გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
dev.ge-იმ ცოტა ხნის წინ უკვე გაგაცნოთ ქართველი გეიმერი ქალები, ახლა კი დროა უშუალოდ ის ადამიანი გაგაცნოთ, ვინც თამაშებს ქმნის. ჩვენი დღევანდელი გმირი 21 წლის თამთა ასათიანია — თამაშების პროგრამისტი და თამაშების დიზაინერი.
როგორც თამთა გვიყვება, ტექნოლოგიებით პირველად 12 წლის ასაკში ძალიან უცნაურად დაინტერესდა, როდესაც მამამ ჯიბის ფულის სანაცვლოდ ვებსაიტების გაკეთება სთხოვა. თუმცა, თამაშების მიმართ ინტერესი 3 წლის ასაკიდანვე გამოხატა.
ბავშვობაში დაწყებული ინტერესი მალე მის დიდ გატაცებად აქცია და ახლა თამაშების დიზაინის ნოუთბუქები აქვს, სადაც იდეებსა და ლეველების კონფიგურაციას იწერს.
თამაშების პროგრამირებასთან პირველად მამის დახმარებით შეეხო.
თუმცა, თამაშების შექმნას მალევე აუღო ალღო და როგორც ამბობს, მათ შექმნაში მთავარი დიზაინი და თამაშის წესებია.
როგორც თამთა ამბობს, თამაშის კეთება იწყება პროტოტიპით — პროტოტიპი შეიძლება იყოს ელექტრონული ან ფურცელზე, შემდეგ კი შემქმნელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ფურცელზე რაც შეიძლება მეტი მექანიკა გამოსცადოს.
თამაშის შექმნის პროცესში პროგრამისტები უფრო აქტიურად სწორედ ამ ეტაპიდან შედიან. იწერება კოდის სტრუქტურა — როგორც თამთა გვეუბნება, თამაშების პროგრამირებაში მთავარია, კოდი დალაგებული იყოს.
21 წლის თამთა ასათიანი იმასაც გვიმხელს, თუ როგორია მისი ოცნების თამაში.
საბოლოოდ კი იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროთი დაინტერესებულები არიან, ურჩევს, რომ მთავარია ის საქმე უყვარდეთ, რასაც ხელს მოკიდებენ, რადგან თამაშის შექმნის პროცესი ურთულესია.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.