ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TBC-იმ Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

TBC-იმ თანამშრომლობა დაიწყო უდიდეს კრიპტო ბირჟასთან, Binance-სთან — ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან პროვაიდერთან.

კომენტარის დატოვება

Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო საქართველოში ჩამოვიდა და 30 ნოემბერს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი თიბისის გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდა. 

ჟაომ და ბუცხრიკიძემ თანამშრომლობის ის სფეროები განიხილეს, რომლებსაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

ორი დიდი ბრენდის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ვირტუალური აქტივების ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში. 

მემორანდუმის მიხედვით, Binance და TBC დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი თანამშრომლობით.

თიბისი უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის კონვერტირებასა და ადგილობრივ ვალუტაზე გადაცვლას, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ Binance საქართველოს პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის გამოყენებით. 

გარდა ამისა, თიბისი და ბაინანსი განიხილავენ «ბაინანს ბარათის» გამოშვებას. ბაინანსი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებმა საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომა შეძლონ.

ბაინანსი კრიპტოინდუსტრიის ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს.

დაცვის ამ მექანიზმებისა და რეგულაციებისადმი მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ბაინანსი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.

«დღეს დავაანონსეთ თიბისისა და ბაინანსის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ბაინანსის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით… ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ.» — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ

ჩანგპენგ ჟაომ ასევე დააანონსა საქართველოში ოფისის გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, რაც ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია.

ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება
ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება
თემის მიხედვით
ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია
თემის მიხედვით
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია

ასევე წაიკითხეთ
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, ,საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. 
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
19 ივნისს თბილისში IT Summer Camp დაიწყება
19 ივნისს თბილისში IT Summer Camp დაიწყება
19 ივნისს თბილისში IT Summer Camp დაიწყება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.