ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კომპიუტერული უნარების კურსი დიმის თემში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის

«ფონდი ტასოს» დაფინანსებით და «დიმელი ქალების» ორგანიზებით, დიმის თემში (სოფელი დიმი, ზედა დიმი, საიმედო) მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის, რომელთა ასაკი 13 წელს აღემატება, კომპიუტერის მოკლევადიან კურსზე მიღება იწყება. 

კომენტარის დატოვება

კურსზე გოგოები ისწავლიან: 

  • კომპიუტერთან მუშაობის მთავარ პრინციპებს;
  • საოფისე პროგრამებს;
  • Google-ის სერვისებს (ეფექტური ძიება, რუკის რედაქტირება, დოკუმენტები);
  • სოციალურ ქსელებში ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების მართვას;
  • საპროექტო განაცხადების ელექტრონულად შევსებას;
  • მეილის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას;
  • ეფექტური დიზაინების მარტივად შექმნას.

ჯამურად ჩატარდება არანაკლებ 6 შეხვედრა, 1.5 საათის განმავლობაში, მარტის თვესა და აპრილის პირველ ნახევარში.

კურსის განმავლობაში ლეპტოპებით «დიმელი ქალები» მოგამარაგებენ, კომპიუტერთან მუშაობის წინასწარი ცოდნა არ მოგეთხოვებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადმოგეცემათ სერტიფიკატი. 

ტრენერი: ლილი ფულარიანი. ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ტრენერი და ლექტორი 2017 წლიდან.

შეხვედრის ადგილი: დიმის მე-2 საბავშვო ბაღთან.იმ მონაწილეთა ტრანსპორტირება, ვინც მოშორებით ცხოვრობს, დაფინანსდება. 

კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, გულდასმით შეავსოთ აღნიშნული აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან  მონაწილეები. 

ფორმის შევსების ბოლო ვადა: 2 მარტი.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ დიმელი ქალებს Facebook გვერდზე. 

Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
თემის მიხედვით
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები
თემის მიხედვით
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.