Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
Apple-მა 29 მარტს დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, WWDC დააანონსა. ღონისძიება 5 ივნისს დაიწყება და 9 ივნისამდე გაგრძელდება.
Apple-მა 29 მარტს დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, WWDC დააანონსა. ღონისძიება 5 ივნისს დაიწყება და 9 ივნისამდე გაგრძელდება.
Apple კონფერენციის პირველ დღეს ძირითადად პრეზენტაციას ატარებს, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი ხელმძღვანელობს. ტრადიციულად, პრეზენტაციაზე ახალ iPhone–ს, iPad-ს, Apple Watch-ს, Apple TV-სა და Macbook-ს წარადგენენ.
WWDC Apple-ის ყველაზე დიდი კონფერენციაა. კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს სათაო ოფისში იწვევს, სადაც სემინირებსა ატარებს და დეველოპერებს Apple-ის პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებას ასწავლის.
WWDC Apple-ის სამომავლო გეგმების პატარა მიმოხილვას გთავაზობთ. კონფერენციაზე კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიზნებს განიხილავს და iPhone-ის ახალ ფუნქციებს ავლენს.
მრავალი წლის განმავლობაში, Apple WWDC-ზე მხოლოდ ძველ პროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე საუბრობდა. თუმცა, წელს Apple-ს შეუძლია, დიდი ხნის ნანატრი ვირტუალური რეალობის ყურსასმენი წარადგინოს. გარდა ამისა, კონფერენციაზე Apple სავარაუოდოდ ახალ, მაღალი სიმძლავრის Mac-ებზეც ისაუბრებს.
კონფერენცია ონლაინ რეჟიმში და Apple-ის სათაო ოფისში, Apple Park-ში ჩატარდება. გასულ წელს, Apple-მა კალიფორნიაში, სათაო ოფისში დეველოპერები და მედია მიიწვია, რათა წინასწარ ჩაწერილი გახსნის პრეზენტაცია ენახათ.
WWDC-ის ყურება Apple-ის ვებსაიტზე უფასოდ შეგიძლიათ.