ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თაღლითური კრიპტოვალუტის, OneCoin-ის თანადამფუძნებელს 20 წელი მიუსაჯეს.

კომენტარის დატოვება
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თაღლითური კრიპტოვალუტის, OneCoin-ის თანადამფუძნებელს 20 წელი მიუსაჯეს.

ოფიციალური პირების თქმით, სებასტიან კარლ გრინვუდი კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მათ შორის ე.წ. «Cryptoqueen-თან», რომელიც ახლა FBI-ის ძებნილთა სიაშია.

მათ 4 მილიარდი აშშ დოლარის (3,2 მილიარდი ფუნტი) თაღლითობაში ედებათ ბრალი.

დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მოქალაქე, 46 წლის გრინვუდი, ტაილანდში 2018 წლის ივლისში დააკავეს. დეკემბერში მან თაღლითობისა და ფულის გათეთრების დანაშაული აღიარა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ OneCoin, რომელიც 2014 წელს ბულგარეთში დაარსდა, ფუნქციონირებდა როგორც გლობალური პირამიდული სქემა.

გრინვუდი კომპანიას რუჯა იგნატოვასთან ერთად მართავდა — ე.წ. Cryptoqueen-თან, რომელიც 2017 წელს საბერძნეთში გაუჩინარების შემდეგ არ უნახავთ.

ოფიციალური პირების თქმით, OneCoin ცდილობდა სარგებელი ბიტკოინის წარმატებებით მიეღო. «OneCoin-მა ბიტკოინის ცნობადობა გამოიყენა, რათა ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ ეს კრიპტოვალუტა იყო შემდეგი, რომელში ინვესტიცირების შესაძლებლობაც არ უნდა გამოეტოვებინათ.

«სინამდვილეში, ლეგიტიმური კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, OneCoin-ს რეალური ღირებულება არ გააჩნდა. კრიპტოვალუტა გრინვუდისა და იგნატოვას მიერ პირველივე დღიდან თაღლითობად იქნა აღქმული». — განაცხადეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის აშშ-ის პროკურატურის პროკურორებმა გავრცელებულ პრესრელიზში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი «თაღლითობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სქემას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა ერთად მართვადნენ».

«ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სასჯელი ფინანსურ სექტორში რეზონანსს მიიღებს და ხელს შეუშლის ყველას, ვინც თაღლითობას დააპირებს». — თქვა ადვოკატმა, დემიან უილიამსმა.

განაჩენი მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ გამოიტანა. პროკურორები ამბობენ, რომ OneCoin-ის ბევრი მსხვერპლი ნიუ-იორკის რეგიონიდან იყო.

FBI-ის Most Wanted ვებსაიტზე ნათქვამია, რომ იგნატოვას დაპატიმრების შემთხვევაში ინფორმატორს $250,000-ს გადაუხდის.

FBI-ის პროფილში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ შეიარაღებულ მცველებთან ერთად მოგზაურობს და შესაძლოა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ან გარეგნობა სხვა გზით შეიცვალა.

Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა
Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა
თემის მიხედვით
Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა
CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი
CryptoZoo — იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი
თემის მიხედვით
CryptoZoo — იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი


ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.