ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ

Amazon სექსიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მისმა AI ხმოვანმა ასისტენტმა, Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვების შესახებ. 

კომენტარის დატოვება

როცა Alexa-ს ჰკითხეს, რა იყო ინგლისისა და ავსტრალიის მატჩის შედეგი, მან უპასუხა, რომ «მატჩი არ ყოფილა».

«ეს იყო შეცდომა, რომელიც გამოსწორდა», — თქვა Amazon-ის წარმომადგენელმა.

აკადემიკოსმა ჯოან როდამ თქვა, რომ «Alexa-ში ფეხბურთში ფესვგადგმული სექსიზმი გამოიხატა». 

დოქტორ როდამ, კენტისა და მედვეის სამედიცინო სკოლაში ფსიქიატრიის უფროსმა ლექტორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაც არის დაინტერესებული, თქვა, რომ Alexa-სგან პასუხის მიღება მას შემდეგ შეძლო, რაც დააკონკრეტა, რომ მისი კითხვა ქალთა ფეხბურთს ეხებოდა. 

ჯოან როდამ BBC-ს უთხრა:  «ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობის თითქმის ათწლეულის შემდეგ  Alexa ახლა აღიარებს ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, როგორც ფეხბურთს».

ამაზონმა BBC-ს უთხრა, რომ ინფორმაცია, რომელსაც Alexa ფლობს, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდანაა აღებული და გენერირებული, მათ შორის Amazon-იდან, ლიცენზირებული კონტენტის პროვაიდერებიდან და ვებსაიტებიდან.

კომპანიამ დასძინა, რომ მას ჰქონდა ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც იყენებენ AI-ს კონტექსტის გასაგებად და ყველაზე რელევანტური ინფორმაციის გამოსატანად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემებმა ეს არასწორად გაიგეს. 

Amazon-მა განაცხადა, რომ სისტემები დროთა განმავლობაში გაუმჯობესდებოდა და რომ მას ჰყავს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილებაზე მუშაობენ. 

ჯოან როდამ ეს ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ მან კვლავ აღმოაჩინა მსგავსი პრობლემები ქალთა სუპერლიგასთან დაკავშირებით.

«ინტერესის გამო, მე უბრალოდ ვკითხე Alexa-ს, ვის ეთამაშებოდა არსენალი ოქტომბერში. პასუხი კაცების გუნდის შესახებ გამცა და ვერაფერი მითხრა ქალთა მატჩების შესახებ». — თქვა როდამ. 

Amazon 55 ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ელექტრონული ვიზების მიღებაში ეხმარება
Amazon 55 ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ელექტრონული ვიზების მიღებაში ეხმარება
თემის მიხედვით
Amazon 55 ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ელექტრონული ვიზების მიღებაში ეხმარება

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.