სპარტაკ გაჩეჩილაძის ქართული SEO ექსპერიმენტი
სპარტაკ გაჩეჩილაძე ქართული SEO სააგენტოს, Alpaca-ს გუნდის წევრია, რომელიც მომხმარებლებს ვებგვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის გზით გაყიდვების გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
სპარტაკ გაჩეჩილაძე ქართული SEO სააგენტოს, Alpaca-ს გუნდის წევრია, რომელიც მომხმარებლებს ვებგვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის გზით გაყიდვების გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
სპარტაკ გაჩეჩილაძე ქართული SEO სააგენტოს, Alpaca-ს გუნდის წევრია, რომელიც მომხმარებლებს ვებგვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის გზით გაყიდვების გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
სპარტაკი ეტაპობრივად SEO ექსპერიმენტებს ატარებს. ამჯერად მან LinkedIn-ზე ახალი ექსპერიმენტის შედეგები გაავრცელა, რომლის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბექლინკებს და რეკლამებს SEO შედეგებზე.
«ამ ქეისით არა მხოლოდ ბექლინკის გავლენას დავაკვირდით, არამედ სხვადასხვა SEO ცვლადებსაც მივადევნე თვალი». — წერს სპარტაკ გაჩეჩილაძე.
სპარტაკმა დასაწყისისთვის სატესტოდ ნიშა აიღო, რომელშიც მეტ-ნაკლებად კონკურენტული ვებსაიტებია წარმოდგენილი.
რატომ ეს ნიშა? — როგორც თავად ამბობს, როდესაც ვებ დეველოპერული სააგენტოები ვებსაიტებს ამზადებენ, დამკვეთის Footer-ში ლინკებს ათავსებენ. შედეგად იღებენ უამრავ ბექლინკს სხვადასხვა ვებსაიტებისგან და იზრდება მათი დომენის ავტორიტეტი.
«მათთან ჭიდილით კი მსურდა მეჩვენებინა, რომ წინასწარ სწორად დაგეგმილი და ფოკუსირებული კონტენტით შესაძლებელია შედარებით გამოცდილ კომპანიებსაც გადაუსწრო. სამიზნე საძიებო სიტყვა — „საიტის დამზადება“, ხოლო მიზანი ტოპ 5-ში გამოჩენა იყო». — ამბობს სპარტაკი.
როგორ დაიწყო ყველაფერი? თავდაპირველად, როდესაც polux.ge-ზე ახალი გვერდი «საიტის დამზადება» შექმნა, ძალიან მცირე ტექსტი განათავსა და დააკვირდა, რა მოხდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ დომენს საერთოდ არ ჰქონდა არც ბექლინკი და ამ გვერდისთვის რეკლამებსაც არ აკეთებდა.
სპარტაკმა შედეგი მალევე მიიღო, თუმცა მიღწეულ პოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩა.
«სიმართლე, რომ ვთქვა იმაზე ადრე დაინდექსდა (გუგლის ბაზაში გამოჩნდა), ვიდრე ველოდი. თუმცა შემდეგ ერთ პოზიციაზე „გაიყინა“ — კონკრეტულად კი მე-5 გვერდზე. 2-3 თვე ამ გვერდს არ ვეხებოდი და არც შიდა ლინკებით ვაძლიერებდი. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ობლად დარჩენილი Google-ის მე-5 გვერდიდან იცქირებოდა».
როდესაც მიხვდა, რომ ეს გვერდი დამატებითი ძალისხმევის გარეშე Google-ის ჯურღმულიდან თავს ვერ დაიხსნიდა, გადაწყვიტა, ტექსტი გაეზარდა. ახალ ქვესათაურებსა და აბზაცებში საძიებო სიტყვები დაამატა: «საიტების დამზადება», «საიტის დამზადება», «საიტის დამზადება WordPress-ზე», «რა ღირს საიტის დამზადება» და ა.შ.
«ამ ნაბიჯმა გვერდს ახალი სუნთქვა შთაბერა. 1 თვის განმავლობაში მე-3 და მე-4 გვერდებზე ჩნდებოდა ხოლმე (ყურადღება: მე-3 გვერდზე და არა პოზიციაზე)».
ვებგვერდი ამჯერად მე-3 გვერდზე გაიყინა. როგორც სპარტაკი ამბობს, ვებგვერდზე საკმაოდ მოცულობითი ტექსტი იყო განთავსებული და შიდა ლინკებითაც გაძლიერებული გახდლათ, თუმცა მაინც მე-3 გვერდზე ჩანდა. რატომ? — დომენის დაბალი ავტორიტეტის გამო ვებსაიტი გუგლში კიდევ უფრო მეტად ვერ დაწინაურდა.
«ახლა კი მძიმე არტილერიის ჯერი დადგა. მიზანი ისევ ტოპ 5-ში გამოჩენა გახლდათ, მაგრამ ექსპერიმენტის გამო მეთოდი ცოტათი შევცვალე. თუ ადრე დიდხანს ველოდი შედეგს, ახლა მსურდა ცოტათი გამერისკა და „SEO ბლიცკრიგით“ მომეპოვებინა პოზიციები».
ვინაიდან SEO ოპტიმიზაციის ყოველ ახალ ფაზაში ერთ ცვლადს ამატებდა, ამჯერად ბექლინკები ამოირჩია. შედარებით მაღალი ავტორიტეტის მქონე (Domain Authority) ახალი ამბების ქართული ვებსაიტები (3 ბექლინკი) შეარჩია და შედეგებს დაელოდა.
«პირველი ბექლინკის მოპოვების შემდეგ 3-4 დღეში „საიტების დამზადებამ“ მე-2 გვერდზე გადაინაცვლა, დაახლოებით 11-13 პოზიციებზე. როდესაც გუგლის ბოტმა დაინახა, რომ გვერდს მეტი აქტივობა არ ჰქონდა ცოტათი გაუწყრა და მე-15 პოზიციაზე გადაისროლა». — განაცხადა სპარტაკ გაჩეჩილაძემ. «ახლა მეორე და მესამე მსხვილი ბექლინკების ჯერი დადგა, რამაც კიდევ უფრო მეტად მიაქცევინა ბოტს ყურადღება. შედეგმაც არ დააყოვნა და 1 კვირის შემდეგ მე-15 პოზიციიდან მე-8 პოზიციაზე გადავიდა».
აშკარაა, რომ ბექლინკების გავლენა SEO პროცესზე დიდია, მათ შორის ქართულ საძიებო ბაზარზე. თუმცა «ბლიცკრიგი» ამით არ დასრულებულა.
სპარტაკს ამჯერად სურდა, დაედგინა მოკლე დროში რა გავლენა ექნებოდა Facebook რეკლამებს გვერდის პოზიციებზე. ამიტომ სასწრაფოდ გაუშვა რეკლამა, შედარებით ფართო აუდიტორიაზე. ვიზიტორები საშუალოდ 40 წამის განმავლობაში ჩერდებოდნენ გვერდზე და დიდ დროს პაკეტების შერჩევაში ხარჯავდნენ. როგორც თავად გვიხსნის, ამას Microsoft Clarity-ს დახმარებით აკვირდებოდა.
«ბუნებრივია Google-ის ბოტს ეს არ გამოჰპარვია და Polux-ის გვერდი დააჯილდოვა. ამჯერად მე-4 პოზიციაზე იმყოფება ქივორდზე „საიტის დამზადება“. მიზანი შესრულდა, გვერდი ტოპ-5 ვებსაიტს შორის მოხვდა».
დასკვნები: