„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
ნატო ჩაკვეტაძე Google’s Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი ღონისძიებისა «შეცვალე მომავალი», რომელიც 14 მარტს, თბილისში, გლობალური კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება.
«ამ ღონისძიებით გვსურს, წარმოვაჩინოთ ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. ამით კი შთავაგონოთ გოგოების და ქალების მომავალი თაობა, თავადაც ჩაერთონ ჩაერთონ ტექნოლოგიებში და შექმნან თავიანთი წარმატება». — ამბობს ნატო dev.ge-სთან.
ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google’s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას.
2024 წლის ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, Quantori Georgia-სა და Terminal-ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
14 მარტს, აბაშიძის 34-ში, «ტერმინალში» ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ.
როგორც ნატო გვიხსნის, იქნება მთავარი სცენა, სადაც საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა.
ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება.
იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.
ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.
ელენე Google-ის ხელსაწყოების მუშაობის მექანიზმს მიმოიხილავს.
მან ღონისძიებაზე როგორც WTM, ისე თიბისი ტექი უნდა წარადგინოს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა დიდია.
ელენესვე თქმით, ტექნოლოგიებზე საუბრის გარდა, ღონისძიებას სხვა მიზანიც აქვს.
Google’s Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.
Google’s Women Techmakers-ზე ერთ-ერთი სპიკერი სწორედ ამ გამოცდილებას გააზიარებს.
ღონისძიება «შეცვალე მომავალი» 14 მარტს, 13 საათზე დაიწყება.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.