ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სოციალური მედიასთან დაკავშირებული 8 რჩევა მშობლებისთვისა და მოზარდებისთვის

დოქტორი ვივეკ მერთი ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კანონმდებლებს სოციალურ მედიაში მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება
სოციალური მედიასთან დაკავშირებული 8 რჩევა მშობლებისთვისა და მოზარდებისთვის

დოქტორი ვივეკ მერთი ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კანონმდებლებს სოციალურ მედიაში მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

სოციალური მედიის პლატფორმების არასაკმარისი და დაგვიანებული ნაბიჯების გამო მშობლებსა და ახალგაზრდებს ტვირთის უმეტესი ნაწილი ეკისრებათ — საიდუმლო ალგორითმების, აპლიკაციების და ექსტრემალური და შეუსაბამო კონტენტის სწრაფად ცვალებად, ხშირად მავნე სამყაროში ნავიგაციისას. 

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებსა და ახალგაზრდებს? მერთს რამდენიმე რჩევა აქვს. 

«ბავშვებსა და მოზარდებს ლოდინის ფუფუნება არ აქვთ. ვერ დავიცდით იქამდე, სანამ სოციალური მედიის გავლენის სრულ საფრთხეებს არ შევიცნობთ». — თქვა მერთიმ გამოქვეყნებულ კონსულტაციაში.

რჩევები ახალგაზრდებისთვის

მოითხოვეთ დახმარება 

თუ თქვენზე ან ვინმეზე, ვინც იცნობთ, სოციალური მედია უარყოფითად მოქმედებს, დახმარებისთვის სანდო მეგობარს ან ზრდასრულს მიმართეთ. ასევე ამერიკის პედიატრიის აკადემიის მითითებებს გადახედეთ.

დააწესეთ საზღვრები

ტელეფონების, ტაბლეტების და კომპიუტერების გამოყენება ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე შეწყვიტეთ და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად გძინავთ. მოწყობილობა ჭამის დროს ან პირადი შეკრებისას არ გამოიყენოთ, რათა ვინმესთან სოციალური კავშირები და ორმხრივი საუბარი დაამყაროთ. შეხვდით ადამიანებს პირადად და უწყვეტი ურთიერთქმედება თქვენს ყოველდღიურ პრიორიტეტად აქციეთ.

დაუფიქრდით, რას იზიარებთ

თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას დიდი ფასი აქვს. ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან, რომელსაც აქვეყნებთ და ონლაინ აზიარებთ, რადგან ეს საჯაროა და მისი შენახვა სამუდამოდ შესაძლებელია. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა გამოაქვეყნოთ თუ არა რამე, როგორც წესი, ჯობია, თავი შეიკავოთ.

არ შეინახოთ შევიწროება ან შეურაცხყოფა საიდუმლოდ

დაუკავშირდით მინიმუმ ერთ ადამიანს, ვისაც ენდობით, მაგალითად, ახლო მეგობარს, ოჯახის წევრს, მრჩეველს ან მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ. stopbullying.gov-ის რჩვევებს გადახედეთ, თუ როგორ უნდა დაარეპორტოთ კიბერბულინგის შემთხვევა. თუ თქვენ ონლაინ შევიწროება და შეურაცხყოფა პარტნიორის მიერ განიცადეთ მხარდაჭერისთვის Love is Respect-ის ექსპერტს დაუკავშირდით.

რჩევები მშობლებისთვისა და აღმზრდელებისთვის

შექმენით საოჯახო მედია გეგმა

შეთანხმებულმა მოქმედებამ შეიძლება სახლში ჯანსაღი ტექნოლოგიური ცხოვრება ჩამოაყალიბოს, რაშიც სოციალური მედიის გამოყენებაც ითვლება. საოჯახო მედია გეგმას შეუძლია ხელი შეუწყოს ღია ოჯახურ დისკუსიას და მედიის გამოყენების წესების ჩამოყალიბებასმ რაც შეიძლება ისეთ თემებს მოიცავდეს როგორიცაა ეკრანის/ონლაინ დროის დაბალანსება, კონტენტის საზღვრები და პერსონალური ინფორმაციის არ გამჟღავნება.

შექმენით tech-free ზონები

შეზღუდეთ გაჯეტების გამოყენება ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე. შეინახეთ ისინი კვების დროსა და სხვა პირადი შეკრებებისას. ბავშვებს სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარეთ.

პასუხისმგებლიანი ქცევის მოდელი

მშობლებს შეუძლიათ იმის კარგი მაგალითი შექმნან, თუ როგორ გამოიყურება ჯანსაღი სოციალური მედია. მაგალითად, როდის და როგორ უზიარებენ მშობლები ინფორმაციას ან შინაარსს თავიანთი შვილის შესახებ.

გააძლიერეთ ბავშვები

ასწავლეთ ბავშვებს ტექნოლოგია და მიეცით მათ უფლება, შესაბამის ასაკში ჩამოყალიბებული ონლაინ მომხმარებლები იყვნენ. განიხილეთ მათთან სოციალური მედიის სარგებელი და რისკები, ასევე კონფიდენციალურობის პატივისცემის და პერსონალური ინფორმაციის შესაბამისი გზებით დაცვის მნიშვნელობა.

TIME: რჩევები ბედნიერებისთვის ექსპერტებისგან
TIME: რჩევები ბედნიერებისთვის ექსპერტებისგან
თემის მიხედვით
TIME: რჩევები ბედნიერებისთვის ექსპერტებისგან


ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძის ციფრული მარკეტინგის ფეისბუქ ჯგუფი 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. მათი უმეტესობა სწორედ ციფრული მარკეტერია, ისევე, როგორც ალექსანდრე. ისინი სვამენ კითხვებს, აზიარებენ თავიანთ ცოდნას ან პრობლემებს და სხვებს მათ გადაჭრაში ეხმარებიან. ალექსანდრე, რომელმაც თავი პროფესიონალებს მოუყარა, ამბობს, რომ მიზანი ამ სფეროში არსებული არასწორი მიდგომების გამოსწორება იყო.  dev.ge-მ მას საქართველოს დიჯითალ საზოგადოებაში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ ჰკითხა. 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.