ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ საქართველოში ოფისს აუცილებლად გახსნის. 

კომენტარის დატოვება

მან bm.ge-ის კითხვის პასუხად თქვა, რომ გაიზრდება ქვეყანაში თანამშრომლების რაოდენობაც. 

«საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება და ჩვენი წარმომადგენლობაც გაიზრდება. ამჟამად ქვეყანაში ორი თანამშრომელი გვყავს, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება. მაგალითად გეტყვით, რომ გასულ წელს დუბაიში მხოლოდ ორი თანამშრომელი გვყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა 600-ს აღწევს. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც ასეთი მკვეთრი ზრდა გვექნება.

ზოგადად, საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია». — თქვა ჩანგპენგ ჟაომ. 

Binance-ის დამფუძნებელი საქართველოში ჩამოვიდა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული გაციფრულების ტენდენციითა და ინოვაციების მიმღებლობით.

ჟაომ ასევე თქვა, რომ Binance-ი ადგილობრივ ბლოკჩეინ და კრიპტო პროექტებში ინვესტირების პერსპექტივასაც განიხილავს.

ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით bm.ge-ის შეკითხვაზე ჟაომ უპასუხა, რომ ქვეყანაში შესვლის დროს Binance-ი მრავალი სახის ინვესტიციას ახორციელებს, მათ შორისაა: ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა, კადრების გადამზადება და ადგილობრივ პროექტებსა თუ ბიზნესებში ინვესტირება. ჟაოს თქმით, როდესაც კომპანია ქვეყანაში შემოსვლას გადაწყვეტს, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი FDI.

ჩანგპენგ ჟაომ აგრეთვე განაცხადა, რომ Binance-ს კონკურენტების და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მხრიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიც აქვს, კერძოდ, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა რომელიმე ქვეყანაში შედის, მას აუცილებლად მოჰყვებიან სხვა კომპანიებიც, რაც, საერთო ჯამში, ადგილობრივ ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე წაიკითხეთ
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.