ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-ს ახალი აპლიკაცია Threads ჯერჯერობით ევროკავშირში არ გავრცელდება

მონაცემთა დაცვის ირლანდიური მარეგულირებლის (DPC) თანახმად, Meta-ს ახალი სოციალური აპლიკაცია, ამ დროისთვის Threads ევროკავშირში წარდგენილი არ იქნება.

კომენტარის დატოვება

DPC-ს Threads ევროკავშირში არ დაუბლოკავს. თუმცა, Meta თავად აპირებს, აპლიკაციის გაშვება გადადოს, რათა რეგულატორებთან პრობლემები აიცილოს. 

Threads პლატფორმა აარ გამოიყენებს Instagram-ის სენსიტიურ მონაცემებს, რომელიც ასევე მოიცავს ქცევით და სარეკლამო ინფორმაციებს, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კონფიდენციალურობის კანონების დარღვევას.

Meta არაერთხელ დაუპირისპირდა ევროკავშირის მარეგულირებლებს მომხმარებლის მონაცემის დამუშავების შესახებ. სულ ახლახან GDRP-ის დარღვევისთვის მას რეკორდული, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

მარეგულირებელმა ტექნოლოგიურ გიგანტს მხოლოდ 2022 წელს 4 ჯარიმა დაუწესა.

Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია, Instagram Threads 6 ივლისს გაუშვა. პირველივე რამდენიმე საათში აპლიკაცია 5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა. 

Threads მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტი 500-მდე სიმბოლოთი, ასევე, აქვს ტვიტერის მსგავსი ბევრი სხვა ფუნქცია. 

აპლიკაციის გაშვებას უკვე გამოეხმაურა ილონ მასკი. მისი თქმით, «უმჯობესია, იყო თავდასხმის ქვეშ ტვიტერზე, ვიდრე ტკივილის დამმალავ ინსტაგრამზე ყალბი ბედნიერებით დატკბე». 

კითხვაზე, აჯობებს თუ არა Threads ტვიტერს, მარკ ცუკერბერგმა უპასუხა რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ პლატფორმაზე 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ელოდება. 

Thread-ის გადმოწერა შესაძლებელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. 

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე ios-ის მომხმარებლებისთვის. 

ასევე წაიკითხეთ
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.