ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ინტერნეტ თაღლითები თურქეთისა და სირიის მიწისძვრებით სარგებლობენ

უსაფრთხოების ექსპერტები საზოგადოებას თაღლითების მიერ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების ხალხის მოტყუებისა და ყალბი შემოწირულობის შესახებ აფრთხილებენ.

კომენტარის დატოვება
ინტერნეტ თაღლითები თურქეთისა და სირიის მიწისძვრებით სარგებლობენ

უსაფრთხოების ექსპერტები საზოგადოებას თაღლითების მიერ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების ხალხის მოტყუებისა და ყალბი შემოწირულობის შესახებ აფრთხილებენ.

თაღლითები ამტკიცებენ, რომ ფულს იმ გადარჩენილებისთვის აგროვებენ, რომლებიც სითბოსა და წყლის გარეშე დარჩნენ იმ კატასტროფის შემდეგ, რომელმაც 35 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თუმცა, გაჭირვებულთა დახმარების ნაცვლად, თაღლითები შემოწირულობებს არა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, არამედ  — საკუთარ PayPal ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის საფულეებში ირიცხავენ.

BBC გვთავაზობს თაღლითების მიერ გამოყენებულ რამდენიმე ძირითად მეთოდს და საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ, ჩარიცხვამდე ანგარიშები შეამოწმოთ.

TikTok Live-ზე კონტენტის შემქმნელებს ფულის გამომუშავება ციფრული საჩუქრების მიღებით შეუძლიათ. ახლა, TikTok-ის ანგარიშები აქვეყნებენ ტრაგედიის ფოტოებს, გადაღებულ კადრებს და სატელევიზიო ჩანაწერებს, რომლებიც სამაშველო ძალების მუშაობას აჩვენებენ და ამის ფონზე შემოწირულობებს ითხოვენ.

წარწერები შეიცავს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა «დავეხმაროთ თურქეთს», «ილოცეთ თურქეთისთვის» და «შევწიროთ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს».

ერთი ანგარიში, რომელიც პირდაპირი ჩართვის რეჟიმში სამ საათზე მეტხანს იყო, აჩვენებდა დანგრეული შენობების პიქსელირებულ საჰაერო სურათს, რომელსაც თან ახლდა აფეთქებების ხმოვანი ეფექტები. კამერის მიღმა ისმის მამაკაცის სიცილის ხმა და საუბარი ჩინურ ენაზე. ვიდეოზე ვხვდებით წარწერას «დავეხმაროთ თურქეთს. შემოწირულობა».

კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია აფეთქების შედეგად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ბავშვის სურათი. პირდაპირი ეთერის მთავარი მესიჯია: «გთხოვთ, დამეხმარეთ მიზნის მიღწევაში». 

ბავშვის ფოტო არ არის თურქეთისა და სირიის მიწისძვრებიდან. სურათის საპირისპირო საძიებო სისტემამ (reverse image search) აღმოაჩინა, რომ იგივე სურათი 2018 წელს Twitter-ზე გამოქვეყნდა წარწერით: «შეაჩერე ეფრინის გენოციდი» და მიუთითებდა ქალაქზე ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, სადაც თურქულმა ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა ქურთული მილიცია განდევნეს.

TikTok-ის სპიკერმა BBC-ს განუცხადა:

«ჩვენ ღრმად ვწუხვართ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების გამო და ხელს ვუწყობთ მიწისძვრისგან დაზარალებულთა დახმარებას. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანების თაღლითობის და დახმარების სურვილის მქონე საზოგადოების წევრების შეცდომაში შეყვანის შემთხვევები აღმოვფხვრათ». 

Twitter-ზე ზოგიერთი მომხმარებელი აზიარებს ემოციურ სურათებს კრიპტოვალუტის საფულეების ბმულებთან ერთად და შემოწირულობებს ითხოვს.

ერთმა ანგარიშმა იდენტური მიმართვა 12 საათის განმავლობაში რვაჯერ გამოაქვეყნა. მიმართვას თან ერთოდა მეხანძრის გამოსახულება, რომელსაც დანგრეული შენობების ფონზე ხელში პატარა ბავშვი ეჭირა.

ეს სურათი არ არის რეალური. ბერძნული გაზეთი OEMA წერს, რომ ის ეგეოსის სახანძრო ბრიგადის გენერალ-მაიორმა, პანაიოტის კოტრიდისმა ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, Midjourney-ის საშუალებით შექმნა.

MidJourney - AI ხელოვნება რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
თემის მიხედვით
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა

ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორები ხშირად უშვებენ შეცდომებს. Twitter-ის მომხმარებლებმა სწრაფად შეამჩნიეს, რომ ამ მეხანძრეს მარჯვენა ხელზე ექვსი თითი აქვს.

გარდა ამისა, კრიპტო საფულის ერთ-ერთი მისამართი Twitter-ზე თაღლითობისა და სპამისთვის 2018 წლიდან გამოიყენებოდა. მეორე მისამართი პორნოგრაფიულ შინაარსთან ერთად იყო გამოქვეყნებული რუსულ სოციალურ მედია VK-ზე.

როდესაც BBC დაუკავშირდა პირს, რომელიც აპელაციებს აზიარებდა, მან თაღლითობა უარყო. მათ უპასუხეს BBC-ის შეკითხვებს Twitter-ზე Google Translate-ის გამოყენებით.

«ჩემი მიზანია, თანხის შეგროვების შემთხვევაში, შევძლო მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების დახმარება. ახლა სტიქიის ზონაში ხალხს სცივა და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ საჭმელი. მე შემიძლია ქვითრებით დავადასტურო ეს პროცესი». — ამბობს ის, თუმცა ჯერ კიდევ არ გაუზიარებია მედიისთვის ქვითრები ან ვინაობის დამადასტურებელი საბუთი.

Twitter-ის სხვა წერტილებში, თაღლითები ქმნიან ყალბი სახსრების მოზიდვის ანგარიშებს და აქვეყნებენ PayPal-ის ანგარიშებს.

Sonatype-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, აქს შარმა ამბობს, რომ ანგარიშები აზიარებენ სტატიებს და აკომენტარებენ ცნობილი ადამიანებისა და ბიზნესების ტვიტებზე ხილვადობის მოპოვების მიზნით.

«ისინი ქმნიან ყალბ ანგარიშებს კატასტროფის დროს, რომლებიც რეალური ორგანიზაციების და ახალი ამბების გვერდებზე ჩნდება, მაგრამ შემდეგ თანხებს საკუთარ PayPal ანგარიშებზე რიცხავენ».  — ამბობს შარმა.

ერთ-ერთი მაგალითია @TurkeyRelief, რომელიც Twitter-ს იანვარში შეუერთდა და 31 გამომწერი ჰყავს. ის შემოწირულობების მიღებას PayPal-ის ანგარიშით ცდილობს. ანგარიშზე ამ დროისთვის შემოწირულობების სახით 900 აშშ დოლარია მიღებული. ეს თანხა მოიცავს 500 დოლარს გვერდის შემქმნელისგან. შარმა ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ფონდის შეგროვებისთვის ავთენტური სახის მისაცემად გამოიყენება.

ეს ერთ-ერთია იმ 100-ზე მეტი ფონდიდან, რომელიც PayPal-ზე ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა და რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულებისთვის შემოწირულობებს ითხოვენ.

ექსპერტი ამბობს, რომ დონორები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ იმ ანგარიშების მიმართ, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი თურქეთში არიან, რადგან PayPal თურქეთში 2016 წლიდან არ ფუნქციონირებს.

«თურქეთის ფარგლებს გარეთ არსებობს რეალური საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ PayPal-ს, მაგრამ როდესაც ფონდის შემგროვებლები ამბობენ, რომ ისინი თურქეთში არიან, ეს წითელი ხაზია».  — ამბობს ის.

ასევე, ფხიზელი უნდა ვიყოთ ანონიმური შემოწირულობებისა და მიმართვების მიმართ, რომლებმაც შეაგროვეს მცირე თანხები. უნდა ელოდოთ, რომ რეალურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს «მნიშვნელოვანი სახსრები» უნდა ჰქონდეთ. PayPal-ზე შემგროვებლების დიდი ნაწილის ანგარიშზე 100 ფუნტზე ნაკლებია.

«მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდ უმრავლესობას, რომლებიც PayPal-ს შემოწირულობებისთვის იყენებენ კეთილი ზრახვები ამოძრავებთ, გარდაუვალია ზოგმა ადამიანის მიერ სხვების კეთილშობილი ბუნებით სარგებლობის მცდელობა».  — განუცხადა PayPal-ის სპიკერმა BBC-ის. — «PayPal-ის გუნდი ყოველთვის გულმოდგინედ მუშაობს ანგარიშების შესამოწმებლად, განსაკუთრებით ისეთი მოვლენების ფონზე, როგორიცაა მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში, რათა შემოწირულობები დანიშნულ მიზანთან მივიდეს». 

რა არის როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
თემის მიხედვით
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს


ასევე წაიკითხეთ
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ონლაინ პლატფორმებით $70 მლნ-ის კრიპტო მიითვისა
საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ონლაინ პლატფორმებით $70 მლნ-ის კრიპტო მიითვისა
საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ონლაინ პლატფორმებით $70 მლნ-ის კრიპტო მიითვისა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.