ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ფარეხები - როგორ იწყებოდა სტარტაპ კულტურის ჩამოყალიბება

სტარტაპის კულტურა დღეს ტექნოლოგიური სფეროსთვის კარგად ნაცნობია. ინოვაციური იდეების რეალობად ქცევა და შემდეგ წარმატების მიღწევა — სტარტაპერების მთავარი მიზანს ძირითადად სწორედ ესაა. ისტორია ყველაფერს აქვს, მათ შორის, სტარტაპის კულტურასაც. ვინ იყვნენ პირველი სტარტაპერები? რა იყო პირველი იდეა? საიდან გაჩნდა სილიკონ ველი და თავად სტარტაპები?

კომენტარის დატოვება
ფარეხები - როგორ იწყებოდა სტარტაპ კულტურის ჩამოყალიბება

სტარტაპის კულტურა დღეს ტექნოლოგიური სფეროსთვის კარგად ნაცნობია. ინოვაციური იდეების რეალობად ქცევა და შემდეგ წარმატების მიღწევა — სტარტაპერების მთავარი მიზანს ძირითადად სწორედ ესაა. ისტორია ყველაფერს აქვს, მათ შორის, სტარტაპის კულტურასაც. ვინ იყვნენ პირველი სტარტაპერები? რა იყო პირველი იდეა? საიდან გაჩნდა სილიკონ ველი და თავად სტარტაპები?

ყველაფერი გვიანი 1930-იანი წლებიდან იწყება. სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვილიამ ჰელვეტი და დევიდ პაკარდი შთააგონა თავიანთი პროფესორის თხოვნამ, მივიწყებული ადგილი ტექნოლოგიური განვითარების ცენტრად ექციათ. თავიანთ პროექტზე მუშაობა ვილიამმა და დევიდმა იმ სივრციდან დაიწყეს, რომლის ქირაობაც ყველაზე ადვილად შეძლეს — ეს იყო გარეუბნის ერთ-ერთი სახლის ფარეხი პალო ალტოში. სწორედ აქ შექმნეს თავიანთი პირველი კომერციული პროდუქტი HP200A ოსცილატორი. ახლა უკვე კერძო მუზეუმად ქცეული კალიფორნიის ისტორიული წერტილი არის მონუმენტი ადგილისა, სადაც დაიბადა სილიკონ ველი და სტარტაპების კულტურა.

ოსცილატორი — არამექანიკური საშუალებებით რხევადი ელექტრული დენების ან ძაბვების წარმომქმნელი მოწყობილობა.

ჰელვეტისა და ჰაკარდის საქმიანობა წინ უძღოდა წარმატების მსგავს ისტორიებს. Microsoft-ის, Apple-ის და მრავალი სხვა გიგანტის ისტორიაც სწორედ სარდაფიდან იწყება.

მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში აშშ-ში უამრავი იმიგრანტი ჩადიოდა. ამის მიზეზი «ამერიკული ოცნების» იდეა იყო. ამერიკა ისახებოდა, როგორც დაუსრულებელი შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც აუცილებლად მიაღწევდი წარმატებას. ქვეყანაში ცხოვრების დონე იზრდებოდა. ასეთმა პირობებმა მისცა ამერიკელებს საშუალო კლასის ნამდვილი სიმბოლო — სახლი გარეუბანში.

1930-იან წლებში არ ვხვდებოდით დიდი კონსტრუქციის პროდუქტებს. მაგრამ იმდროინდელი საშუალო კლასის სურათი ასე იხატებოდა — თუ ბევრს იმუშავებდი, გექნებოდა შენი სახლი, ღობე და მანქანა. აქედან გამომდინარე, სახლების გვერდით პატარა ნაგებობები — ფარეხები განთავსდა. და ფარეხი იქცა კიდეც ამერიკული ოცნების სიმბოლოდ. მისი ქონა ნიშნავდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ საკმარისი ფული, რათა ჰქონოდათ მანქანები. ასევე, მიანიშნებდა იმაზე, რომ მათ ჰქონდათ დრო და ფუფუნება, დრო, სამსახურის გარდა, სხვა ინტერესებისთვისაც გამოეყოთ. ფარეხი იქცა ჰობის თავშესაფრად. ადამიანები ხატავდნენ, უკრავდნენ მუსიკას, ქმნიდნენ ხელნაკეთ პროექტებს და იწყებდნენ ბიზნესებს. გასაკვირი არ არის, რომ სტარტაპების კულტურაც ფარეხში დაიბადა.

თანდათან განვითარდა მოგზაურობის საშუალებები, დაიბადა ფოტო და ვიდეო გადაღება, დაიწყო ქალაქების ელექტროენერგიით მომარაგება — ეს ითვლებოდა კაცობრიობის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევებად.

შთაგონების წყაროს გაზრდაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა მედია. რადიოს გამოჩენასთან ერთად ადამიანებმა ისწავლეს მისი სარგებლიანად გამოყენება.  მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული გაზეთებში იბეჭდებოდა DIY ტექნოლოგიური პროექტები. პირველი გაზეთი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ელექტრონულ მოწყობილობებს და რადიოს იყო The Modern Electrics და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ამ გაზეთით დაწყებული ტექნოლოგიური მედიის განვითარებამ მალევე იჩინა თავი.

გაზეთებში ჩნდებოდა სამეცნიერო სტატიები და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამბები.

სტატიები გახდა სამეცნიერო ინფორმაციის წყარო.  სამეცნიერო მასალები ხალხს შთააგონებდა, რომ მათი იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელი იყო. ისინი ეძებდნენ შესაძლებლობებს, კოლაბორაციისა და მონეტიზაციის საშუალებებს.

რეკლამა გაზეთიდან Modern Electrics 

ტექნოლოგიის და ელექტროენერგიის კავშირი ნათლად ჩანს. ადამიანები ცხოვრობდნენ გარემოში, სადაც მცირდებოდა მანძილი და იზრდებოდა შესაძლებლობები. სტარტაპების დაბადების პერიოდში ელექტრონული კომპონენტები გაიაფდა, ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ჩვეულებრივ ადამიანებსაც მიეცათ საშუალება, შეექმნათ ინოვაციური პროდუქცია წინასწარი ინვესტიციების გარეშე. ერთადერთი, რაც წარმატებისთვისაა საჭირო პროტოტიპია.

ფაქტი, რომ ნებისმიერს შეეძლო შეექმნა ინოვაციური ელექტრონული პროდუქტი ფარეხსი დიდი საწარმოო შესაძლებლობების გარეშე, აძლევდა მეწარმეებს გზას თამამი ნაბიჯებისა და დიდი წარმატებისკენ.

მართალია, ახალმა კულტურამ ფესვები გაიდგა, თუმცა, მის სისრულეში მოყვანამდე ჯერ კიდევ დრო რჩებოდა. მშვიდობიანი პერიოდი მცირეხნიანი გამოდგა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ინდუსტრია შეფერხდა.

1948 წელს Bell Telephone Laboratories-ის მიერ შექმნილმა ტრანზისტორმა შეცვალა ტექნოლოგიური სამყარო და გააჩინა ცვლილებები, როგორიც მანამდე ინდუსტრიას არ ენახა. ეს პერიოდი მიჩნეულია ელექტრონული საუკუნის მზის ამოსვლად.

ტრანზისტორი — მინიატიურული ნახევარგამტარი, რომელიც არეგულირებს ან აკონტროლებს დენის ან ძაბვის ნაკადს, გარდა ამისა, აძლიერებს და წარმოქმნის ელექტრულ სიგნალებს და მოქმედებს როგორც გადამრთველი. როგორც წესი, ტრანზისტორები შედგება ნახევარგამტარული მასალის სამი ფენისგან ან ტერმინალისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია დენის გადატანა.

სტარტაპ კულტურის განვითარების პერიოდი, შეიძლება,  სამ ეტაპად დაიყოს:

  • IT აფეთქება
  • მომხმარებლობა
  • ინოვაცია

სტარტაპების პოპულარიზაცია IT აფეთქებასა და ამერიკაში სილიკონ ველის უკავშირდება. ტერმინი სილიკონ ველი პირველად 1971 წელს გაზეთ Electronic News -ში გამოჩნდა და ეხებოდა ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც ნახევარგამტარებს ამზადებდნენ. დღევანდელი ელექტრონული კომერციის გიგანტები, როგორებიც არიან Facebook, Amazon, ბაზარზე IT აფეთქებასთან ერთად გამოჩნდნენ. ინტერნეტთან ერთად გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ჰქონდა ფანტაზიის დიდი უნარი, არ იზღუდებოდა ჩარჩოებით, შეეძლო ბაზრის მოთხოვნების აღმოჩენა და ამ უნარების ქმედებაში გაერთიანება, რითაც მომხმარებელს სთავაზობდა პროდუქტს, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

მომხმარებლობა გახდა სტარტაპების პოპულარიზაციის მეორე ტალღა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა და გლობალური მარკეტი ხელმისაწვდომი გახდა. ინტერნეტმა მოშალა საზღვრები და ბიზნესის წარმოება ვირტუალურ სივრცეში გახადა შესაძლებელი. სწორედ ამან გამოიწვია სტარტაპ სექტორის მასშტაბების ზრდა.

ინოვაციის ელემენტი გამოიხატა B2B (ბიზნესი ბიზნესთან) მოდელის გამოჩენაში და გლობალური მწარმოებლურობის ცენტრებში (GCC). კვლევა და განვითარება გახდა კომპანიების განუყოფელი ნაწილი, რადგან ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა საშუალებას აძლევდათ მათ საკუთარი თავისგან ძლიერი მოთამაშე შეექმნათ ბაზრისთვის.

სტარტაპების ნამდვილი წარმატების პერიოდი 1990-იანი წლებიდან დაიწყო. 

1995 წლიდან ბაზარზე dot-com bubble დაიწყო — ასე უწოდებენ პერიოდს, როცა ინვესტორებმა დაიწყეს ინტერნეტზე დაფუძნებული სტარტაპების დაფინანსება იმის იმედით, რომ მალე დიდ შემოსავალს მიიღებდნენ.

რწმენა ტექნოლოგიებში და აზრი, რომ ინტერნეტს შეეძლო შეეცვალა მსოფლიო, ადამიანებს აძლევდა შთაგონებას მწვერვალების დასაპყრობად. კომპანიები, როგორებიცაა Amazon და Netscape კვალავდნენ გზას მომავალი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის და ადამიანებს იმედს უნერგავდნენ, რომ წარმატების მიღწევა შეეძლო ყველას, ვინც დომენის შექმნა იცოდა.

მიუხედავად ამისა, dot-com უკონტროლო გახდა, რამაც გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. 1999 წლიდან 2002 წლამდე ბევრი ინტერნეტზე დაფუძნებული კომპანია გაკოტრდა. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის Amazon, Ebay და Priceline.  

მართალია, dot-com-მა აჩვენა, რომ ყველა იდეა ღირებული ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნახვა ინტერნეტშია შესაძლებელი, მაგრამ ტექნოლოგიებისა და ინტერნეტისადმი რწმენა ადამიანებში ისევ მყარი რჩებოდა. 

2000-იანი წლების დასაწყისი გახდა ახალი, უფრო სწრაფი საწყისი წერტილი სტარტაპ კულტურისთვის. ამ დროს იქმნებოდა ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიც არიან Facebook, Uber, Airbnb, Twitter, LinkedIn, Tesla, Dropbox და სხვა. მათ რიცხვში შეგვიძლია შევიყვანოთ Google, რომელიც 1998 წელს შეიქმნა.

ამ კომპანიებს უდიდესი გავლენა აქვთ თანამედროვე მსოფლიოზე და მათი წარმატება იდეის ინოვაციურობაში მდგომარეობს.

სტარტაპ კულტურის საზღვრები დიდი ხანია გასცდა აშშ-სა და სილიკონ ველის. ახლა ის არის გლობალური ფენომენი, რომელსაც მსოფლიოს უამრავ წერტილში შეხვდებით. თანამედროვე მსოფლიო სტარტაპერებს სთავაზობს აქსელერაციის პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ თავიანთი იდეის ნამდვილ  ბიზნესად ქცევას.

შესაძლოა არ არსებობდეს სტარტაპების ზუსტი განმარტება, გამომდინარე მათი ხასიათის ხშირი ცვლილებისგან, თუმცა ფუნდამენტი ერთია — შექმენი ინოვაციური იდეა, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს თავისი ყოველდღიურობა უკეთესი გახადოს.

Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
თემის მიხედვით
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
რა არის სტარტაპ აქსელერატორი და რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში
რა არის სტარტაპ აქსელერატორი და რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში
თემის მიხედვით
რა არის სტარტაპ აქსელერატორი და რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში


ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.