარსდა და ამჟამად 10000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის IT აღმასრულებლებსა და კომპანიებში ციფრული ტრანსფორმაციის ფუნქციურ მომხმარებლებს.

Global CIO-ს მისიაა აღმოაჩინოს, გააერთიანოს და ხელი შეუწყოს საუკეთესო IT პრაქტიკებს, გამოცდილების გაცვლისთვის კომფორტული გარემო შექმნას და საზოგადოების წევრების პროფესიულ ზრდას შეუწყოს ხელი.

ასევე წაიკითხეთ
კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს
კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს
კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
თუ Gen X თაობას წარმოადგენთ ან მილენიალი ხართ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ, თუ ჯენ ზი — ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ქვიზი ნებისმიერ შემთხვევაში სახალისოა! 
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.