ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა — ათი წლის შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ iPhone-ის მწარმოებელი პროექტზე მუშაობდა.

კომენტარის დატოვება
Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა — ათი წლის შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ iPhone-ის მწარმოებელი პროექტზე მუშაობდა.

კომპანიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია პროექტზე, რომელშიც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი იყო ჩართული

Bloomberg News-ის ცნობით, თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტიდან ბევრი თანამშრომელი Apple-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) განყოფილებაში გადავა.

Apple-ის მანქანების გუნდი ცნობილი იყო, როგორც სპეციალური პროექტების ჯგუფი (Special Projects Group), რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის პროექტის, Titan-ის ნაწილი იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ Apple-მა პროექტის კვლევასა და განვითარებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ კომპანია სრულად ავტონომიურ მანქანაზე მუშაობდა, რომელსაც არც საჭე ექნებოდა და არც პედლები.

გუნდმა გაიაზრა, რომ მანქანის წარმოებამდე ჯერ კიდევ წლები იყო დარჩენილი.

«ეს ჭკვიანური და დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებაა». — განუცხადა BBC-ის სილიკონ ველის საკონსულტაციო კომპანიის, Constellation Research-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი ვანგმა. — «ელექტრომობილებზე ბაზრის მოთხოვნა არ არის, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ახლა პიკშია». — დასძინა მან.

ელექტრომობილებზე მოთხოვნა ბოლო თვეში შენელდა, რამაც ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახადა, რადგან ძირითადი მოთამაშეები  მომხმარებლების მოზიდვასა და მოპოვებას ცდილობენ.

ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტებმა, Ford-მა და General Motors-მა ელექტრომობილების წარმოების გაფართოების გეგმები გადადეს.

გასულ კვირას, ელექტრო სატვირთო მანქანების მწარმოებელმა, Rivian-მა განაცხადა, რომ სამუშაო ძალის 10%-ს შეამცირებს.

Tesla-მ 2024 წლის დასაწყისში აღნიშნა, რომ გაყიდვები უფრო სუსტი იქნებოდა, ვიდრე 2023 წელს.

ყველაფერი რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ
თემის მიხედვით
ყველაფერი, რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა, რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
თემის მიხედვით
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა, რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.