ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
20 მარტი 2023, 14:04
2023-03-20
Super App TNET-სგან — მრავალი საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
TNET თიბისი ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სრულყოფილ პროდუქტებსა და მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს. კერძოდ, ელექტრონული კომერცია, Lifestyle, ავტო და უძრავი ქონება.
კომპანია საქართველოში ყველაზე პოპულარულ და მნიშვნელოვან პლატფორმებს აერთიანებს: Myauto.ge, Vedoo.ge, Tkt.ge, Livo.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge, Myshop.ge და Saba.
ყველა ეს სერვისი TNET-ის გუნდმა მობილურ აპლიკაციაში Super App გააერთიანა. აპლიკაციის პრეზენტაცია პარასკევს, 17 მარტს გაიმართა.
Super App-ის იდეა და მიზანი მარტივია, თუმცა მისი პრაქტიკაში განხორციელება რთული. TNET-ის გენერალური დირექტორმა, გიორგი ჩუმაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ წლებია საჭირო, რათა Super App-მა ქართველი მომხმარებლების ონლაინ ცხოვრებაში მაღალი საფეხური დაიკავოს.
გიორგი ჩუმაშვილი
«ეს მარტივი პროცესი არ არის. რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ Super App ტოპ აპლიკაციებს შორის მოვახვედროთ. დრო დასჭირდება იმას, რომ ქართველმა მომხმარებლებმა აპლიკაცია ყოველდღიურ რუტინაში ჩასვან და მის გარეშე ცხოვრება გაუჭირდეთ. დასაწყისი პოზიტიურია».
გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, Super App-ს უამრავი სერვისი დაემატება, რამაც შესაძლოა ის საქართველოში ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან აპლიკაციად აქციოს.
«ვფიქრობთ, რომ მომდევნო 2 წელი ძალიან კრიტიკული იქნება, რადგან უამრავი სერვისი უნდა დავამატოთ იმისთვის, რომ მომხმარებელმა აპლიკაციის პრეზენტაციაზე წარდგენილი პროდუქტების 90% წარმატებით გამოიყენოს» — ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.
საინტერესოა, კონკრეტულად რა სერვისებს აერთიანებს Super App? — მისი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია, რომ ერთ აპლიკაციაში ყველა ის საჭიროება მართოს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოიქმნება. Super App ერთიანებს: სოციალურ ქსელებს, შოპინგს, საბანკო სერვისებსა და სხვა.
გიორგი ჩუმაშვილი
«საინტერესო პროდუქტები გვაქვს. ბილეთების ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქართულ ღონისძიებებთან ერთად, მომხმარებელს უცხოურსაც ვთავაზობთ, როგორიცაა Formula 1 ან Roland Garros-ის ფინალი. შეგიძლიათ მადონას კონცერტზეც წახვიდეთ… Super App-ის დახმარებით ონლაინ შოპინგი და დასვენებაც შესაძლებელია. ეტაპობრივად გადახდების სისტემასაც ვამატებთ».
Super App-ის განვითარებასა და სრულყოფაზე 30 ადამიანი მუშაობს. დაახლოებით 2 თვეში კი მათი რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.
«საოცარი გუნდი გვყავს, რომელიც აპლიკაციის განვითარებაზე დაუზარლად მუშაობს. იმ აურაცხელი სერვისების დამატებას, რომელიც გვსურს, დიდი შრომა და ენერგია სჭირდება». — ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.
როდესაც თანამედროვე გაჯეტებმა ჩვენს ცხოვრებაში პირველად შემოაბიჯა, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო, რაც შეგვიძლია, ბაზრის სიმცირით ავხსნათ. დღეს, ბაზარი გაცილებით მასშტაბურია. ბრენდები მუდმივად იბრძვიან, რომ მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში აპლიკაციის მეშვეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ. ამიტომ, TNET-ის ნაბიჯი მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.