ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

8 სასარგებლო პროგრამა SEO სპეციალისტებისთვის

ჩვენ შევადგინეთ პროგრამების სია, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გადაჭრათ SEO-განვითარებისა და საიტების ოპტიმიზაციის საკითხები. სერვისები და პლატფორმები შერჩეულია საიტების აუდიტისთვის, მათი განვითარებისთვისა და ტექსტის SEO-ანალიზისთვის. ბევრ მათგანს უფასო საცდელი ვერსია აქვს ან შეზღუდული ფუნქციონალებით უფასო გამოყენების საშუალებას იძლევა. 

კომენტარის დატოვება
8 სასარგებლო პროგრამა SEO სპეციალისტებისთვის

ჩვენ შევადგინეთ პროგრამების სია, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გადაჭრათ SEO-განვითარებისა და საიტების ოპტიმიზაციის საკითხები. სერვისები და პლატფორმები შერჩეულია საიტების აუდიტისთვის, მათი განვითარებისთვისა და ტექსტის SEO-ანალიზისთვის. ბევრ მათგანს უფასო საცდელი ვერსია აქვს ან შეზღუდული ფუნქციონალებით უფასო გამოყენების საშუალებას იძლევა. 

Serpstat 

Serpstat მრავალფუნქციური პლატფორმაა, სადაც დაგხვდებათ:

  • საიტის seo-აუდიტი;
  • საძიებო ანალიტიკა;
  • პოზიციების მონიტორინგი;
  • ბაზრის კვლევა;
  • საკვანძო ფრაზების, ფასიანი გამოშვების, ბმულებისა და კონკურენტების ანალიზები

გეხმარებათ გამოავლინოთ და გამოასწოროთ ისეთი seo-შეცდომები, როგორებიცაა არაკორექტული სათაურები, საიტების არასწორად აწყობილი რუკა, შეცდომები საიტების მისამართებში და ა.შ. აანალიზებს საიტის ბმულის მასას, ადგენს კონკურენტ საიტებს, მათ პოზიციებს საძიებო სისტემაში და ხილვადობას, თვალს ადევნებს სხვადასხვა მონაცემის დინამიკურ ცვლილებებს, მაგალითად, თქვენი საიტისა და კონკურენტების ტრაფიკის მოცულობას. აგროვებს ყველაზე ეფექტურ საკვანძო სიტყვებს (keywords) სხვადასხვა რეგიონული ბაზიდან და საზღვრავს მათ ღირებულებას. აანალიზებს სარეკლამო კამპანიებსა და კონკურენტი საიტების კონტენტს, პოპულარულ მოთხოვნებს ამა თუ იმ ბიზნეს ნიშაში.

თავისებურებები

  • არის გაფართოებები Chrome, Mozilla, Opera ბრაუზერებისთვის
  • აქვს API და თქვენი საიტის ინფორმაციის შეგროვების სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა.
  • შესაძლებელია მომხმარებლების დამატება დამატებითი გადასახადის გარეშე; პროექტთან წვდომის გახსნა ან მონაცემების ნახვის საშუალების მიცემა.
  • მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება Serpstat-ის კონეკტორი და Google Data Studio, მაგრამ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ Serpstat-ის ანგარიშის მფლობელებისთვის და ლიმიტირებულად API-სთვის. 
  • ხანგრძლივი  გამოწერის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება

ფასი: დამოკიდებულია სატარიფი გეგმაზე და თვეში $69-დან $499-მდე მერყეობს. 

Netpeak Software

Netpeak Software მოიცავს სამ ძირითად ინსტრუმენტს seo-ამოცანების გადასაჭრელად: 

  • Netpeak Spider გამოიყენება საიტის აუდიტისთვის
  • Netpeak Checker საიტების ანალიზისა და შედარებისთვის
  • Netpeak Launcher-ის დესკტოპ აპლიკაცია ამ ორ პროგრამასთან ურთიერთობისთვის

Netpeak Spider

Netpeak Spider პროგრამა სწრაფი seo-აუდიტის საშუალებას იძლევა. ეძებს ოპტიმიზაციის ტექნიკურ და შიდა შეცდომებს, გატეხილ ბმულებს, გვერდების დუბლიკატებს, ეწევა საიტების პარსინგს, რამდენიმე ათეული seo-პარამეტრის ანალიზს, ასევე საწყისი კოდისა და HTTP ჰედერების ანალიზს. გეხმარებათ შიდა PageRank-ის გამოთვლაში და მონაცემების უფრო დეტალური ანალიზის გაკეთებაში, მათი სეგმენტაციის წყალობით. ასევე გეხმარებათ ჩაშენებული გენერატორის წყალობით ააწყოთ საიტის რუკა (html, txt, xml ფორმატებში) და შეამოწმოთ, არის თუ არა შეცდომები. 

თავისებურებები

  • ინტეგრაცია Google Analytics, Search Console და იანდექს.მეტრიკასთან
  • საიტების პარსერი ძებნის 4 ტიპის გამოყენების საშუალებას იძლევა
  • აუდიტის შედეგების გენერირება PDF-ში
  • მულტიდომენური სკანირების შესაძლებლობა
  • არსებობს მხარდაჭერის ცენტრი
  • ხელმისაწვდომია 14-დღიანი საცდელი ვერსია
  • არის ფასდაკლებები 5-დან 40%-მდე ხანგრძლივი პერიოდით ლიცენზიის ან რამდენიმე ლიცენზიის ყიდვის შემთხვევაში
  • არსებობს საპარტნიორო პროგრამა და უფასო გამოყენების შესაძლებლობა, Netpeak Software-ის პროდუქტების მიმოხილვის გამოქვეყნების პირობით.

ფასი: ერთთვიანი გამოწერა (ერთი ლიცენზიის) $19-დან $99-მდე (დამოკიდებულია ტარიფზე)

Netpeak Checker

Netpeak Checker გამოდგება მასობრივი ანალიზისა და საიტების შედარებისთვის. ჩაშენებული პარსერი აგროვებს მონაცემებს Google-ის, იანდექსის, Bing-ისა და Yahoo-ს ძიების შედეგებიდან. პროგრამით შესაძლებელია შემოწმდეს საიტის ინდექსი, შეფასდეს საიტების ხილვადობა და შედარდეს ისინი სხვადასხვა seo-სერვისის ინდიკატორებთან, ჩატარდეს ბმულების პროფილის ანალიზი Serpstat-ის, SimilarWeb-ის, Moz-ის, Ahrefs-ის, Majestic-ის, Alexa-ს რესურსებით, სოციალური ქსელებითა და სხვა. Netpeak Checker-ის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, დადგინდეს საიტის ასაკი, დომენების ხელმისაწვდომობა შესყიდვისთვის, ჩატარდეს საიტის აუდიტი გვერდების მიხედვით, ამასთანავე, შემოწმდეს მისი სიჩქარე და ადაპტაცია მობილური მოწყობილობებისთვის. 

თავისებურებები

  • პარსინგში არის პარამეტრები გეოლოკაციის, ქვეყნის, ენის, სნიპეტის და სხვ. მიხედვით. 
  • აქვს პროქსი სიებისა და სერვისების მხარდაჭერა CAPTCHA-სთვის 
  • ხელმისაწვდომია მონაცემების ექსპორტი csv ან xlsx ფორმატებში
  • არის მხარდაჭერის ცენტრი
  • ხელმისაწვდომია 14-დღიანი უფასო საცდელი ვერსია
  • ერთწლიანი გამოწერის გაფორმების შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
  • არსებობს საპარტნიორო პროგრამა და უფასო გამოყენების შესაძლებლობა, Netpeak Software-ის პროდუქტების მიმოხილვის გამოქვეყნების პირობით.

ფასი: ერთთვიანი გამოწერა (ერთი ლიცენზიის) $19-დან $99-მდე (დამოკიდებულია ტარიფზე)

Screaming Frog SEO Spider 

Screaming Frog SEO Spider — პროგრამა საიტის კომპლექსური აუდიტისთვის. ეძებს გატეხილ ბმულებს, სერვერის შეცდომებს, აანალიზებს სათაურებსა და მეტამონაცემებს, ავლენს მათში შეცდომებს, გამოტოვებულ ან განმეორებად მონაცემებს, ასევე არარსებულ გვერდებს. ავლენს გადამისამართებებს და მათ ჯაჭვს, ასევე URL-მისამართებს, რომლებიც დაბლოკილია robots.txt-ით, მეტარობოტებით ან X-Robots-Tag-ის დირექტივებით.  იღებს ინფორმაციას გვერდის HTML-კოდიდან CSS Path-სა და Xpath-ის დახმარებით. 

თავისებურებები

  • ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე
  • Google Analytics-ის, Google Search Console-ისა და PageSpeed Insights-ის ინტეგრაცია
  • საიტის არქიტექტურის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა
  • ხელმისაწვდომია უფასო ვერსია შეზღუდული ფუნქციონალებით, კერძოდ, 500-მდე URL-ის სკანირებით. 

ფასი: $192 ლიცენზიისთვის. 5 ან მეტი ლიცენზიის ერთჯერადი შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

Ahrefs

Ahrefs — ეს არის ინსტრუმენტების ნაკრები საიტის seo-ოპტიმიზაციისთვის.

მათი დახმარებით შესაძლებელია: 

  • საიტის აუდიტი
  • პოზიციების მიკვლევა
  • ქივორდის, კონტენტის და კლიენტების საძიებო მოთხოვნის ანალიზი

Ahrefs-ის ინსტრუმენტები იძლევა საშუალებას, იკვლიოთ ორგანული ტრაფიკები, გააანალიზოთ ბექლინკები და ა.შ. ინსტრუმენტები გეხმარებათ, ჩაატაროთ საიტის აუდიტი, შეამოწმოთ მისი პრობლემები მუშაობისას, კონტენტის რაოდენობასთან, სოციალურ თეგებთან და ასევე გამოასწოროთ ისინი. აანალიზებს ქივორდებს 10 საძიებო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (Google, Amazon, YouTube, Baidu და სხვ.).

ისინი საშუალებას გაძლევთ, თვალყური ადევნოთ თქვენი საიტის და კონკურენტი საიტების პოზიციებს საძიებო სისტემის შედეგებში, მოგაწოდოთ ინფორმაცია SERP-ის ფუნქციებში რანჟირების შესახებ, საიტის ხილვადობისა და ტრაფიკის შესახებ.

თავისებურებები

  • მონაცემთა დიდი ბაზა (1 მლრდ კონტენტ საიტი, 7 ტრილიონი ქივორდი, 16 ტრილიონი ბმული)
  • ქივორდების ბაზას მხარდაჭერა აქვს 171 ქვეყანაში და მუდმივად ახლდება
  • შესაძლებელია საიტების ბმულების პროფილების შედარება
  • არსებობს უფასო ინსტრუმენტების ნაკრები 
  • 24/5-ზე მხარდაჭერა
  • ხელმისაწვდომია საცდელი ვერსია, რომელიც აქტიურდება 7 დღით და $7 ღირს

ფასი: $99-დან $999-მდე (თვიური), $82-დან $832-მდე (წლიური) — დამოკიდებულია ტარიფზე

Key Collector 

პროგრამა საიტის სემანტიკური ბირთვის შესაქმნელად და მისი seo-განვითარებისთვის. 

Key Collector აგროვებს ქივორდებს და მათ შესახებ მონაცემებს Yandex-სა და Google-ში, იძლევა მაღალი, საშუალო და დაბალი სიხშირის ფრაზების არჩევანს და საშუალებას გაძლევთ, გააანალიზოთ ისინი 70-ზე მეტი პარამეტრით (ტრაფიკი, კონკურენტობა, განვითარების ღირებულება და ა.შ.). პროგრამა ატარებს ექსპრეს-ანალიზს სემანტიკური ბირთვის შესაბამისობაზე, ამონიტორინგებს საიტის პოზიციებს ძიების დროს, ადგენს მის ყველაზე რელევანტურ გვერდებსა და იძლევა რეკომენდაციებს რელინკინგზე. 

თავისებურებები

  • აანალიზებს ინფორმაციას პოპულარული უცხოური წყაროებიდან
  • შესაძლებელია შედეგების ექსპორტი Microsoft Excel-ში ან csv-ში
  • უფასო განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა
  • ლიცენზიას ყიდულობთ ერთხელ და მოქმედებს უვადოდ

ფასი: $14-დან $24-მდე ლიცენზიაში — დამოკიდებულია ლიცენზიების რაოდენობაზე, რომლესაც შეიძენთ (რაც მეტი — მით უფრო იაფად) და ანგარიშსწორებაზე (ელექტრონული თუ უნაღდო)

Keyword Researcher Pro 

Keyword Researcher Pro არის პროგრამა საკვანძო სიტყვების შერჩევისთვის. 

აგროვებს ქივორდებს, მათ შორის «long-tale» სიტყვებს Google-დან, Amazon-დან და YouTube-დან. გეხმარებათ დაადგინოთ «ცუდი» და «კარგი» ქივორდები, განალაგოთ ისინი და გამოკვეთოთ ყველაზე წონიანები. შლის დუბლიკატებსა და სიტყვებს, რომლებიც «შავ სიაში» შეიყვანეთ, საშუალებას გაძლევთ დააჯგუფოთ ქივორდები და გააანალიზოთ ვებგვერდები მათ არსებობაზე. 

თავისებურებები

  • ინტერფეისი ინგლისურ ენაზე
  • შესაძლებელია ძიების დროს რეგიონის არჩევა, შედეგების შესაბამის ენაზე ასახვით
  • აქვს csv-ისა და  xls-ის ფორმატებში ფაილების იმპორტისა და ექსპორტის მხარდაჭერა
  • არ მუშაობს MacOs-ზე
  • არის უფასო დემოვერსია შეზღუდული ფუნქციონალებით

ფასი: $76 თვეში

ScrapeBox

ScrapeBox ეძებს სივრცეს ბმულებისა და კომენტარების გასათავსებლად

ახორციელებს რელევანტური URL-ების ანალიზს 30-ზე მეტი სისტემის ძიების შედეგებისთვის, მათ შორის Google, Yahoo და Bing. აგროვებს ბმულების სიას, რომლებიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნილ ქივორდებს, ეძებს ქივორდებს 10 სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით და აგენერირებს «long-tale» სიტყვებს. საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გამოაქვეყნოთ ავტომატური და ნახევრად ავტომატური კომენტარები backlink-ებით როგორც საკუთარ, ასევე გარე სივრცეებში. ამოწმებს საიტების ინდექსს, საიტების რანჟირებასა და წონას და ა.შ. ეძებეს თავისუფალ პროქსებს, რაც თავიდან აგაცილებთ ბანებს მუშაობის დროს. 

თავისებურებები

  • პროგრამის ინტერფეისი ინგლისურადაა, მაგრამ ასევე  აქვს სხვა ენების მხარდაჭერაც: ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ჩინური და იაპონური. 
  • ძიებაში შესაძლებელია შერჩევისთვის პლატფორმის მითითება (Google, Bing, AOL, Yahoo),
  • არის ვიდეოს ჩამოტვირთვის დამატებითი შესაძლებლობები, URL-ს საფუძველზე საიტის რუკის გენერირება, რეგისტრაციისთვის თავისუფალი დომენების აღმოჩენა, საიტებიდან e-mail-ების შეგროვება და ა.შ.
  • მუშაობს Windos-სა და MacOs-ზე, მაგრამ არა WINE-ზე. 
  • ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე. 

ფასი: ერთი ლიცენზიის საფასური — $97. ლიცენზია უვადოა და პროგრამის ყველა დამატებაზე მოქმედებს. სულ 33-ია, რომელთაგან ზოგიერთი უფასოა. 

SE Ranking

SE Ranking — პროგრამა საიტის, PPC-სა და SMM-ის SEO განვითარებისთვის. კომპანია ავითარებს SEO პლატფორმას, რომლითაც ნებისმიერს, განურჩევლად გამოცდილებისა და ცოდნისა, შეუძლია ძიების სისტემაში საკუთარი ან კლიენტის ვებსაიტის პოპულარიზაცია.

თავისებურებები: 

  • საიტის პოზიციის 100%-იანი შემოწმება (საიტის პოზიციის კონტროლი რეალურ დროში ყველა ძირითად საძიებო სისტემაში)
  • კონკურენტების ანალიზი SEO/PPC-ში (იმის შემოწმება, თუ რომელი ქივორდებით და რომელი რეკლამებით ხდება კონკურენტების დაწინაურება ორგანული და ფასიანი ძიების შედეგებში)
  • ცვლილებების კონტროლი (ნოტიფიკაცია ცვლილებების შესახებ თქვენსა და კონკურენტების საიტზე)
  • ქივორდების შერჩევა (3 მლრდ-ზე მეტი სიტყვა + Google-ის საძიებო მინიშნებები)

ფასი: $7-დან $189 დოლარამდე ტარიფიდან გამომდინარე. არის ფასდაკლებები. 



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
ციფრული მარკეტინგის 5 უფასო კურსი 2024 წლისთვის
ციფრული მარკეტინგის 5 უფასო კურსი 2024 წლისთვის
ციფრული მარკეტინგის 5 უფასო კურსი 2024 წლისთვის
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.
1 კომენტარი
სპარტაკ გაჩეჩილაძის ქართული SEO ექსპერიმენტი
სპარტაკ გაჩეჩილაძის ქართული SEO ექსპერიმენტი
სპარტაკ გაჩეჩილაძის ქართული SEO ექსპერიმენტი
სპარტაკ გაჩეჩილაძე ქართული SEO სააგენტოს, Alpaca-ს გუნდის წევრია, რომელიც მომხმარებლებს ვებგვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის გზით გაყიდვების გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
19 ნოემბერს Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართება
19 ნოემბერს Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართება
19 ნოემბერს Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.