ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია

უმსხვილესი კრიპტო ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია. მას დღეს, 30 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. 

კომენტარის დატოვება
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია

უმსხვილესი კრიპტო ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია. მას დღეს, 30 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას.

«აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა». — აცხადებს საქართველოს მთავრობა. 

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და რომ საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას — Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს.

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება


ასევე წაიკითხეთ
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ანგარიში წაშალა
არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ანგარიში წაშალა
არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ანგარიში წაშალა
არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში სავარაუდოდ წაშალა.
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.