ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 თებერვალი 2024, 12:46
2024-02-16
Sora — Open AI-ის ახალი მოდელი, რომელიც ტექსტზე დაყრდნობით ვიდეოს ქმნის
OpenAI-იმ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდურსტიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ახალი AI მოდელი, Sora გამოუშვა, რომელიც მომხმარებლის მიერ მითითებულ ტექსტს წარმოსახვით და რეალისტურ ვიდეო სცენებად გარდაქმნის.
Sora-ს ერთ წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გენერირება, ვიზუალური ხარისხისა და მომხმარებლის მოთხოვნის დაცვით შეუძლია.
ამჟამად Sora კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის არის ხელმისაწვდომი, რათა ზიანისა და რისკებისთვის კრიტიკული ადგილები შეაფასონ.
მოდელს ენის ღრმა გაგება აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, მოთხოვნებს ზუსტი ინტერპრეტაცია გაუწიოს და დამაჯერებელი პერსონაჟები შექმნას, რომლებიც ძლიერ ემოციებს გამოხატავენ. Sora-ს ასევე შეუძლია, ერთ გენერირებულ ვიდეოში მრავალი კადრი შექმნას, რომლებიც პერსონაჟებისა და ვიზუალური სტილის მიხედვით არის შენარჩუნებული.
ამჟამინდელ ვერსიას სისუსტეებიც აქვს — მას შეიძლება მიზეზისა და შედეგის ზოგიერთი კავშირი არ ესმოდეს. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ორცხობილა ჩაკბიჩოს, მაგრამ თავად ორცხობილას ნაკბეჩი არ დაეტყოს.
OpenAI უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, სანამ Sora მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
კომპანია მუშაობს დომენის ექსპერტებთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის შემცველი შინაარსი და მიკერძოება. ისინი Sora-ს გამოცდიან.
OpenAI ასევე ქმნის ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მიუღებელი კონტენტის აღმოჩენაში დაეხმარებათ. ასეთია აღმოჩენის კლასიფიკატორი, რომელიც აჩვენებს, როდის შეიქმნა ვიდეო Sora-ს მიერ.
Sora DALL·E- და GPT მოდელებზე ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. ის DALL·E 3-ის ტექნიკას იყენებს, რომელიც ვიზუალური მონაცემებისთვის ძალიან კონკრეტული წარწერების გენერირებას გულისხმობს. შედეგად, მოდელს შეუძლია მომხმარებლის ტექსტური ინსტრუქციები უფრო ზედმიწევნით დაიცვას.
საინტერესოა, რომ Sora-ს ასევე შეუძლია, არსებული ვიდეო გააფართოვოს ან კადრები შეავსოს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT