ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა

Surge Summit-ის Pitch კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი Wempler გახდა. მას $20 000 გადაეცა. 

კომენტარის დატოვება
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა

Surge Summit-ის Pitch კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი Wempler გახდა. მას $20 000 გადაეცა. 

Wempler აპლიკაციაა, რომელიც ადამიანს ინდივიდუალურ ექსპერტებთან და სპეციალიზებულ კომპანიებთან აკავშირებს, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი სახის ამოცანისა თუ დავალების შესრულებაში. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, მათთვის ამ კონკურსში გამარჯვება კიდევ უფრო განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე გასვლის შანსია. 

Wempler — პლატფორმა რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
თემის მიხედვით
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება

Pitch კონკურსი Surge Summit-ის მესამე, დასკვნით დღეს ჩატარდა. გამარჯვებისთვის 16 სტარტაპი იბრძოდა, თუმცა, გამარჯვებული მხოლოდ 1 გახდა. 

კონკურსში მონაწილეობდნენ სტარტაპები: 

  • Datamind: brainpower for banking
  • Health and wellbeing Biterium AI
  • Virtual story: digital interactive books
  • Consultacia: AI in medicine
  • Propertify: invest less get more
  • Pepup: from hesitant to enthusiast
  • Oh My Sint: realistic content AI generator
  • Agroficent
  • Stori AI: create on brand content with AI
  • Quickshipper: powering your order fulfillment
  • Aspis
  • Hozon
  • Bliink AI
  • Flexup
  • Agronnect: telemedicine for agriculture
  • Wempler: your personal assistant

სწორედ Pitch კონკურსით დაიხურა Surge Summit — 3-დღიანი კონფერენცია, რომელმაც 5-7 სექტემბერს თბილისში ტექნოლოგიური სექტორის 2000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი, მათ შორის ინვესტორები და ვენჩორული ფონდები შეკრიბა.

Surge Summit-ზე, რომელიც 3 დღე გრძელდებოდა, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სპიკერები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

საქართველოდან შეკრებილებს მიმართეს: 

  • ანა რობაქიძე — Theneo;
  • გეგა წურწუმია — payze; 
  • ბესიკ პაპიაშვილი — Bolt Georgia; 
  • დავით კიკვაძე — საქართველოს ფინტექ ასოციაცია; 
  • ნინო ლორთქიფანიძე — The Crossroads; 
  • დავით ჩეჩელააშვილი — Isari Ventures;
  • ბექა დალაქიშვილი — Kernel;
  • ლაშა ანთაძე — Rarify Labs; 
  • ავლე მგელაძე — re:invent;
  • ლუკა კავთელიშვილი — SEU; 
  • გიორგი გვაზავა — საქართველოს ბანკი;
  • მიხეილ დიდებულიძე — Arena Games;
  • მახო კიტუაშვილი — OMOFOX;

გაიმართა პანელური დისკუსიები და ვორქშოფები. 

კონფერენციის ჩატარება Surge Summit ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ჩეხეთის საინვესტიციო ფონდიმა — Presto Ventures-მა უზრუნველყო. 

Presto Ventures-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს სამიტი უამრავი დამწყები კომპანიისთვის ინვესტორებთან შეხვედრის, მათთვის იდეების გაცნობისა და დაფინანსების მოპოვების შანსი იყო. 

Touch-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Calen AI გახდა
Touch-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Calen AI გახდა
თემის მიხედვით
Touch-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Calen AI გახდა


ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
Surge Summit — Startup Georgia 5-7 სექტემბერს მასშტაბურ ტექ კონფერენციას გამართავს
5-7 სექტემბერს, თბილისში ტექნოლოგიური სექტორის 2000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი, მათ შორის ინვესტორები და ვენჩორული ფონდები  შეიკრიბებიან. კონფერენციას Surge Summit ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარმოგიდგენთ ჩეხეთის საინვესტიციო ფონდი — Presto Ventures.
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.