ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა

კონფუცი, სავარაუდოდ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჩინელი ფილოსოფოსია. მიუხედავად იმისა, რომ ორნახევარი ათასწლეულის წინ ცხოვრობდა, მისი ნაწერები თანამედროვე სტარტაპების დამფუძნებლებისთვის შთაგონების წყარო და გზამკვლევი ადვილად შეიძლება გახდეს. ტექნოლოგიების დამფუძნებლების საქმე ახალია, თუმცა სირთულეების დაძლევისა და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა.

კომენტარის დატოვება

1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნელა მიდიხარ, სანამ არ ჩერდები.

სტარტაპების სამყაროშიც კი, სადაც ექსპონენციალური ზრდა გადამწყვეტი ფაქტორია, ძალიან სწტაფი წარმატება დიდწილად მითია. ნებისმიერი შთამბეჭდავი ზრდის წინ წლების ძალისხმევა, გამოცდილება და წარუმატებლობა დგას.

შესაბამისად, გამძლეობა უმთავრესია. მყისიერ შედეგებზე გასვლის ნაცვლად, როგორც დამფუძნებელი, თანმიმდევრულ ძალისხმევასა და პროგრესზე უნდა ფოკუსირდეთ. ყოველი ნაბიჯი, რაც არ უნდა მცირე იყოს, თქვენს მიზნებთან მიგაახლოვებთ.

2. მესმის და მავიწყდება. ვხედავ და მამახსოვრდება. ვაკეთებ და ვხვდები.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილება ერთადერთი რეალური მასწავლებელია. სწორედ ამიტომ, როგორც სტარტაპის ახალბედა დამფუძნებელმა, თქვენ მენტორებისა და მრჩევლების დახმარება უნდა გამოიყენოთ და ასევე ეცადოთ, რომ გუნდში გამოცდილი პროფესიონალები მოიზიდოთ.

უფრო მეტიც, ყველაზე ღრმა შეხედულებები უშუალო გამოცდილებიდან წარმოიქმნება, რაც საშუალებას გაძლევთ, ინდუსტრიას უფრო ღრმად ჩასწვდეთ და შესაბამისად თქვენი სტრატეგიები დახვეწოთ. როგორც წესი, პროექტის დაწყება ისეთ სფეროში, რომელშიც გამოცდილება არ გაქვთ, ცუდი იდეაა.

3. ჩვენი ყველაზე დიდი ღირსება ის კი არ არის, რომ არასდროს ვეცემით, არამედ ის, რომ დაცემის შემდეგ ვდგებით.

კიდევ ერთი შესანიშნავი შეხსენება, რომ სტარტაპებში (და ხშირად ცხოვრებაში) წარუმატებლობა გარდაუვალია და გამძლეობა არის მთავარი თვისება, რომელიც წარმატებულს წარუმატებლისაგან განასხვავებს.

4. სადაც არ უნდა წახვიდე, წადი მთელი გულით.

სტარტაპ პროექტის ნულიდან ერთამდე წარმატებით გადატანა ძალიან რთულია. თუ არ ხართ ერთგული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევთ.

5. უმაღლესი ადამიანის ობიექტი ჭეშმარიტებაა.

ბიზნესში მთლიანობა და პატიოსნება ფუნდამენტური პრინციპებია. გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვენი რეპუტაცია ყველაზე ღირებული აქტივია, ამიტომ მისი შელახვა მოკლევადიანი მოგებისთვის იშვიათად ღირს.

თუმცა, უფრო ცალსახად სტარტაპებისთვის, დროისა და ფულის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა საკუთარი თავის მოტყუებაა. ამიტომ აუცილებელია, თქვენი ხედვა და იდეები რეალობის წინააღმდეგ მუდმივად შეამოწმოთ და თქვენი გეგმები იმ უკუკავშირის საფუძველზე შეცვალოთ, რომელსაც ბაზარი გაძლევთ. ამ თვალსაზრისით, თქვენ უნდა იმოქმედოთ როგორც მეცნიერმა და სიმართლე თქვენს ნომერ პირველ ღირებულებად და პრიორიტეტად აქციოთ.

6. მხოლოდ ყველაზე ბრძენი და სულელი არ იცვლება.

ადაპტაციის უნარი წარმატებული სტარტაპების დამახასიათებელი ნიშანია. კონფუცის სიტყვები სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სწრაფად ცვალებადი ბიზნეს ლანდშაფტის პირობებში, დამფუძნებლები, რომლებიც ახალ იდეებს, ბაზრის ცვლილებებსა და უკუკავშირებს მარტივად ითვისებენ, არიან ისინი, ვინც მდიდრდებიან. სიჯიუტე ზრდას აფერებს, ხოლო ცვლილებების მიღება ინოვაციასა და გამძლეობას უწყობს ხელს.

7. ისინი ხშირად უნდა იცვლებოდნენ. ვინ იქნებოდნენ მუდმივ ბედნიერებასა ან სიბრძნეში?

შეხსენება, რომ წარმატება მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი. ეს ისეთივე სიმართლეა სტარტაპებისთვის, ისევე როგორც ცხოვრების უმეტეს საკითხებში.

8. უმაღლესი ადამიანი თავის პირველ ინტერესს სირთულეს უქმნის; წარმატება მხოლოდ მოგვიანებით მოდის.

როგორც დამფუძნებლის, თქვენი ამოცანა პრობლემების გადაჭრაა. წარმატება საკუთარ თავზე ზრუნავს, თუ საწარმოს სწორი მიმართულებით ავითარებთ და თქვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდებით

რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
თემის მიხედვით
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.