ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
11 აპრილი 2023, 16:27
2023-04-11
საიდან იღებენ ინფორმაციას ამინდის პროგნოზის აპლიკაციები
ამინდის მრავალი განსხვავებული აპლიკაცია და სერვისი არსებობს, თუმცა, საკითხავია, რამდენად განსხვავებულია მათი მონაცემები და საიდან იღებენ ინფორმაციას? ბევრ მათგანს შეიძლება კონკრეტული ლოკაციისთვის ერთი და იგივე წყარო ჰქონდეს, თუმცა, მონაცემების მიღება მაინც რთული იყოს.
ამინდის აპლიკაციები მარტივად გამოიყურება: თქვენ ეცნობით არსებულ ტემპერატურას, მომდევნო რამდენიმე დღის პროგნოზს, რადარის რუკებს და სიახლეების ბმულებს. რამდენიმე აპლიკაციას უფრო დახვეწილი ფუნქციებიც აქვს, როგორიცაა შეტყობინებების გამოგზავნა, უფრო სუფთა ინტერფეისი ან ვიზუალის მეტი ვარიანტი.
სამუშაოს უმეტესი ნაწილი ამინდის პროგნოზის აპლიკაციებისა და სერვისებისთვის მონაცემების შეგროვებაა. ამ აპლიკაციების უმეტესობა აერთიანებს მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, იმის მიხედვით, თუ რა მონაცემებს გვაწვდის და რა სფეროებს მოიცავს.
მაგალითად, მონაცემთა ერთ პროვაიდერს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ამინდის სადგური საფრანგეთში ან ავსტრალიაში, მაგრამ არ ჰქონდეს სადგური კანადაში. სხვადასხვა პროვაიდერის მონაცემების შერევა ნიშნავს, რომ აპლიკაციას მუშაობა უფრო მეტ რეგიონში შეუძლია.
ამინდის პროგნოზის ზოგიერთ პროვაიდერს, მაგალითად, Apple Weather და AccuWeather, აქვს საკუთარი აპლიკაცია და საიტები ამინდის მონაცემების შესამოწმებლად, ზოგი კი მონაცემებს სხვის მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან იღებს.
ამინდის პროგნოზის ზოგიერთი პროვაიდერი საკუთარ მონაცემებში ხარვეზებს სხვა პროვაიდერების მონაცემებით ავსებს. ეს ფიჭური ქსელების ფუნქციონირებას ჰგავს — T-Mobile-ს შეიძლება ჰქონდეს როუმინგის ხელშეკრულებები AT&T-თან, რათა უზრუნველყოს, რომ ჰქონდეს გარკვეული დაფარვა იმ ადგილებში, სადაც თავად T-Mobile-ს შესაძლოა არ ჰქონდეს ანძები და პირიქით.
როგორ აგროვებს აშშ ამინდის პროგნოზის მონაცემებს
აშშ-ში ამინდის ძირეული მონაცემების უმეტესი ნაწილი ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციისგან (NOAA) მოდის, რომელიც ფედერალური მთავრობის კომერციის დეპარტამენტის განყოფილებაა.
NOAA-ს ევალება სანაპირო ეკოსისტემების შენარჩუნება, საზღვაო ვაჭრობის მხარდაჭერა და კლიმატისა და ამინდის კვლევა. NOAA-ს ექვემდებარება ამინდის ეროვნული სამსახური (NWS), რომელიც უზრუნველყოფს ამინდის, წყლისა და კლიმატის მონაცემებს. NWS ამინდის ზედაპირულ მონაცემებს ავტომატური ზედაპირული დაკვირვების სისტემებით (ASOS) აგროვებს.
ისინი მუშაობენ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან (FAA) და თავდაცვის დეპარტამენტთან (DoD) პარტნიორობით.
სადგურები მუდმივად აგროვებენ მონაცემებს ცის პირობების, ხილვადობის, გარემოს ტემპერატურის, წნევის, მხედველობის დაბრკოლებების, ქარის სიჩქარის და სხვათა შესახებ.
შეერთებულ შტატებში 900-ზე მეტი ASOS სივრცეა, რომლებიც ძირითადად აეროპორტებში მდებარეობს. FAA-ს ყველა სადამკვირვებლო სადგურის რუკა აქვს. ასევე, არსებობს მონაცემთა რამდენიმე ძველი სადგური, რომელსაც ამინდის ავტომატური დაკვირვების სისტემის ერთეულებს (AWOS) უწოდებენ, რომლებიც ამინდის მონაცემებს ქმნიან.
NOAA-ს თანახმად, ისინი «ზოგადად ცნობებს 20 წუთიანი ინტერვალით გზავნიან და ASOS-ისგან განსხვავებით, არ აფიქსირებენ სპეციალურ დაკვირვებებს სწრაფად ცვალებადი ამინდის პირობებისთვის».
ორივე ტიპის მეტეოროლოგიურ სადგურს შეუძლია მხოლოდ მათ ზემოთ არსებული ამინდის ამოცნობა, ამიტომ ASOS მონაცემები ჩვეულებრივ ადამიანების დაკვირვებებით ივსება. NWS ასევე აგროვებს მონაცემებს ოკეანეებიდან, ტბებიდან, მდინარეებიდან და წყლის სხვა ობიექტებიდან ავტომატური ქსელით. გარდა ამისა, NOAA ფლობს და მართავს 11 თანამგზავრს.
მნიშვნელოვანია, რომ NOAA-ს მონაცემების უმეტესობა საჯაროა და ისინი პირდაპირ ზიარდება კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან NOAA-ს ღია მონაცემთა გავრცელების პროგრამის მეშვეობით.
შედეგად, შეერთებულ შტატებში ამინდის ანგარიშების უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით გრძელვადიანი პროგნოზები, გარკვეულწილად NOAA-ს მონაცემებს ეფუძნება.
როგორ აღწევს მონაცემები თქვენს აპლიკაციებში
ბევრი ამინდის პროგნოზის აპლიკაცია და სერვისი პირდაპირ არ უკავშირდება NOAA-ს მონაცემებს. ისინი იყენებენ API-ს მესამე მხარის კომპანიისგან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სხვადასხვა სააგენტოების ან კერძო კომპანიების მონაცემებს.
მაგალითად, IBM Cloud არის ამინდის პროგნოზის მონაცემების პოპულარული გლობალური პროვაიდერი, რომელიც იყენებს მონაცემებს NOAA-დან და მრავალი სხვა წყაროდან, ასევე დამატებით ამუშავებს საკუთრების ხელსაწყოებიდან, როგორიცაა მორგებული სუპერკომპიუტერი.
Weather Channel და Weather Underground — ორივე IBM-ს ეკუთვნის და ძირითადად ამინდის ინფორმაციას IBM Cloud-დან იღებს. IBM-ის, The Weather Channel-ისა და Weather Underground-ის მიერ მოწოდებული API-ები, თავის მხრივ სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისების მიერ გამოიყენება.
მთლიანობაში, სხვადასხვა ამინდის აპლიკაცია ინფორმაციას სხვადასხვა პროვაიდერისგან იღებს.
ეს პროვაიდერები დროდადრო ასრულებენ სპეციალიზებულ დამუშავებას უფრო ზუსტი ინფორმაციის მოსაწოდებლად, თუმცა ნედლი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი სამთავრობო უწყებებიდან მოდის.
ეს სააგენტოები ასევე უზიარებენ ერთმანეთს მონაცემებს, რესურსებს და გამოცდილებას.