ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ

«არსებობს გავრცელებული მოსაზრება — 80//20-ზე, რაც გულისხმობს, რომ ინვესტიციების მხოლოდ 20% იქნება წარმატებული. მე ამას არ ვეთანხმები». —  განაცხადა ინვესტორმა ლევან შალამბერიძემ Startap Grid თბილისზე, სადაც 6 აპრილს შეკრებილ საზოგადოებას გლობალური ინვესტიციების შესახებ ესაუბრა. 

კომენტარის დატოვება

მისი თქმით, იმ ფინტექ სტარტაპების და კომპანიების უმეტესობა, რომელშიც IFC — საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია ინვესტიციებს ახორციელებს, წარმატებულია.  

«pre seed ინვესტორები ოპტიმისტები უნდა იყვნენ». — ამბობს ის. 

ლევან შალამბერიძე ფინანსური ინვესტორია. ის ამ სფეროში 20 წელზე მეტია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ამჟამად ის IFC-ის წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წევრია. IFC უმსხვილესი საინვესტიციო ბანკია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. 

Startup Grid-ზე მან თავისი პირადი ამბავი მოჰყვა — თქვა, რომ საქართველოში ფიზიკის ფაკულტეტი დაასრულა, თუმცა, ვინაიდან 90-იან წლებში ფიზიკის კვლევების კუთხით დაფინანსება არ არსებობდა, მიმართულება შეიცვალა და ფინანსების შესასწავლად ლონდონში წავიდა. 

ინვესტიციების კუთხით მუშაობა კი თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყო. 

მისივე თქმით, მაშინ, როცა საქმე ფასიან ქაღალდებზე მიდგა, უფრო დიდ ბაზრებზე გასვლა გადაწყვიტა — ინდოეთის, ინდონეზიის, ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკის. 

ლევან შალამბერიძე
«როცა ამ ინდუსტრიაში ინვესტირებას იწყებ, გჭირდება ზრდის პოტენციალი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ინვესტიციას დიდ ბაზრებზე ვახორციელებთ თუ პატარა ბაზრებზე, მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის — ქვეყნის გარეთ, რეგიონალურად გაზრდის პერსპექტივა». 

ლევან შალამბერიძის აზრით, იგივე მიდგომა ვრცელდება ფინანსურ ტექნოლოგიებზე. 

ლევან შალამბერიძე

«როცა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას იწყებ, ზრდის პოტენციალი გჭირდება, მიუხედავად იმისა, დიდ ბაზარზე გადიხარ თუ პატარაზე.

რაც შეეხება საქართველოს — აქ ბაზარი პატარაა, თუმცა, არსებობს ექსპერიმენტების ჩატარების, პოლიტორების შესაძლებლობა. აქ ადვილია ბიზნესის დაწყება.

სტარტაპერებისთვის ჩემი რჩევა იქნება, «გარეთ გაიხედონ» და იცოდნენ, სად შეუძლიათ გასვლა და გაფართოება საქართველოს ბაზრის შემდეგ. შეიმუშაონ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ქვეყნის გარეთ გაიტანენ. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა».

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ყველა ქვეყნის კანონმდებლობა და რეგულაციები, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში მიდგომები განსხვავებულია, ფინანსური სექტორი კი — ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული სფერო. 

ლევან შალამბერიძე
«ზოგიერთი პროდუქტის გაფართოება ძალიან რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფინანსური ტექნოლოგიები ის სექტორია, რომლის გლობალულრად გატანაც შესაძლებელია, ვინაიდან დიჯიტალიზაციის და გლობალიზაციის გამო უფრო და უფრო მეტი ვირტუალური პროდუქტი ხდება საჭირო. არ ვსაუბრობ ფეხსაცმლის ონლაინ შეძენაზე — ონლაინ სესხი ან სადაზღვევო პაკეტი ვირტუალური პროდუქტებია. ფინანსური სერვისები ვირტუალური პროდუქტებია». 

რაც შეეხება კითხვას, რატომ უნდა დაინტერესდნენ სტარტაპერები ფინანსური ტექნოლოგიებით, ფინანსური მოგების გარდა, ლევან შალამბერიძე პასუხობს, რომ მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა ფინანსურ სერვისებზე, ვინაიდან ბანკები ყველა შემთხვევაში მოქნილი არ არის. ფინანსური ტექნოლგოები ამ პრობლემას აგვარებს. 

ლევან შალამბერიძე
«ბანკები კონცენტრირდებიან საშუალო და მაღალი შემოსავლის ადამიანებზე, კორპორაციებზე. ისინი არ მუშაობენ ადამიანებთან, რომლებსაც დაბალ შემოსავლები აქვთ. თუმცა, ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ხარჯების შემცირება და ამ ადამიანებამდე მისვლა. ამიტომ, ფინანსური ტექნოლოგიები ამ პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია». 

Startup Grind გლობალური სტარტაპ საზოგადოებაა, რომელიც შექმნილია განათლების, შთაგონებისა და ნეთვორქინგისთვის.  ღონისძიებები მთელ მსოფლიოში ტარდება, იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც სტარტაპებს დიდი პოტენციალი აქვთ. 

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
თემის მიხედვით
500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

ასევე წაიკითხეთ
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
ბათუმში  Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. მომდევნო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართება. მოწვეული სპიკერი შოლა აბიდოიე საერთაშორისო კონსულტანტი და მეწარმეა, რომელიც რამდენიმე კვირით სტუმრობს ბათუმს. თუმცა, აქ დასახლებასაც განიხილავს. 
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგი ღონისძიებით ბრუნდება  მათთვის, ვისაც სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოსა და მამაკაცების მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქალი დამფუძნებლის მოღვაწეობის თავისებურებებზე მეტის გაგება სურს.
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
ტოპ 10 კომპანია უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.