SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა საკვანძო სიტყვების კვლევაა, რაც კონტენტის შექმნას ამარტივებს.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა საკვანძო სიტყვების კვლევაა, რაც კონტენტის შექმნას ამარტივებს.
საკვანძო სიტყვების კვლევა დაგეხმარებათ:
ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენ მიერ შექმნილი კონტენტის ხარისხზე.
საკვანძო სიტყვების კვლევა თქვენი სტატიის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვისა და ისეთი რამის შექმისთვის, რომელიც თქვენი მომხმარებლების საჭიროებებს აკმაყოფილებს, გადამწყვეტია.
თუმცა ამას ყველა არ აკეთებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს საკვანძო სიტყვების კვლევის რთულ ან ფასიან ინსტრუმენტებს მოითხოვს, რაც სიმართლე არ არის.
გთავაზობთ საკვანძო სიტყვების კვლევის ათ საუკეთესო უფასო ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს საქმიანობას გაამარტივებს.
GetKeywords SEO-ებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო უფასო საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტია.
იგი მხარს უჭერს საკვანძო სიტყვების მეტრიკას 100 000-ზე მეტ ადგილას ფილტრებით, რომლებიც ძიების შედეგებს ქვეყნებში, პროვინციებსა და ქალაქებში ავიწროვებს.
მას ასევე აქვს მეტრიკა, რომელსაც საკვანძო სიტყვების უფასო ინსტრუმენტებში იშვიათად შეხვდებით და მხარს უჭერს 45-მდე ენას.
გარდა ამისა, GetKeywords მონაცემებს რეალურ დროში აზიარებს, განსხვავებით სხვა საკვანძო ინსტრუმენტებისგან, რომლებიც შენახულ მონაცემებს იყენებენ.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო გეგმა შეუზღუდავი ძიებით. პრემიუმ გეგმები თვეში 24 აშშ დოლარიდან იწყება.
თუ Amazon-ის საკვანძო სიტყვების კვლევისთვის ინსტრუმენტი გჭირდებათ, მაშინ Sonar თქვენთვის იდეალურია.
Sonar-ს 180 მილიონზე მეტი საკვანძო სიტყვის მონაცემთა ბაზა აქვს, თანაც მრავალ ენაზე. GetKeywords-ის მსგავსად, Sonar-იც რეალურ დროში ნახლდება.
შეიყვანეთ კონკურენტის ASIN (Amazon Standard Identification Number) და Sonar საკვანძო სიტყვების ჩამონათვალს მოგცემთ, რომლებისთვისაც პროდუქტი რეიტინგულია.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო.
გჭირდებათ ახალი თემის იდეები ბლოგისთვის? ამ საქმისთვის QuestionDB საკვანძო სიტყვების კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო უფასო ინსტრუმენტია.
როდესაც seed საკვანძო სიტყვას შეიყვანთ, QuestionDB გავრცელებულ კითხვებს შემოგთავაზებთ, რომლებსაც ადამიანები პოპულარულ პლატფორმებზე სვამენ, როგორიცაა Reddit, Stack Exchange და Quora.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო შეზღუდული ფუნქციებით. პრემიუმ გეგმები თვეში 12,50 აშშ დოლარიდან იწყება.
ახალი ან პატარა ვებსაიტები მიზნობრივი საკვარნძო სიტყვებითა და მათი დაბალი სირთულით უნდა გამოირჩეოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო სიტყვების კვლევის მრავალი უფასო ინსტრუმენტი ამ მონაცემებს არ გვთავაზობს, Ryan Robinson’s Keyword Tool, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის მხარდაჭერილი, ამას აკეთებს.
რაიან რობინსონი პროფესიონალი ბლოგერია და კონტენტ მარკეტინგის სუსტ წერტილებს კარგად იცნობს.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო.
თუ თქვენ მრავალარხიანი მარკეტერი ხართ ან ელექტრონული კომერციის სივრცეში მუშაობთ, Keyword Tool Dominator თქვენთვის შექმნილი ინსტრუმენტია.
ის საკვანძო სიტყვებს ცხრა ძირითადი საცალო მონაცემთა ბაზიდან (Amazon, Bing, eBay, Etsy, Google, Google Shopping, Home Depot, Walmart და YouTube) იღებს.
თუმცა, უფასო გეგმა საკვანძო სიტყვების ძებნის ყოველდღიურ ლიმიტს ზღუდავს და საკვანძო სიტყვების ანალიზსაც არ გთავაზობთ.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო შეზღუდული ფუნქციებით. პაკეტი, რომელიც 6 საკვანძო სიტყვის ინსტრუმენტს მოიცავს, 99 აშშ დოლარიდან იწყება.
Google Search-ის მონაცემები შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ ის უამრავ ინფორმაციას გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ საკვანძო სიტყვების კვლევისთვის, განზრახვის შესასწავლად და კონტენტის შესაქმნელად გამოიყენოთ.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო.
Google Trends-ს ახალი საკვანძო სიტყვების მოსაძებნად ბევრი SEO იყენებს.
თუმცა, ეს კარგია მხოლოდ იმ ტენდენციების მოსაძებნად, რომლებიც უკვე იცით — სამომავლო ტენდენციების პროგნოზირება არ ევალება.
Glimpse ამ ხარვეზს მომავალი ტენდენციების იდენტიფიცირებით, რომლებიც სასარგებლოა ციფრული პიარ ან ელექტრონული კომერციის სივრცეში მყოფი ადამიანებისთვის, აღმოფხვრის.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო.
Keywords Everywhere საკვანძო სიტყვების წინადადებებს 15-ზე მეტი პოპულარული საკვანძო ინსტრუმენტიდან აგროვებს, როგორიცაა AnswerThePublic, Google Search და Ubersuggest.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო შეზღუდული ფუნქციებით. Premium ვერსია თვეში 10 აშშ დოლარიდან.
AlsoAsked საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტია, რომელიც Google-ის «People also Ask» (PAA) მონაცემების გარშემო მოქმედებს.
საწყისი საკვანძო სიტყვის შეყვანისას, AlsoAsked თემებს შორის მსგავსებას გთავაზობთ და მათ განშტოების სქემით ასახავს, რომელიც შეგიძლიათ .CSV ან .PNG ფაილების სახით ჩამოტვირთოთ.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: შეზღუდული უფასო საცდელი ვერსია. ფასიანი გეგმა თვეში 15 აშშ დოლარიდან იწყება.
თუ ციფრული მარკეტერი ხართ, Keyword Surfer ერთ-ერთი საუკეთესო საკვანძო სიტყვის კვლევის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
Surfer საშუალებას გაძლევთ, საკვანძო სიტყვების სხვადასხვა მეტრიკა Google Search-ის გვერდიდან გაუსვლელად ნახოთ.
ძირითადი მახასიათებლები:
ფასი: უფასო.
საერთო ჯამში, ეფექტური SEO სტრატეგია საკვანძო სიტყვების შესწავლით იწყება. შემოთავაზებული უფასო ინსტრუმენტები თქვენს დროს, ენერგიასა და ფულს დაზოგავს.