ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ონლაინ პლატფორმებით $70 მლნ-ის კრიპტო მიითვისა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოში იყო პირი, ვინც 6 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან, თაღლითური სქემის გამოყენებით, $70 მილიონი მიითვისა. ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. საქართველომ მისი აშშ-ში ექსტრადაცია მოახდინა. 

კომენტარის დატოვება

პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

ბრალდებული მის მიერვე შექმნილი მასშტაბურ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფმა, სულ მცირე, 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა, მათი გამოყენებით კი, 6 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი ბათუმში დააკავეს. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მისი აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ბრალდებულების ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს — ისინი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.  

ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა.

თბილისში კრიპტოს გადამცვლელი ოფისი გაძარცვეს წაიღეს $810 000 110 ევრო 6500 ლარი
თბილისში კრიპტოს გადამცვლელი ოფისი გაძარცვეს, წაიღეს $810 000, 110 ევრო, 6500 ლარი
თემის მიხედვით
თბილისში კრიპტოს გადამცვლელი ოფისი გაძარცვეს, წაიღეს $810 000, 110 ევრო, 6500 ლარი

ასევე წაიკითხეთ
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება

რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?

კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება

სემ ბანკმან-ფრიდი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.