ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო 

გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო. წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგო და 250 მენტორი დარეგისტრირდა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. 

კომენტარის დატოვება

Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს.

ოთხი თვის განმავლობაში გოგოები ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.

ივნისში საქართველოს გამარჯვებულები გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან. რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები.

2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები ფინალის მსოფლიო სამიტზე, ოქტომბერში, გამოვლინდებიან. კონკურსის მეოთხედფინალში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

გასულ წელს, ქართველმა გოგონებმა, ფარიდან და ცაგერიდან, პროექტით Smart Light, 2023 წელს ევროპის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვეს. საქართველომ კი დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
თემის მიხედვით
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში

ასევე წაიკითხეთ
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
16 მარტს „ალტეში
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.