ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Sony-ის ფოტოკონკურსის გამარჯვებულმა ჯილდოზე უარი თქვა — ფოტოები AI-ით იყო შექმნილი

ფოტოგრაფიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, Sony World Photography Award გამარჯვებულმა ჯილდოზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ მისი ნამუშევარი სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის შექმნილი იყო.

კომენტარის დატოვება

გერმანელი მხატვრის, ბორის ელდაგსენის ნამუშევარმა, სახელწოდებით «ფსევდომნეზია: ელექტრიკოსი,» (Pseudomnesia: The Electrician) კრეატიულ კატეგორიაში გასულ კვირას გაიმარჯვა.

მისი თქმით, მან სურათი გამოსაცდელად და ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ დისკუსიის დასაწყებად გამოიყენა.

დაჯილდოების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ელდაგსენმა ისინი შეცდომაში შეიყვანა. მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელი მხატვარი AI-ის გამოყენებას აპირებდა. 

თავის ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში, ელდაგსენმა აღიარა, რომ მისი საქციელი თავხედური იყო და ჟიურის მადლობაც გადაუხადა. 

«AI სურათები და ფოტოგრაფია ასეთ კონკურსებში ერთმანეთს არ უნდა ეჯიბრებოდეს. ისინი სხვადასხვა სუბიექტები არიან. AI ფოტოგრაფია არ არის, ამიტომ ჯილდოს არ მივიღებ». — თქვა მან.

გერმანელი მხატვრის სურათზე სხვადასხვა თაობის ორი ქალის შავ-თეთრი პორტრეტია ნაჩვენები. თუმცა, ფაქტია, რომ ეს არა ნამდვილი ფოტო, არამედ სინთეზურად წარმოებული სურათია.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყველაფერში, სიმღერებსა და ესეების წერაში, მანქანათმშენებლობასა და მედიცინის განვითარებაში, ბოლო თვეების განმავლობაში მთავარი განსახილველი საკითხია. ახლა ამ ჩამონათვალს ფოტოგრაფიაც დაემატა.

მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციის სპიკერმა, თქვა, რომ არტისტთან დისკუსიის დროს, სანამ ის გამარჯვებულად გამოცხადდებოდა, მან დაადასტურა, რომ ეს ნამუშევარი AI-სთან კოლაბორაციით იყო შექმნილი.

«ღია კონკურსის კრეატიული კატეგორია გამოსახულების მიღების სხვადასხვა ექსპერიმენტულ მიდგომას მიესალმება — რადიოგრაფიებიდან უახლეს ციფრულ პრაქტიკამდე. ბორისთან ჩვენი მიმოწერისა და მის მიერ მოწოდებული გარანტიების შემდეგ, ვიგრძენით, რომ მისი სურათი ამ კატეგორიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ამიტომ მის მონაწილეობას მხარი დავუჭირეთ. ვინაიდან ჯილდოზე უარი თქვა, მასთან თანამშრომლობა გავწყიტეთ და სურვილის შესაბამისად კონკურსიდან მოვხსენით». — განაცხადეს ორგანიზატორებმა.

მათ განაცხადეს, რომ AI-ის მნიშვნელობასა და მისი გავლენის საზღვრებს ბოლომდე იაზრებენ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯილდოები არტისტების ბრწყინვალებისა და უნარების გასაძლიერებლად არსებობს.

ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა სურათმა აშშ-ს ხელოვნების სახელმწიფო კონკურსში 2022 წლის სექტემბერში გაიმარჯვა, ამან დებატები გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება. აღმოჩნდა, რომ AI-ის მიერ გენერირებული სურათებისა და ნახატების ამოცნობა მარტივი არ არის და სულ უფრო რთულდება.

2023 წლის მარტში ფოტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ტიმ ფლაკმა თქვა, რომ შოკირებულია იმით, თუ რამდენად მარტივია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვეფხვის სურათის გენერირება, რომელიც ძალიან გავს იმ ფოტოს, რომლის გადასაღებადაც არტისტი გალიაში უნდა შევიდეს.

ბევრი AI-ის ღირებულ ინსტურმენტად მიიჩნევს. მათი მტკიცებით, ოდესღაც თავად ფოტოგრაფიაც ახალი და ზოგიერთისთვის საშიში გამოგონება იყო.

თუმცა ფაქტია, რომ სურათების გარდა, ხელოვნური ინტელექტი პასუხგაუცემელ ეთიკურ და სამართლებრივ კითხვებსაც ქმნის.

MidJourney - AI ხელოვნება რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
თემის მიხედვით
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.