ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 თამაში, რომელიც 2024 წელს გამოვა

2023 წელი ვიდეო თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. ექსპერტები და გეიმერები თვლიან, რომ 2024 წელი ინდუსტრიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება — ინოვაციური ვიდეო თამაშები და დიდი ხნის ნანატრი გაგრძელებები ამის გარანტიას იძლევა. 

კომენტარის დატოვება

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო თამაშების გამოშვების სავარაუდო თარიღები დაახლოებით ისეთივე სანდოა, როგორც ამინდის პროგნოზი — შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი გადაიდოს და მოგვიანებით გამოვიდეს.

მოკლედ, გთავაზობთ 5 ვიდეო თამაშს, რომელიც 2024 წელს გამოვა. 

Prince of Persia: The Lost Crown

Ubisoft-მა სპარსეთის პრინცის სერია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში  მიძინებული დატოვა, მაგრამ ეს 2024 წელს შეიცვლება. წლის პირველი მნიშვნელოვანი გამოშვება Prince of Persia: The Lost Crown-ია, რომელიც 2D პლატფორმის ფესვებს დაუბრუნდება. თამაშს Metroidvania-ის (ვიდეო თამაშის ჟანრი) მახასიათებლები შენარჩუნებული აქვს — აქცენტი გაშმაგებულ მოძრაობასა და ბრძოლაზეა გაკეთებული. Prince of Persia: The Lost Crown სავარაუდოდ 18 იანვარს PC, PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X/S და Nintendo Switch-ზე გამოვა. 

Tekken 8

არცერთი თამაში არ არის ერთდროულად ისეთი ელეგანტური, გასართობი და სასაცილო, როგორც საბრძოლო თამაში Tekken. Namco-ს გრძელვადიანი სერიის უკანასკნელი გამოშვება რინგზე ლეოპარდ-კაცებს, კიბორგებს, მოკრივეებსა და მკვლელებს გვპირდება. სიახლეა ისიც, რომ ერთმოთამაშიანი Arcade Quest რეჟიმი მოთამაშეებს საფუძვლებს ასწავლის, სანამ ისინი ერთმანეთს ონლაინში დაუპირისპირდებიან. ვიდეო თამაში სავარაუდოდ PlayStation 5, Xbox Series S/X, PC-ზე 26 იანვარს გამოვა. 

Cyber Odyssey: Redux

Cyber Odyssey: Redux მოთამაშეებს ვიზუალურად განსაცვიფრებელ სამყაროში ჩაძირვას ჰპირდება, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებითა და ინტრიგებით არის სავსე. ვიდეო  თამაში გეიმერებს უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს, გამოიკვლიონ და ჩამოაყალიბონ ნარატივი თავიანთი არჩევნის საშუალებით. ვიდეო თამაშის გამოსვლა მარტშია დაგეგმილი.

Assetto Corsa 2

ეს ფოტო Assetto Corsa Competizione-დან არის — Assetto Corsa 2-ის რეალური სახე ჯერ არავის უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ თამაში 2024 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.

ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ საავტომობილო სპორტზე ორიენტირებული Competizione-ის შემდეგ, ჩვენ ვიდეო თამაშის მისასალმებელ დაბრუნებას ველოდებით. თამაშს, გამოსვლიდან 9 წლის შემდეგ, კიდევ ჰყავს უზამრაზარი ონლაინ საზოგადოება, რომლებიც მას დიდი სიამოვნებით თამაშობენ. 

Baby Steps

თამაშის მთავარი გმირი, ნეიტი აბსოლუტური ლუზერია — ის მოულოდნელად მშობლების სარდაფის მყუდრო გარემოდან გაურკვეველ ჭაობში გადაიყვანეს, ამიტომ სიარული უნდა ისწავლოს. როგორც მოთამაშე, თქვენ კონტროლერს ეჭიდებით, რომ ნეიტს სიარულში დაეხმაროთ. თქვენი მიზანია, რომ ნეიტის დაბინძურება და ტრავმა თავიდან აიცილოთ. სურეალისტური ავსტრალიური კომედია PlayStation 5-სა და PC-ზე 2024 წლის ზაფხულში გამოვა. 

სათამაშო ინდუსტრია განვითარებას აგრძელებს — ეს მომავალი გამოშვებები ინოვაციების, კრეატიულობისა და დეველოპერების მუდმივად მზარდი გატაცების დასტურია — გადალახონ სათამაშო გამოცდილების საზღვრები და მოთამაშეებს სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზონ.

ასევე წაიკითხეთ
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
PlayStation 900 სამუშაო ადგილს შეამცირებს და ლონდონის სტუდიას დახურავს
PlayStation 900 სამუშაო ადგილს შეამცირებს და ლონდონის სტუდიას დახურავს
PlayStation 900 სამუშაო ადგილს შეამცირებს და ლონდონის სტუდიას დახურავს
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
2024 წლის 20 აპრილს Bitcoin-ის Halving, იგივე განახევრების დღეა. ეს ისტორიაში მეოთხე ჰალვინგია და ნიშნავს, რომ განახევრდება მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინების რაოდენობა ბლოკჩეინის ყოველ 210 000 ბლოკში. მიზანია, შემცირდეს ბიტკოინის ქსელში ახალი მონეტების რაოდენობა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.