ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა

გასულ კვირას Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა — ეს 36 თანამშრომელია. New York Times-ის ცნობით, Discord-ს, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, 900-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა.

კომენტარის დატოვება

გამოცემა Insider-ს კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, რომ შემცირება, პირველ რიგში, კომპანიის მარკეტინგის გუნდს შეეხო. 

ზოგიერთი თანამშრომელი კომპანიის შიგნით სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. 

«Discord ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდის დაახლოებით 4% გაათავისუფლეს ზოგიერთი ბიზნეს ერთეულის რეორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ ვზრუნავთ მათ მხარდაჭერაზე». — თქვა კომპანის სპიკერმა. — «ჩვენ ორიენტირებული ვართ ბიზნესის გრძელვადიან ზრდასა და ჩვენი მისიის შესრულებაზე». 

რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც Discord-ში გრაფიკულ დიზაინსა და გასართობ პარტნიორობაზე მუშაობდნენ, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ LinkedIn-სა და Twitter-ზე დაწერეს. 

Discord სოციალური შეტყობინებების პლატფორმაა, რომლებსაც ფართოდ იყენებენ გეიმერები და ტექ საზოგადოების სხვა წევრები. 

2022 წელს Discord-მა აშშ-ში პლატფორმის მონეტიზაცია დაიწყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ზოგიერთი — პრემიუმ კონტენტი ფასიანი გახდა. 

ამ დრომდე Discord-ს არ შეხებია მასობრივი გათავისუფლებების ტალღა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ინდუსტრია მოიცვა. თუმცა, ახლა ისიც შეუერთდა 25-ზე მეტ დიდ ტექ კომპანიას, რომელმაც პერსონალი შეამცირა.

Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს

თემის მიხედვით
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს

Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს

LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა

Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.