ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თეონა დალაქიშვილი რუსულ კანონზე: ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი — გვინდა ევროპა და არა რუსეთი

CDC Business/კომლი/-ის სამეწარმეო განათლების კონსულტანტი თეონა დალაქიშვილი dev.ge-სთან ამბობს, რომ რუსულ, რეპრესიულ კანონს, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, IT სექტორზე დიდი უარყოფითი გავლენა ექნება, რადგან საქართველოში ციფრული სფეროს პროდუქტები, საზღვარგარეთის ბაზარზეა მორგებული. 

კომენტარის დატოვება

ასევე, თეონას თქმით, რომ დღეს ბევრი IT კომპანია მუშაობს ისეთ დიდ დონორებთან, როგორიცაა, მაგალითად, USAID. მისი აზრით, კანონის მიღება დამაბრკოლებელი იქნება მათთვისაც და გაუჭირდებათ სფეროს განვითარება.

«ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და გვქონდეს ღია წვდომა ბაზრებზე, როგორც ამერიკის ასევე ევროპის. ამ კანონის მიღებით, უბრალოდ, პირდაპირ დაიხურება ეს წვდომა და ერთადერთი გზა იმ ადამიანების ემიგრაცია იქნება, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, მთავარ ძალას ქმნიან». — ამბობს თეონა დალაქიშვილი. 

თეონას აზრით, რუსული, რეპრესიული კანონისთვის წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამოქალაქო დონეზე.

«ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, რომ გვინდა ევროპა და არა რუსეთი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ღიად გამოვხატოთ, როგორც ჩვენი არჩევანი. IT სფეროში საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს, რათა საქართველო რეგიონში ამ მიმართულებით ცენტრად იქცეს. ამას ძალიან მალე დავკარგავთ თუ ამ კანონს მივიღებთ, ამიტომ თითოეული ჩვენგანის ვალია მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ» — ამბობს თეონა.

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა  რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. 

მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას. 

მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ნანა დიხამინჯია: რუსული კანონი პირდაპირ უაროფითად აისახება ტექნლოგიურ განათლებაზე
ნანა დიხამინჯია: რუსული კანონი პირდაპირ უაროფითად აისახება ტექნლოგიურ განათლებაზე
თემის მიხედვით
ნანა დიხამინჯია: რუსული კანონი პირდაპირ უაროფითად აისახება ტექნლოგიურ განათლებაზე
თორნიკე მჟავანაძე: აგენტებზე კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თემის მიხედვით
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

ასევე წაიკითხეთ
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
კვლევითი კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი — 26% აშშ-ში განხორციელდა, მას დიდი ბრიტანეთი — 15%) და მალტა  — 11%.
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.