ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა

საქართველოში 2024 წლიდან ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT იწყებს მუშაობას. ქვეყანაში კომპანიის მიზნებისა და იდეების უკეთ გასაცნობად 13 თებერვალს ღონისძიება, AI&Wine Networking გაიმართება.

კომენტარის დატოვება
საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა

საქართველოში 2024 წლიდან ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT იწყებს მუშაობას. ქვეყანაში კომპანიის მიზნებისა და იდეების უკეთ გასაცნობად 13 თებერვალს ღონისძიება, AI&Wine Networking გაიმართება.

dev.ge ALLSTARSIT-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, სოლომონ ამარსკომპანიის არსზე, მიზნებზე, მომავალ ღონისძიებასა და საქართველოს ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე დეტალურად ელაპარაკა. 

გვესაუბრეთ ALLSTARSIT-ის შესახებ — რა არის კომპანიის არსი და მთავარი მიზანი?

როგორც ALLSTARSIT-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვამაყობ, რომ საერთაშორისო გამორჩეულ სერვის პროვაიდერს ვხელმძღვანელობ, რომელიც გლობალურ ინოვაციებს ქმნის, ბიზნესებს დაქირავებაში და უმაღლესი ტექნიკური ნიჭის შენარჩუნებაში ეხმარება.

სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს. ჩვენ გლობალურ კომპანიაში ვმუშაობთ, რომელიც 20-ზე მეტ ადგილას, ყველა დროის ზონაში არის წარმოდგენილი. ALLSTARSIT 1000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრისა და ტექ სპეციალისტისგან შემდგარი გუნდით ამაყობს, რომლებიც ჩვენი კლიენტების უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს იდეალურად ერგებიან.

ჩვენი ექსპერტიზისა და ფართო ქსელის გამოყენებით, ორგანიზაციებს საშუალებას ვაძლევთ, თავიანთი სამუშაო ძალის და ინოვაციების ოპტიმიზაცია მოახდინონ. როგორც აღმასრულებელი დირექტორი,  კომპანიის ზრდისკენ და კლიენტებთან ძლიერი ურთიერთობებისკენ ვარ მიმართული, რათა მუდმივად განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიოთ.

სოლომონ ამარი

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ლანდშაფტის პირობებში, როგორ ახერხებს თქვენი კომპანია ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს დაეწიოს, რათა კლიენტების ეფექტური რეკრუტირება და მხარდაჭერა უზრუნველყოს?

დღევანდელ სწრაფ და დინამიურ ბიზნეს გარემოში, ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე წინ დგომა აუცილებელია, მაგრამ ასევე ნებისმიერი კომპანიისთვის გამოწვევაა. თუმცა, წარმატების მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც პროგრესს ფეხს უწყობს. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ALLSTARSIT-ში ჩვენ 5 ძირითადი სტრატეგია შევიმუშავეთ:

  1. უწყვეტი სწავლა და ტენდენციებზე დაკვირვება ჩვენს კორპორატიულ დნმ-შია: ჩვენი გუნდი მუდმივი განათლებისკენ და გლობალური ტექნოლოგიური ეკოსისტემის შეცვლისკენ არის მიმართული. ეს ცოდნა ბიზნესის სწორი მიმართულების იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია
  2. მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყოველ ნაბიჯს განსაზღვრავს: ჩვენ ბაზრის რეგულარულ ანალიზს ვაკეთებთ, რათა  განვითარებადი ტენდენციებისა და მოთხოვნების შესახებ მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ. ჩვენი ყველა ქმედება ეფექტურობის გაზრდას ემსახურება, რაც გარანტიას იძლევა, რომ ჩვენი სერვისები მიმდინარე ბაზრის საჭიროებებს შეესაბამება.
  3. გამძლეობა გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან მიმართებაში: მუდმივად განვითარებადი ბიზნეს ლანდშაფტის პირობებში გამოწვევები და მოულოდნელი სიტუაციები აუცილებლად წარმოიქმნება. ასეთ დინამიურ დროში ყველა გამოწვევის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მათ პოზიტიურად უნდა შეხედოთ — განიხილოთ ისინი, როგორც ზრდისა და სწავლის შესაძლებლობა. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდით, სირთულეებში ნავიგაცია გაცილებით მარტივია.
  4. მოქნილობა და მასშტაბურობა, როგორც ფუნდამენტური პრინციპები: ჩვენ მოქნილობასა და მასშტაბურობას ვქმნით. ეს  ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს, ბაზრის მოთხოვნებთან ხისტი მომსახურების დონეებში ჩაკეტვის გარეშე ადაპტირდნენ.
  5. კომპანიის ბრენდინგში ინვესტიცია ყოველთვის შესანიშნავი იდეაა: ძლიერი ბრენდი ხალხისთვის მაგნიტია. კომპანიის იმიჯის შექმნა და პოპულარიზაცია ეფექტური ბრენდინგის მთავარი ასპექტია, მაგრამ ყველა ეს აქტივობა თქვენი შიდა კომპანიის კულტურაში ფესვგადგმული უნდა იყოს და მას შეესაბამებოდეს. დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს ლანდშაფტში, კარგად შემუშავებულმა ბრენდმა შეიძლება სხვებისგან გამოგარჩიოთ.

როგორც აღმასრულებელი დირექტორი, თქვენი აზრით, რა არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ALLSTARSIT-ის გრძელვადიან წარმატებასა და ზრდას უწყობს ხელს?

უპირველეს ყოვლისა, ხალხი — კომპანიის გული და მამოძრავებელი ძალა. ჩვენ ისეთი პროფესიონალების დაქირავებით გამოვირჩევით, რომლებიც არა მხოლოდ საჭირო უნარებს ფლობენ, არამედ ჩვენი გუნდის რბილი უნარებისა და ბიზნეს საჭიროებების სრულყოფილად ერგებიან. ჩვენი ბიზნეს გუნდის წევრებს სამი ძირითადი ღირებულების საფუძველზე ვირჩევთ: «წინსვლა», «საწვავის შეცვლა» და «ნიჭზე ფოკუსირება». დარწმუნებული ვარ, რომ ALLSTARSIT-ის გრძელვადიანი წარმატება და ზრდა ჩვენი გლობალური გუნდის ექსპერტიზისა და ერთგულების კოლექტიური შედეგია.

ამასთან, ჩვენს ზრდას გამჭვირვალე ბიზნეს მოდელი და სტრატეგიული კლიენტების შერჩევა განაპირობებს. ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ კლიენტებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ჩვენ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს — არ ვთანამშრომლობთ ისეთ ინდუსტრიებთან, როგორიცაა აზარტული თამაშები, კაზინოები ან გაცნობის სერვისები. ეს პრინციპული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ბიზნესი დავაკავშიროთ კომპანიებთან, რომლებიც  დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნიან.

გარდა ამისა, კლიენტებთან მყარი ურთიერთობა განსაკუთრებული სერვისის საფუძველზეა აგებული. მათი ALLSTARSIT-ის მიმართ ნდობა მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ მოლოდინს მუდმივად გადავაჭარბოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული ინდუსტრიის უნიკალური მოთხოვნები გავიგოთ და მათ მორგებული გადაწყვეტილებები მივაწოდოთ. კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენი გრძელვადიანი ზრდისა და წარმატებისთვის ფუნდამენტურია.

რატომ აირჩიეთ საქართველო? ზოგადად, რატომ ირჩევენ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოს?

საქართველოში ტექნოლოგიური ლანდშაფტი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ინოვაციური სტარტაპები ამას ადასტურებს.

ALLSTARSIT-ს ასეთ ბაზარზე მუშაობის უშუალო გამოცდილება გვაქვს, წარმატებული გუნდი 0-დან შევქმენით და შევიმუშავეთ. დღეს ეს გუნდი მონაცემთა ანოტაციის უფრო მეტი სპეციალისტის დამატებით ზრდას აგრძელებს.

ჩემი აზრით, რამდენიმე დამაჯერებელი მიზეზი არსებობს, რის გამოც 2024 წელს საქართველოს ტექნიკურ სექტორში ინვესტიციის განხილვა ჭკვიანური არჩევანია.

  • საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა მისი უნარია,  ხარისხის კომპრომისის გარეშე ეფექტური ტექ ნიჭი უზრუნველყოს.
  • რეგიონი, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი 35 წლამდეა, პოზიციონირებულია, როგორც მომავალზე ორიენტირებული ინვესტიციების მთავარი ადგილი.
  • საქართველო მრავალფეროვანი და დინამიური ტალანტების რესურსებით გამოირჩევა — ტექნოლოგიურად განათლებული პროფესიონალებით, რომლებსაც უნარებისა და გამოცდილების ფართო სპექტრი გააჩნიათ —  პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებიდან და QA ინჟინრებიდან დაწყებული, მონაცემთა მეცნიერებისა და მხარდაჭერის სპეციალისტებით დამთავრებული.
  • სპეციალისტების რაოდენობა და ხარისხი დიდწილად ტექნიკურ განათლებაში ბოლოდროინდელ რევოლუციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში STEM კურსდამთავრებულების 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძლიერი ნიჭის მანიშნებელია. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ტექ კომპანიებთან პარტნიორობა დაიწყეს. მინდა აღვნიშნო, რომ ALLSTARSIT-მა მემორანდუმი BTU-სთან, საქართველოს AI ასოციაციასთან და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან გააფორმა.
  • საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და დროის ზონის უპირატესობა დისტანციური გუნდების მართვას ამარტივებს. საქართველო ევროპასთან სინქრონიზებულ სამუშაო დღეებს იზიარებს.
  • აღმოსავლური და დასავლური უნიკალური კულტურული ნაზავი საქართველოს აყალიბებს, როგორც იდეალურ არჩევანს დისტანციური გუნდებისთვის. ქართული სამუშაო ეთიკა სრულყოფილებისადმი ერთგულებას, საზოგადოების ძლიერ გრძნობას, ადაპტირებას, მთლიანობას, მდგრადობას და დაბალანსებულ სამუშაო ცხოვრების მიდგომას განასახიერებს.
  • ეფექტური კომუნიკაცია უმთავრესია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო ამ მხრივ გამოირჩევა. ქართველების 67%-ზე მეტმა იცის მეორე ენა, განსაკუთრებით ინგლისური, ბიზნესს შეუძლია დამაჯერებლად ჩაერთოს საერთაშორისო თანამშრომლობაში. უფრო მეტიც, მულტილინგვური განათლება, განსაკუთრებით ინგლისურ ენაზე, აძლიერებს საქართველოს, როგორც გლობალური პარტნიორის მიმზიდველობას.
  • ეფექტური კომუნიკაცია გლობალიზებულ სამყაროში უმთავრესია და საქართველო ამ მხრივაც გამოირჩევა. ქართველების 67%-ზე მეტმა მეორე ენა იცის, განსაკუთრებით ინგლისური, ამიტომ ბიზნესს შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობაში დამაჯერებლად ჩაერთოს. 

რა არის მთავარი განსხვავება ქართულ და სხვა ევროპულ ტექ ლანდშაფტებს შორის?

ძირითად განსხვავებებს საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარსა და სხვა ევროპულ ბაზრებს შორის შეიძლება რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს:

  • მდებარეობა: საქართველოს, როგორც ტექნოლოგიურ ცენტრს, სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ უფსკრულს ავსებს. ეს უნიკალური მდებარეობა საუკეთესო IT ნიჭს იზიდავს, საინტერესო ინოვაციებს ხელს უწყობს და ინვესტორებში ნდობას ნერგავს. 
  • ხელსაყრელი ბიზნეს პირობები: საქართველოს მთავრობა IT სექტორს მტკიცედ უჭერს მხარს — IT საწარმოებსა და ინვესტორებს სხვადასხვა უპირატესობებს სთავაზობს. ბოლოდროინდელმა საგადასახადო და მარეგულირებელმა რეფორმებმა ბიზნეს გარემო გაამარტივა.
  • ხარჯები: დაბალი საოპერაციო ხარჯების გამო, ხშირ შემთხვევაში, ქართული კომპანიები დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით კონკურენტულ ფასებს უზრუნველყოფენ. შრომის ხარჯები, საოფისე ფართის ხარჯები და სხვა ზედნადები, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია საქართველოში, რაც მას ეკონომიური აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.
  • განვითარებადი ტექნიკური ეკოსისტემა: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ისეთი მომწიფებული, როგორც ზოგიერთი დასავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, საქართველოს ტექნიკური სცენა სწრაფად ვითარდება. ის სტარტაპებისა და ტექ კომპანიების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა, რომლებიც კლიენტებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და განვითარებად ტექნოლოგიებზე წვდომას სთავაზობენ.
  • დროის სარტყელი: საქართველოს GMT+4 დროის ზონა ევროპელი კლიენტებისთვის ხელსაყრელია, რადგან ის  დასავლეთ ევროპის სამუშაო საათებს მჭიდროდ შეესაბამება. ეს სიახლოვე რეალურ დროში კომუნიკაციისა და შეუფერხებელი თანამშრომლობაის საშუალებას იძლევა.

მოკლედ, ეს ფაქტორები საქართველოს სხვა ევროპული ტექ ბაზრებისგან განასხვავებს და მას სულ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.

მოგვიყევით დაგეგმილი ღონისძიების, AI&Wine Networking-ის შესახებ — რას უნდა ელოდოს დამსწრე საზოგადოება?

ჩვენმა გლობალურმა გუნდმა საოცარი ღონისძიება, AI&Wine networking მოამზადა. ჩვენ კომუნიკაციის ძალის გვჯერა, რის გამოც ეს არაფორმალური შეკრება იმ პირებისთვის დავაორგანიზეთ, რომლებსაც AI-ში კარიერის დაწყება სურთ. გირჩევთ, 13 თებერვლის საღამო თქვენს კალენდარში მონიშნოთ, რათა დრო თანამოაზრეებთან გაატაროთ, ხელოვნური ინტელექტის უახლეს ტენდენციებს გაეცნოთ და კარიერის საინტერესო შესაძლებლობები შეისწავლოთ. 

იმისთვის, რომ ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი იყოს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და Edutech Academy-სთან ვთანამშრომლობთ.

სამი შესანიშნავი მომხსენებელი მოვიწვიეთ: 

  • იაროსლავა კომარენკო, ALLSTARSIT-ის გლობალური დასაქმების სპეციალისტი: «კონფიდენციალური CV ფორმულა: როგორ დაიცვათ თქვენი სასურველი შეთავაზება»
  • ზურაბ პერტაია, Edutech Academy-ს დამფუძნებელი: «AI-ს ძალის გამოვლენა და უწყვეტი სწავლა»
  • გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თავმჯდომარე: «ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში».

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ AI&Wine ქსელის ღონისძიების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ რაც შეიძლება მალე დარეგისტრირდით, რათა შესაძლებლობების სამყარო გახსნათ, რომელიც გელოდებათ.

შეგიძლიათ, ქართულ კომპანიებს რამდენიმე რჩევა მისცეთ?

რა თქმა უნდა! საქართველოს IT ბაზარს დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გლობალურმა კომპანიებმაც შენიშნონ და აღიარონ. ამ პოტენციალის გასახსნელად, გირჩევთ, შიდა IT თემებს ხელი შეუწყოთ და ადგილობრივ ტექნიკურ კომპანიებს შორის ერთიანი ფრონტი შექმნათ. საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანი და გავლენიანი მოქმედებით, საქართველოს შეუძლია მეტი ინვესტორი, კომპანია და პარტნიორი მოიზიდოს.

ასევე, იფიქრეთ ისეთი როლების დაქირავებაზე, როგორიცაა ტექნიკური მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესი ისეთ ბაზრებზეა გათვლილი, როგორიცაა შეერთებული შტატები. Outstaffing უამრავ უპირატესობას გთავაზობთ, მათ შორის ხარჯების ეფექტურობას, ნიჭიერების ფართო სპექტრზე წვდომასა და მასშტაბურობას.

ეს  კომპანიებს საშუალებას აძლევს, გამოცდილი პროფესიონალები ტრადიციული დაქირავების სირთულეების გარეშე გამოიყენონ, რაც ახალ ბაზრებზე გაფართოებას აადვილებს. ამ მიდგომას შეუძლია, რომ მოქნილობა, ეფექტურობა და ზრდის პერსპექტივები ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
თემის მიხედვით
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
ForSet 11 თებერვალს 18-25 წლის ქალებისთვის STEM დღეს გამართავს
ForSet 11 თებერვალს 18-25 წლის ქალებისთვის STEM დღეს გამართავს
თემის მიხედვით
ForSet 11 თებერვალს 18-25 წლის ქალებისთვის STEM დღეს გამართავს


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.