ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Worldcoin — OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ალტმანი კრიპტოპროექტს იწყებს

კრიპტოვალუტის პროექტი, Worldcoin, რომელიც OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა დააფუძნა, 24 ივლისიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.

კომენტარის დატოვება

პროექტის მთავარი და საინტერესო შეთავაზება World ID-ია, რომელსაც კომპანია აღწერს, როგორც «ციფრულ პასპორტს», რათა დაამტკიცოს, რომ მისი მფლობელი ნამდვილი ადამიანია და არა AI ბოტი. World ID-ის მისაღებად, კლიენტი რეგისტრირდება და Worldcoin-ის კამერის გამოყენებით ირისის სკანირებას იწყებს. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია ირისის სკანირებას დაადასტურებს, მომხმარებელი World ID-ის ქმნის.

Worldcoin-ის უკან სან ფრანცისკოში და ბერლინში დაფუძნებული კომპანია, Tools for Humanity დგას.

პროექტს ბეტა პერიოდიდან მოყოლებული 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს  — გაშვების შემდეგ Worldcoin ოპერაციებს 20 ქვეყნის 35 ქალაქში აფართოებს. ისინი, ვინც გარკვეულ ქვეყნებში დარეგისტრირდებიან, Worldcoin-ის კრიპტოვალუტის ტოკენს, WLD-ს მიიღებენ.

WLD-ის ფასი გაიზარდა — მსოფლიოს უმსხვილეს ბირჟაზე, Binance-ზე, მან პიკს, $5.29-ს მიაღწია მაშინ, როცა საწყისი ფასი $2.49 იყო.

Worldcoin-ის თანადამფუძნებლის, ალექს ბლანას თქმით, ბლოკჩეინებს ID-ების შენახვა შეუძლიათ ისე, რომ კონფიდენციალურობა შეინარჩუნონ.

პროექტი ამბობს, რომ WorldID გენერაციული AI ჩათბოტების ეპოქაში, როგორიცაა ChatGPT, აუცილებელია. WorldID შეიძლება რეალურ ადამიანებსა და AI ბოტებს შორის განსხვავების გასაგებად გამოიყენონ.

ალტმანმა Reuters-ს განუცხადა, რომ Worldcoin-ს ასევე შეუძლია მსოფლიოს იმის გარკვევაში დაეხმაროს, თუ როგორ შეიცვლება ეკონომიკა გენერაციული AI-ით.

«ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა ექნებათ, რაც მასობრივ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს». — თქვა მან.

ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ალტმანს მოსწონს უნივერსალური საბაზისო შემოსავალი, ან UBI-ია — სოციალური შეღავათების პროგრამა, რომელსაც მთავრობები მართავენ, სადაც გადახდის უფლება თითოეულ ინდივიდს აქვს. 

ალტმანი თვლის, რომ UBI-ს შეუძლია შემოსავლების უთანასწორობასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რეალურ ადამიანებს შეუძლიათ World ID ჰქონდეთ, ის შეიძლება თაღლითობის შესამცირებლად გამოიყენონ.

«ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპერიმენტები უნდა დავიწყოთ, რათა გავიგოთ, რა გავაკეთოთ». — თქვა მან.

Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
«Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას» — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
თემის მიხედვით
«Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას» — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
თემის მიხედვით
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?

ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.