ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
29 მარტი 2024, 13:30
2024-03-29
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ FC 24-ში დაემატება
საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში, FC 24-ში ევროპის ჩემპიონატის «რეჟიმის» ფარგლებში დაემატება, რომელიც ხელმისაწვდომი Euro 2024-ის დაწყების წინ გახდება. საქართველოსთან ერთად, თამაშის განახლებაში ტურნირის მონაწილე ყველა ნაკრებით თამაში იქნება შესაძლებელი.

Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის «რეჟიმი» უშუალოდ ტურნირის წინ უფასო განახლების დროს დაემატება.
ეს რეჟიმი ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, FC 24-ში სულ 25 ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი, მათგან კი ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს — 86.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს ისტორია დაწერა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ევროპის პირველობაზე პირველად ვიასპარეზებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.