ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა

NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, COMPUTEX 2023-ზე გამოქვეყნებულ ახალ განცხადებაში მსოფლიოში პირველი 100 ტერაბაიტიანი GPU მეხსიერების სისტემა, DGX GH200 წარადგინა. 

კომენტარის დატოვება

DGX GH200-ის გულში 256 Grace Hopper Superchips-ის თანავარსკვლავედი დევს. თითოეული ჩიპი 480 GB LPDDR5 CPU მეხსიერებითა და 96 GB სწრაფი HBM3-ით არის დატვირთული. შეიძლება ეს ტექნოლოგიური ჟარგონივით ჟღერდეს, მაგრამ არსებითად ნიშნავს, რომ ეს ჩიპები ძალიან ენერგოეფექტურია = DDR5-თან შედარებით თითო გეგაბაიტზე სიმძლავრის მხოლოდ მერვედს იყენებს.

DGX GH200 256 Grace Hopper სუპერჩიპს ერთ, მონოლითურ, მონაცემთა ცენტრის ზომის GPU-დ გარდაქმნის. ეს გენიალური კონფიგურაცია საერთო მეხსიერების პროგრამირების მოდელს იძლევა, რომელიც NVLink-ზე მაღალი სიჩქარით 144 ტერაბაიტიან მეხსიერებას წვდება. 

DGX GH200-ის უპრეცედენტო გამოთვლითი სიმძლავრე და მეხსიერების მასიური ნახტომი AI და HPC აპლიკაციების მუშაობას, რომლებიც ამჟამად GPU მეხსიერების ზომით არის შეფერხებული, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იქნება ეს ღრმა სწავლის რეკომენდაციების მოდელები, გრაფიკული ნერვული ქსელები თუ მონაცემთა ანალიტიკა, DGX GH200-ს აქვს უნარი, რომ ეს ყველაფერი აითვისოს.

წინასწარმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია AI და HPC მოდელების დამუშავება, რომლებიც მასიურ მეხსიერებას საჭიროებენ, დააჩქაროს. მაგრამ NVIDIA მძლავრი აპარატის შექმნაზე არ გაჩერებულა. DGX GH200-ს NVIDIA Base Command მოყვება — ოპტიმიზირებული AI სამუშაო დატვირთვის OS, კლასტერების მენეჯერი და ბიბლიოთეკები, რომლებიც გამოთვლებს, შენახვას და ქსელის ინფრასტრუქტურას აჩქარებენ.

ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Google, Meta და Microsoft, უკვე მზად არიან DGX GH200-ით ისარგებლონ, რაც მის პოტენციალსა და სიდიადეზე მეტყველებს.  თავად NVIDIA ასევე საკუთარ AI სუპერკომპიუტერს, NVIDIA Helios-ს ქმნის,  რომელიც, კომპანიის თქმით, ოთხ DGX GH200 სისტემას გამოიყენებს.

გასული კვირის განმავლობაში, NVIDIA-ს საერთო შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლის შედეგია. ეს შედეგი ძირითადად კომპანიის GPU-ებზე უპრეცედენტო მოთხოვნიდან გამომდინარეობს. ისინი ხელოვნური ინტელექტის მრავალი აპლიკაციის გასაძლიერებლად ფართოდ გამოიყენება. DGX GH200-ის გამოშვება ამ მოთხოვნას კიდევ უფრო გააძლიერებს.

როგორც ჯენსენ ჰუანგმა თქვა, «ეს მთელ ინდუსტრიაში რევოუციას მოახდენს». ამბიციური აღმასრულებელი დირექტორის, ამბიციური განცხადება, რომლის რეალურობასაც ამ წლის ბოლოს დავადგენთ.

მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
თემის მიხედვით
მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
თემის მიხედვით
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.