ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად

Space International თანამშრომლების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს — ასეა კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან. თუმცა, თუ Space-ის მუშაობის პირველ ეტაპზე თანამშრომლების განათლებაში ხელშეწყობა მენეჯერების ინიციატივით და ლოკალურად ხდებოდა, 5 წლის თავზე კომპანიის კულტურის ნაწილად იქცა. 

2018 წლიდან დღემდე კომპანია გაფართოვდა, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, გაიზარდა როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა გამოწვევების რიცხვი, რომელთა გადალახვაც სფეისელებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. თანამშრომლების განვითარებისა და განათლებისთვის სტრუქტურირებული სახის მიცემა ამანაც განაპირობა.

კომენტარის დატოვება
Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად

Space International თანამშრომლების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს — ასეა კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან. თუმცა, თუ Space-ის მუშაობის პირველ ეტაპზე თანამშრომლების განათლებაში ხელშეწყობა მენეჯერების ინიციატივით და ლოკალურად ხდებოდა, 5 წლის თავზე კომპანიის კულტურის ნაწილად იქცა. 

2018 წლიდან დღემდე კომპანია გაფართოვდა, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, გაიზარდა როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა გამოწვევების რიცხვი, რომელთა გადალახვაც სფეისელებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. თანამშრომლების განვითარებისა და განათლებისთვის სტრუქტურირებული სახის მიცემა ამანაც განაპირობა.

კომპანიაში უწყვეტი სწავლის კულტურის გაძლიერების მიმართულებით Space International-ის სტრატეგიას dev.ge-ს მკითხველებს კომპანიის წარმომადგენლები, მარი აბულაძე და სოფო სუჯაშვილი დეტალურად აცნობენ. 

რას გულისხმობს და მოიცავს კომპანიაში უწყვეტი სწავლის კულტურის გაძლიერება? როგორ ახერხებს კომპანია, თანამშრომელს მისცეს ის, რაც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება? — Space International ამისთვის რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ მეთოდს იყენებს. თუმცა, საბოლოოდ ყველა საერთო მიზნისკენ არის მიმართული, და ეს თანამშრომლის უნარების განვითარებაა. 

როგორც მარი და სოფო ხსნიან, განათლების კუთხით მნიშვნელოვანი წილი საერთაშორისო კონფერენციებს უჭირავს — წლის განმავლობაში Space International-ის ტექ გუნდის 40% ახალი ცოდნის შესაძენად საზღვარგარეთ მიემგზავრება, რაც როგორც მას, ასევე კომპანიას განვითარებაში ეხმარება.

სოფო სუჯაშვილი. 
«ჩვენი თანამშრომლები ლოკალურ და საერთაშორისო კონფერენციებს ყოველთვის ესწრებოდნენ, მაგრამ ამას ახლანდელივით ხშირი და სტაბილური სახე არასდროს ჰქონია. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ გუნდის წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი კომპეტენციის მიმართულებით დაესწროს თუნდაც ლოკალურ კონფერენციას, მოისმინოს სიახლეების შესახებ და გაიცნოს იმავე პროფესიის კოლეგები აზრის გასაცვლელად».

მარი აბულაძე გვიყვება, რომ Space International-ის თანამშრომლები ხშირად სტუმრობენ ინდოეთს, ტექ საკონსულტაციო Thoughtworks-სთან ერთად მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექ საკონსულტაციო კომპანიისგან სწავლობენ Agile მეთოდოლოგიასა და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზებს, რასაც შემდეგ Space International-ში წარმატებით ნერგავენ და იყენებენ. 

გარდა კონფერენციებისა, Space International თანამშრომლების პროფესიული და რბილი უნარების განვითარების მიზნით ტრენინგებს ატარებს. სოფოს თქმით, ამა თუ იმ სემინარისთვის თანამშრომლების შერჩევა ამ შემთხვევაშიც როლების მიხედვით ხდება.

სოფო სუჯაშვილი
«სულ ვფიქრობთ, ვისთვის იქნება შესაფერისი ესა თუ ის კონკრეტული კურსი თუ ტრენინგი, რათა ცოდნა და უნარები გაიუმჯობესოს. ყველა ვორქშოფი, რა თქმა უნდა, ყველა პოზიციის თანამშრომელს ვერ დაეხმარება. ამიტომ დეტალურად ვიძიებთ, ვისთვის რომელი იქნება შესაბამისი და ვის რომელ ნაწილში სჭირდება განვითარება». 

მას მაგალითად Space International-ის პროფაილინგის ვორქშოფი მოჰყავს, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ცოტა ხნის წინ გახდა მენეჯერი და თანამშრომლების იდენტიფიცირების კუთხით დახმარებას საჭიროებს.

კიდევ ერთი საინტერესო და განსხვავებული მეთოდი, რომელიც თანამშრომლების მოტივაციას, ფიქრის უნარსა და ხასიათს ცვლის, ინსპირაციული საუბრებია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

მარი აბულაძე
«ეს იმისთვის არის შექმნილი, რომ თანამშრომლები რაღაცებზე დააფიქროს, მათი განწყობა და მიდგომები შეცვალოს. საბოლოო ჯამში, ინსპირაციული საუბრები ორგანიზაციაში კულტურის მშენებლობას ემსახურება». 

ამასთან, ტექის მიმართულებით ხშირად ხდება საჭირო სხვდასხვა ახალი ტექნოლოგიის უკეთ შესწავლა და ათვისება ისეთი კომპანიების სერთიფიცირებული გამოცდები როგორიცაა Cisco ან AWS. 

უწყვეტი სწავლის კულტურის გაძლიერების მეთოდებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აპრობირებული ონლაინ კურსებია. როგორც სოფო გვიყვება, Space International-ში, აქტიურად იყენებენ Udemy-ს კურსებს, რომელიც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს გაიარონ, მათთვის საინტერესო და სასურველი კურსი.

სოფო სუჯაშვილი
«კურსებზე ხელი თითოეულ სფეისელს მიუწვდება. ეს ანგარიშები კომპეტენციების მიხედვით გვაქვს დაყოფილი. მათ საშუალება აქვთ, შესაბამისი ცოდნა მიიღონ ან უკვე არსებული გაიღრმაონ». 

მარი აბულაძის თქმით, Udemy-ის დახმარებით როგორც პროფესიული, ასევე რბილი უნარების განვითარებაა შესაძლებელი, რაც როგორც თანამშრომლის, ასევე მენეჯერის ინტერესებში შედის. ხოლო რამდენად ხშირად და ეფექტურად გამოიყენებს კონკრეტული ადამიანი პლატფორმას, მთლიანად მასზეა დამოკიდებული.

მარი აბულაძე
«ვცდილობთ, ყველაფერი დივერსიფიცირებული იყოს — რაღაცები იყოს ფიზიკური, თუმცა, თანამშრომლებს ონლაინ პლატფორმას ვთავაზობთ, რომელიც მათ ყველანაირ თავისუფლებას აძლევს — სამსახურის პერიოდშიც კი, თუ ძალიან დატვირთული დღე არ აქვთ, შეუძლიათ დასხდნენ და ისწავლონ. ან თუ საქმის პროცესში კონკრეტული ტექნიკური უნარი დასჭირდათ, რაც იმ მომენტში არ აქვთ, შეუძლიათ შევიდნენ და მოისმინონ, უცებ ნახონ. სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფალ დროს დასხდნენ და მშვიდ გარემოში ყველაფერი თავისით გაიარონ». 

Space International თანამშრომლებს განვითარების უამრავ შესაძლებლობას უკვე სთავაზობს, სამომავლოდ კი ყველაფრის კიდევ უფრო დახვეწას გეგმავს. 

მარი აბულაძე
«გვინდა, რომ კიდევ ყველაფერი უფრო ინდივიდუალური იყოს. აუცილებელია, ჩვენ მიერ შეთავაზებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები მათ საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული». 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა პირველად ტოპ მენეჯმენტში შენიშნეს, რასაც რამდენიმე ახსნა აქვს. მარი აბულაძე ამბობს, პირველი მიზეზი ტექ.ტალანტების ბაზრის ზრდაა, რაც კომპანიას მსგავსი მეთოდების დანერგვისკენ ბუნებრივად უბიძგებს.

მარი აბულაძე
«დღევანდელ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში შეუძლებელია, რომ კომპანიამ თავისი თანამშრომლის განვითარებაზე არ იზრუნოს. Space International-ში გვჯერა, რომ თანამშრომლებს კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ხალხს განვითარების შესაძლებლობები მივცეთ და ვფიქრობთ, ასეთი კულტურით უფრო სასურველ სამუშაო გარემოს ვქმნით». 

მეორე მიზეზი უშუალოდ კომპანიის სწრაფი ზრდაა — Space International-ის მიზანია, ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებლებზე იმუშაოს. მარი გვიხსნის, რომ დღეს კომპანიას ოთხი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე მეტია. 

მარი აბულაძე
«ეს პატარა გუნდი უკვე მუშაობს უფრო მეტ მომხმარებელზე, ვიდრე საქართველოში  პოტენციურად შეიძლება ეს გამოცდილება მიიღო. შესაბამისად, საერთაშორისო სპეციალისტები გვყავს და ამითაც ვაბალანსებთ, ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ ხალხს ბევრ რამეს ასწავლიან, მაგრამ მათ დამატებითი უნარები სჭირდებათ. სწორედ ამის უზრუნველყოფას ვცდილობთ ჩვენ».

უწყვეტი სწავლის კულტურის სტრატეგიაში მენეჯერები აქტიურად არიან ჩართულნი, რადგან თითოეულ თანამშრომელთან პირადად გასაუბრება კომპანიის ტოპ მენეჯმენტისთვის რთულია. 

სოფო სუჯაშვილი
«მენეჯერებმა ყველაზე კარგად იციან, რომელ თანამშრომელს, რისი განვითარება და რა ნაწილში დახმარება სჭირდება. ბევრჯერ მოსულან ჩვენთან და უთქვამთ, რომ აი ამ ადამიანს თავის მიმართულებით კონკრეტულად ამ კურსის გავლა სჭირდება და იქნებ დაეხმაროთ. შემდეგ დაგვიწყია კომუნიკაცია იმ თანამშრომელთან და ის კურსი წარმატებით გაუვლია». 

Space International-ში Performance Management აქტიურად ინერგება. კომპანია მომავალი წლისთვის აპირებს, რომ სწავლება სწორედ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე იყოს დაფუძნებული, რაც საქმეს ამარტივებს.

მარი აბულაძე
«Performance Management გეხმარება, მიხვდე კონკრეტულ თანამშრომელთან თუ გუნდთან, რომელშიც ინვესტირებას აკეთებ განათლებისა და განვითარების კუთხით და შეაფასო, მიღწეულია თუ არა სასურველი შედეგი». 

მისივე თქმით, 2023 წლიდან ეს ყველაფერი eNPS-ით (Employee Net Promoter Score) იზომება, სადაც ბევრი რამ არის გაერთიანებული — მაგალითად, რამდენად თვლის თანამშრომელი, რომ დაფასებულია, რამდენად ვითარდება კონკრეტულ გარემოში და სხვა. 

მარი აბულაძე
«გარდა ამისა, მე და სოფო აქტიურად ვატარებთ კვლევებსა და გამოკითხვებს, რომლებიც თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხის გაგებაში გვეხმარება. თუმცა, მომავალ წელს, გვინდა, ეს უფრო ინდივიდუალური გახდეს. მაგალითად, თუ თანამშრომელს რუსული ენის გამოწვევა აქვს, რამდენად გადაიჭრა ეს პრობლემა. თუ დეველოპერს ახალი უნარების შეძენა სურს, რამდენად გამოუვიდა ეს და ა.შ». 

სოფო ამბობს, რომ Space International-ის ამომავალი წერტილი თანამშრომლების კმაყოფილებაზე, კომფორტსა და განვითარებაზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა თავი ღირებულად და დაფასებულად იგრძნოს, რაც კომპანიის წარმატებასა და პროგრესზე აუცილებლად დადებითად აისახება.

სოფო სუჯაშვილი
«ეს მეთოდები და მიდგომა თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ტექ.ტალანტებს თავად გავზრდით და მოვამზადებთ, ხოლო მათ ნიჭსა და რესურსს ისევ ჩვენს კომპანიაში გამოვიყენებთ». 
მარი აბულაძე
«ერთმანეთის გაძლიერებით, მთლიანად კომპანია ძლიერდება. გვჯერა, რომ სწავლისა და განვითარების კულტურის მქონე ადამიანი განსხვავებულად ფიქრობს და აზროვნებს». 
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
თემის მიხედვით
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
თემის მიხედვით
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე


ასევე წაიკითხეთ
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ. ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.