ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თამთა გველესიანი — დედა ტექნოლოგიების სფეროში

თამთა გველესიანი არაფორმალური განათლების პლატფორმა Clevertone-ის დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით, მენტორი, ტრენერი, ტრენერი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების აქტიური ენთუზიასტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დედაა. 

კომენტარის დატოვება
თამთა გველესიანი — დედა ტექნოლოგიების სფეროში

თამთა გველესიანი არაფორმალური განათლების პლატფორმა Clevertone-ის დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით, მენტორი, ტრენერი, ტრენერი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების აქტიური ენთუზიასტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დედაა. 

ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ამ ეკოსისტემაში ქალები, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურად დგამენ დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს. თუმცა, მათი რაოდენობა ინდუსტრიაში ჯერ კიდევ მცირეა. არსებობს კონკრეტული დაბრკოლებები, რომლებიც ქალებს პროფესიული განვითარების გზაზე ხვდებათ.

«თავიდან, როცა ეკოსისტემის განვითარება აქტიურად იწყებოდა, ძალიან ხშირად შეხვედრებზე მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ქალი ვიყავით.  სულ ვფიქრობდი — სად არიან ქალები? თუმცა დრო გავიდა და დღეს  ძალიან ბევრი ტექ. მხარდასაჭერი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. ბევრი ორგანიზაცია მუშაობს რომ უფრო მეტი ქალი იყოს ჩართული ტექნოლოგიებში». — ამბობს თამთა გველესიანი.

ქალებს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ, გარკვეული გზა აქვთ გამოვლილი და მათი როლი, თამთა გველესიანის აზრით, შთამაგონებელი ხდება. ისინი ინსპირაცია უნდა გახდნენ მათთვის, ვინც ახლა იწყებს ნაბიჯების გადადგმას. დამწყებთათვის მთავარი რჩევა მიზანზე ფოკუსირებაა.

«ყურადღება არ მიაქციონ, როცა ვიღაც სადღაც იტყვის, რომ «ეს შენი საქმე არ არის». დღეს ჩემს წრეში არ არიან ასეთი ადამიანები და სულ მგონია, რომ რაღაც გამოსწორდა, თუმცა, უცებ ვხვდები გარემოში, სადაც მსგავსი დამოკიდებულება შენარჩუნებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩნენ იმ მიზანზე ორიენტირებულები, რომლებიც დაისახეს. 

მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცები რას გეუბნებიან. კი, გაფერხებენ ეს აზრები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ ის ადამიანები, თუნდაც უცნობი ან ნაცნობი, ვინც სადღაც რაღაცას მიაღწია და მათ ესაუბროთ.» — ამბობს თამთა გველესიანი.

თამთას თქმით, ასეთი ადამიანები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ დამწყებებს, მისცენ რჩევები, მოტივაცია და თავდაჯერებულობა.

ტექნოლოგიების სფეროში ქალების ჩასართავად რიგი ნაბიჯები იდგმება. ხშირად ეწყობა ჰაკათონები რეგიონებში. თამთა ასევე მუშაობს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში, რომელიც ქალებზე ორიენტირებულია.

«ჰაკათონების, მეიქათონების და სხვა მსგავსი პროექტების ორგანიზებისას სულ ვაკვირდებით გენდერულ ბალანსს და ძალიან გვინდა, ქალები უფრო მეტად  იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. იმუშაონ ტექნოლოგიების განვითარებაზე, თან იფიქრონ იდეების  კომერციალიზაციაზე»

ქალების ტექნოლოგიების სფეროში ჩართვით აქტიურად არიან დაინტერესებული უნივერსიტეტებიც, თამთას თქმით, დღეს აუდიტორიაში ძალიან ბევრი გოგო ზის, როდესაც თავდაპირველად მათი რიცხვი ორი ან სამი იყო. 

«ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სექტორის აქტიურობა ამ მიმართულებით და ეტაპობრივად კარგი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ყველა აქტორს თავისი როლი აქვს. Clevertone-შიც უფრო მეტად ვცდილობთ, აქტიურები ვიყოთ განათლების გადაცემის ნაწილში, განსაკუთრებით რეგიონებში, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ტექნოლოგიებში ჩართულობა მნიშვნელოვანია და ამის გაკეთება ქალებსაც შეუძლიათ».  

თამთა გველესიანი 1 წლის და 8 თვის ანიტას დედაა.

როგორც ყვება, ორსულობის პერიოდში გაუჩერებლად მუშაობდა.

«ორსულობის დეპრესია და მშობიარობის შემდეგი დეპრესია არ მქონდა-მეთქი, ვამბობ… რეალურად, დრო არ მქონდა, რომ მაგაზე მეფიქრა».

«ისეთ სფეროში ვმუშაობ, რომ შემეძლო დისტანციურადაც მემუშავა და თუ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ოფისში არ მივსულიყავი, სახლიდან მემართა პროცესები, პროექტებზე გვემუშავა გუნდს ერთად.

ვისაც მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს, მათთვის სირთულე მეტია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორსულობა და  დედობისთვის მომზადება არ ნიშნავს, რომ ცუდად ხარ ან რაიმე სახის დახმარება გჭირდება, პირიქით ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც უფრო მეტ ძალას გაძლევს, კარგი საქმეები აკეთო».

მისი თქმით, ორსულობისას ყველა ცდილობს, დაგეხმაროს, როცა რეალურად დახმარება არ გჭირდება.

ამავე დროს, თამთას თქმით, ორსულობა ქალებმა გაძლიერების შესაძლებლობად უნდა გამოიყენონ.

«თუ რაღაც მომენტში იმ საქმიანობით დაკავება აღარ შეგვიძლია, რითაც ვიყავით დაკავებული, შეგვიძლია დრო სხვა რაღაცების ათვისებისთვის გამოვიყენოთ, მათ შორის, ბავშვის აღზრდისთვის მოვემზადოთ. ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობდი ბავშვის აღზრდისა შესახებ. თუმცა მაინც, განსაკუთრებით პირველი ბავშვის დაბადებისას საერთოდ სხვა გარემოში ხვდები.

ამიტომ, წინასწარ მომზადება და დაგეგმვა დამხმარე ფაქტორია, რაც ფსიქოლოგიურად განგაწყობს, რომ ბავშვის დაბადებას მომზადებული შეხვდე. კარგია საკუთარი თავის განვითარებითაც დაკავდეთ, მაგალითად იოგით ან მედიტაციით — ეს ძალიან დაგეხმარებათ, მეტად თავდაჯერებული იყოთ საკუთარ შესაძლებლობებში.»

მშობიარობის შემდგომ ახალი გამოწვევა ჩნდება — პოსტ სამშობიარო მდგომარეობა — «ახალ რაღაცას აკეთებ და ძალიან ძნელია». თამთა თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

«სანამ ვიმშობიარებდი, ძალიან ბევრი წავიკითხე და ვნახე, რომ მთელ მსოფლიოში დაბალია ბუნებრივი კვების დონე და გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა ამ ყველაფერში.  სტენფორდის კურსიც კი გავიარე ბუნებრივ კვებაზე, რომ მეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი ამ საკითხში.

გამოწვევა ამ პროცესში ის არის, რომ საზოგადოებაში ყველას თავისი გამოცდილება აქვს და ცდილობენ, აზრები გაგიზიარონ. თუმცა, მნიშვნელოვანია, გაიზრო რომ უკეთ იცი რა არის საჭირო შენთვის და შენი შვილისთვის კონკრეტულ მომენტში».

ეს პროცესები სირთულედ განსაკუთრებით იმ ქალებისთვის იქცევა, რომლებიც პირველად ხდებიან დედები.

» იყო დედა და აქტიური ქალი საქმეში არ არის მარტივი, თუმცა, დედობა საქმის კეთების მეტ მოტივაციას გაძლევს, ამ მოტივაციის სწორი მიმართულებით მიმართვა კი ჩვენი გადაწყვეტილებაა». 

თამთა სხვადასხვა ღონისძიებას ხშირად ესწრება თავის გოგოსთან ერთად.

«ბავშვის დაბადებამდე, ჩემი მეგობრები ხშირად მეხუმრებოდნენ, შენი შვილი ალბათ პირველ სიტყვას «სტარტაპს» ან «ინოვაციას» იტყვისო. მართალია პირველად დედა თქვა,  მაგრამ ისე ხშირად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, რომ ბავშვობიდან ტრენინგებს ჩაატარებს. 

ბოლოს, რადგან ინტერვიუ დედის დღეს ემთხვევა აუცილებლად აღვნიშნავ: ყველა  დედა სუპერგმირია, თავისი უნიკალური სუპერ ძალით!». 

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!

ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
თემის მიხედვით
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
კომპიუტერული უნარების კურსი დიმის თემში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის
კომპიუტერული უნარების კურსი დიმის თემში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის
თემის მიხედვით
კომპიუტერული უნარების კურსი დიმის თემში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის


ასევე წაიკითხეთ
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კერა აზიაში მდებარეობს
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2023 წელს
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2023 წელს
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2023 წელს
შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს 2023 წელს მსოფლიოში განვითარებული ამბების ნაწილი გამორჩა — ლოგიკურია, IT ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცვალებადი სფეროა. ამიტომ, გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტებს, ამბებსა და ინოვაციებს, რომლებიც წელს ტექნოლოგიების სფეროში განვითარდა — ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, ილონ მასკისა და მარკ ზაკერბერგის დრამით დამთავრებული. ამ ამბების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი საინტერესო და მიმზიდველი გამოვიდა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.