ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
14 აპრილი 2023, 10:03
2023-04-14
შემცირებების პარალელურად სილიკონ ველის ვეტერანები კარიერის ფორმირებას ცდილობენ
ინჟინრებისთვისა და სხვა ტექნოლოგიური პროფესიონალებისთვის ინდუსტრიის წამყვან კომპანიაში დასაქმება დიდი ხნის განმავლობაში, პროფესიულ მიღწევად ითვლებოდა. ახლა კი, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში შემცირებების პარალელურად, სილიკონ ველის ბევრი ვეტერანი თავისი კარიერის ფორმირებას ცდილობს — ისინი სტაბილურობასა და პირად ღირებულებებს პრესტიჟზე მაღლა აყენებენ.
გათავისუფლებული ტექნოლოგიური პროფესიონალები სამუშაოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში პოულობენ, შესაბამის პოზიციებს არატექნოლოგიურ კომპანიებში იკავებენ და თავისუფალი კონსულტანტები ხდებიან.
ეს არატრადიციული ნაბიჯია, ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა იმ ჯგუფისთვის, რომელთა ოცნებაც დიდ კომპანიაში მოხვედრა იყო.
გაუქმებული შეთავაზებებისა და მოჩვენებითი განცხადებების ფონზე, რასაც თანამდებობიდან გათავისუფლებების მთელი ტალღა ემატება, ტექნოლოგიური მუშაკების პრიორიტეტები შეიცვალა.
«მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიდან გაშვებული ადამიანების უმეტესობა იმედგაცრუებულია. ადრე მათ თავიანთი კარიერის გატარება დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში შეეძლოთ. ეს ახლა შეიცვალა». — თქვა Riviera Partners-ის პარტნიორმა, კრის რაისმა. Riviera Partners აღმასრულებელი საძიებო კომპანიაა, რომელიც პროდუქტის მენეჯმენტის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
სამუშაო ბაზრის მდგომარეობის გამო, ტექნოლოგიურ სამუშაოებს უშუალოდ ინდუსტრიის მიღმა ან სტარტაპებში ბევრი ადამიანი ეძებს, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწვანე ენერგია ან ხელოვნური ინტელექტი.
Revelio Labs Inc.-ის მიხედვით, ტექნოლოგიური პროფესიონალების რაოდენობა, რომლებიც არატექნოლოგიურ ინდუსტრიებში გადავიდნენ, გასული წლის ბოლოს გაიზარდა.
შრომის საერთო ბაზარი კვლავ ძლიერდება, უმუშევრობის დონე 3,5%-მდე დაეცა და დამსაქმებლებმა გასულ თვეში 236,000 თანამშრომელი დაიმატეს. თუმცა, სიტუაცია ჯერ იდეალურთან მიახლოებულიც არ არის.
სტაჟიანი კანდიდატების დაქირავება, რომლებიც ტექნოლოგიის უმსხვილეს კომპანიებთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. თუმცა უმეტესობას შემოსავლის შემცირება უწევს.
ჯონ კიუმ, ინჟინერმა სიეტლიდან, რომელიც Tableau Software-ში მუშაობდა, სამსახური იანვარში დატოვა, რადგან Salesforce (Tableau Software-ის მფლობელი კომპანია) სამუშაო ადგილების შემცირების რაუნდს იწყებდა.
«მე ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც დაითხოვეს, ისინი არეულები იყვნენ. ისეთი თანამშრომლების უმრავლესობა დაითხოვეს, რომლებსაც პატივს ვცემდი და საოცარ საქმეს აკეთებდნენ.» — განაცხადა კიუმ.
ის ადრეულ ეტაპზე მონაცემთა მეცნიერების სტარტაპში გადავიდა, სადაც ხელფასის 20%-ით შემცირება მოუწია. მიუხედავად ამისა, კეი მზად იყო, სადმე უფრო პატარა ადგილას ემუშავა, სადა ყოველდღე რაღაც ახალს ისწავლიდა.
«როგორც ინჟინერი, სასარგებლო საქმისგან სიამოვნებას ვიღებ. დიდ კომპანიაში ამის განცდა რთულია». — თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Meta, Google და Amazon ჯერ კიდევ რესტრუქტურიზაციის პროცესში არიან, ინდუსტრიის ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ იზრდება. ტექნოლოგიურ პროფესიებში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ დაბალია, კერძოდ, 2,2%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გათავისუფლებული კადრების უმრავლესობა სამსახურის პოვნას მალევე ახერხებს.
წლების განმავლობაში, ტექნოლოგიური ნიჭისთვის სასტიკი კონკურენცია არსებობდ. კომპანიები თანამშრომლებს გულუხვი კომპენსაციის პაკეტებით, საოფისე შეღავათებითა და სხვადასხვა უპირატესობებით იზიდავდნენ. განსაკუთრებით პანდემიის დროს, კომპანიებმა დაქირავება კიდევ უფრო გაზარდეს და ყველაფერი იმ იდეას მოარგეს, რომ ხალხი ონლაინში გაცილებით მეტ დროს გაატარებდა.
ახლა, იგივე კომპანიები, რომლებმაც უზარმაზარ ზრდას შეუწყვეს ხელი, თანამშრომლებს ათავისუფლებენ. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა შეცდომა აღიარა და 2023 წელს 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაათავისუფლა.
ზოგიერთი ტექნოლოგიური მუშაკისთვის, ამჟამინდელი ბაზარი იმდენად არასტაბილურია, რომ ისინი სრულ განაკვეთზე მუშაობას ერიდებიან. ფრაქციული აღმასრულებელი თანამდებობები, რომლებიც გულისხმობს, რომ ადამიანი კვირაში რამდენიმე საათს მრავალ კომპანიას უთმობს, იზრდება. ასევე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ს სრულ განაკვეთზე მუშაობის ნაცვლად, საკონსულტაციო სამუშაოს ეძებენ.
მაგალითად, ლუის მოინიჰანმა, რომელიც WhatsApp-დან გაათავისუფლეს, ზედმეტი ფიქრის გარეშე, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და საათში 300 დოლარად კლიენტებს კონკრეტული პროექტების დაპროექტებასა და დაპროგრამებაში ეხმარება.
«რატომ უნდა შევიდე იმ კონკურენციაში, რომელიც თუნდაც პატარა კომპანიებში არსებობს. ჩემი ხელფასი ახლაც თითქმის იგივეა, რაც WhatsApp-ში მუშაობის დროს. ვფიქრობ, რომ მცირე ტენქოლოგიურ კომპანიებში საოცარი ნიჭი ნაწილდება, რომლებიც საბოლოოდ გიგანტ კომპანიებს კონკურენციას უწევენ». — თქვა მან.