ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Threads-მა ბოლო 2 კვირის განმავლობში მომხმარებლების 70% დაკარგა 

Meta-ს მიერ გამოშვებულმა პლატფორმამ Threads მომხმარებლების 70% დაკარგა. გაშვებიდან 2 კვირის თავზე Threads-ის მომხმარებლების რიცხვი 13 მილიონია მაშინ, როცა გაშვებიდან 5 დღეში აპლიკაცია 100-მა მილიონმა ადამიანმა გადმოწერა. 

კომენტარის დატოვება

Meta-მ ტვიტერის ანალოგი Threads 7 ივლისს გაუშვა. ანგარიში ინსტაგრამს არის მიბმული, ხოლო მისი გაუქმება ინსტაგრამის გაუქმების გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 

Twitter-ს, რომელსაც ილონ მასკი რებრენდინგს და X-ის დარქმევას უპირებს, დღეში 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს, Threads-ზე ჩართულობა კი დრამატულად შემცირდა, რაც მისთვის ტვიტერთან კონკურენციას ართულებს. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Threads-ზედ თავდაპირველად მომხმარებლები დღეში საშუალოდ 19 წუთს ატარებდნენ, ახლა კი — 4-ს. 

ბაბსონ კოლეჯის პროფესორი, სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მკვლევარი, რიჩარდ ჰანა Threads-ის მომხმარებლების რიცხვის და ჩართულობის შემცირებას პლატფორმაზე ფუნქციების ნაკლებობას უკავშირებს. 

«არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ადამიანებს სხვა აპლიკაციებზე შეუძლიათ, Threads-ზე კი — არა». — ამბობს ის. 

Threads-ზე, Twitter-ისგან განსხვავებით, ვერ მოძებნი მსოფლიოში ტრენდულ საკითხებს, ასევე, ამა თუ იმ თემის შესახებ დაწერილი პოსტები ერთად თავმოყრილი არ არის. 

ფორუმებზე წერენ რომ Threads-მა ლოგო გერმანული ბრენდს მოპარა
ფორუმებზე წერენ, რომ Threads-მა ლოგო გერმანული ბრენდს მოპარა
თემის მიხედვით

Meta-ს ახალი აპლიკაცია Threads ჯერჯერობით ევროკავშირში არ გავრცელდება

ასევე წაიკითხეთ
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს

ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს

WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.