ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
21 დეკემბერი 2023, 15:00
2023-12-21
შესაძლოა EU-ში პორნოგრაფიული საიტების მომხმარებლებს ასაკის დადასტურება დასჭირდეთ
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს სამ უმსხვილეს პორნოგრაფიულ საიტს უთხრეს, რომ ევროკავშირში მათ მომხმარებლებს შესაძლოა ასაკის გადამოწმების ტექნოლოგიის გამოყენება მოუწიოთ.
Pornhub-ს, Xvideos-სა და Stripchat-ს უფრო მკაცრი რეგულაციები ემუქრებათ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ამ საიტებს ყოველთვიურად მინიმუმ 45 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
ევროკავშირის წესები თანახმად, მსგავსი ტიპის პლატფორმებმა ბავშვების დასაცავად დამატებითი ზომები უნდა მიიღონ — ამხელა მასშტაბის მქონე საიტებმა ასაკის გადამოწმების ტექნოლოგია უნდა დანერგონ.
«ამ მხრივ ეფექტური ზომების მაგალითი შეიძლება ასაკის გადამოწმების ინსტრუმენტები იყოს, რათა არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ შინაარსზე წვდომა შევუზღდოთ». განუცხადა BBC-ის ევროკომისიის სპიკერმა.
სპიკერმა თქვა, რომ ერთი «პოტენციური» გამოსავალი იმ პირისთვის, რომელსაც ასაკის დადასტურება ენდომება, მომავალი ევროპული ციფრული პირადობის საფულე (European Digital Identity wallet) იქნება.
«მას შემდეგ რაც საფულე ძალაში შევა, ის შევროკავშირის ყველა მოქალაქეს, მაცხოვრებელსა და ბიზნესს გადაწყვეტილებებს შესთავაზებს». — ამბობს სპიკერი.
«მოქალაქეებს თავიანთი ვინაობისა და ასაკის დაადსტურება შეეძლებათ. ისინი ამას ევროპული ციფრული პირადობის საფულების გამოყენებით, ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით შეძლებენ».
ევროკავშირის ციფრული კომისარი, მარგრეტ ვესტაგერი პლატფორმებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს მიესალმა და თქვა, რომ ეს «მათი ალგორითმებისა და პროცესების უფრო კარგად შემოწმებას უზრუნველყოფს».
«მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენი შვილებისთვის უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნა არის აღსრულების პრიორიტეტი DSA-ის ფარგლებში». — დასძინა მან.
პორნოგრაფიულ საიტებს ოთხი თვე ექნებათ, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი მთელ რიგ იურიდიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მათ შორის:
დამატებითი ზომების მიღება უკანონო შინაარსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა ბავშვების სექსუალური ძალადობის მასალები და ღრმა ყალბი პორნოგრაფია
უფრო ძლიერი დაცვის დამატება, რომელიც ბავშვების მიერ მათ საიტებზე წვდომას დაბლოკავს — მათ შორის, ასაკის გადამოწმების ხელსაწყოებით
ევროკომისია პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ საიტებმა ახალი, უფრო მკაცრი წესები დააკმაყოფილონ. თუ ამას ვერ შეძლებენ, ევროკომისიას შეუძლია ისინი გლობალური ბრუნვის 6%-მდე დააჯარიმოს.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.