ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Viber-ს Business Inbox-ისა და საძიებო კომერციული ანგარიშის ფუნქცია ემატება

Rakuten Viber-ს Business Inbox-ისა და საძიებო კომერციული ანგარიშის ფუნქცია ემატება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის ახალი ეტაპი ბრენდისა და მომხმარებლის ინტერაქციის გაუმჯობესებაში.

კომენტარის დატოვება

Business Inbox

Business Inbox ინტერაქციისთვის გამოყოფილი სივრცეა. იგი საშუალებას გაძლევთ, ერთ საქაღალდეში შეინახოთ ბრენდის ოფიციალური გვერდებიდან მიღებული ყველა საქმიანი შეტყობინება. მაგალითად, ბანკის შეტყობინება, მიტანის სერვისიდან შეკვეთის დადასტურება, სპეციალური შეთავაზება მაღაზიიდან და ა.შ. ეს ფუნქცია გაზრდის მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვასაც.

ფუნქცია მიუწვდომელი იქნება იმ კერძო ანგარიშებისთვის, რომლებიც თავს რაიმე სახის ბიზნესად ასაღებენ.

მნიშვნელოვანი სიახლეა «ლურჯი ტიკი», რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ვერიფიცირებული ბრენდების იდენტიფიცირებაში.  

McKinsey & Company-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 71% მოელის, რომ კომპანიები უზრუნველყოფენ პერსონალიზებულ ინტერაქციას, ხოლო ორგანიზაციების 82% გეგმავს გადავიდეს ღირებულების ზრდის სტრატეგიაზე, რათა სერვისების საშუალებით, გააუმჯობესოს მომხმარებელთა ღირებულებები. Viber აცხადებს, რომ მათი განახლებები შედის, როგორც მომხმარებელთა, ისე ბიზნესების ინტერესებში.

Business Inbox გააქტიურდება პირველი ბიზნეს შეტყობინების მიღებისთანავე. ხოლო მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა კომპანიებთან  კომუნიკაცია საქაღალდე გამოჩნდება ფუნქციის გამოშვებისთანავე. Business Inbox-ის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გამოაჩინონ კონკრეტულ ბრენდთან ინტერაქცია Business Inbox-ის ზედა ნაწილში;
  • გადაიტანონ ნებისმიერი ბრენდი Business Inbox-დან ჩატების მთავარ ეკრანზე;
  • გამოაჩინონ ნებისმიერი საქმიანი საუბარი ჩვეულებრივი შეტყობინებების გვერდის ზედა ნაწილში.

საქაღალდე თავისთავად ჩამაგრდება ჩატების გვერდის ზედა ნაწილში, შესაბამისად, საქმიანი და პირადი შეტყობინებები ერთმანეთში არ აირევა.

კომერციული საძიებო სისტემა

Viber ასევე ამატებს კომერციულ საძიებო სისტემას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ბრენდთან ურთიერთობის ყველა გზა ერთ სივრცეში აღმოაჩინონ.

მომხმარებლები, რომლებიც ეწვევიან კომერციულ გვერდს, დაინახავენ ბრენდის ლოგოს, ვერიფიკაციის ემბლემას, აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და იმ საკომუნიკაციო არხებს, რომლებიც Viber-ზეა ხელმისაწვდომი. ასევე შესაძლებელი იქნება გვერდის სხვებისთვის გაზიარებაც.

ბრენდებს შეეძლებათ დაამატონ სამამდე მისამართი, ვებგვერდი, ტელეფონის ნომერი და 1000-მდე სიმბოლოს გამოყენებით აღწერა.

ახალი საძიებო კომერციული გვერდების გამოყენებით მომხმარებლები შეძლებენ ბრენდებთან აქტიური კომუნიკაცია წამოიწყონ. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომელთაც სურთ Viber-ზე ბიზნესთან დაკავშირება, შეძლებენ აირჩიონ მათთვის სასურველი არხი და მიიღონ მინი-ვებგვერდის გამოცდილება აპლიკაციის ფარგლებში.

«ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის გავზარდოთ აპლიკაციის ღირებულება და გავაფართოოთ ის გზები, რომლითაც ბრენდებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას». — ამბობს ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სამომავლოდ Viber გეგმავს კომერციული გვერდების შესაძლებლობების გაფართოებას. დაამატებს საკომუნიკაციო არხებსა და ფუნქციებს, როგორებიცაა: მდებარეობის ნახვა, ბიზნესთან დარეკვა და ა.შ. მომდევნო წლებში Viber მცირე და საშუალო ბიზნესებს მართვის მეტ შესაძლებლობას მისცემს. მათ შეეძლებათ საკუთარი კომერციული გვერდების შექმნა.

Viber-ზე არხი dev.ge-საც გვაქვს. შემოგვიერთდით 👇

რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს EPAM-სა და Exadel-ს
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს
თემის მიხედვით
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს

ასევე წაიკითხეთ
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან
Rakuten Viber მომხმარებლებს ახალ ჩატბოტს სთავაზობს. Chat&Create მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Viber აპლიკაციის საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს კითხვები დაუსვან და შექმნან ფოტო-სურათები. ჩატბოტი ინტეგრირებულია DALL-E და Davinci’s AI გენერატორებთან. 
რას აპირებენ 2023 წელს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში
რას აპირებენ 2023 წელს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში
რას აპირებენ 2023 წელს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ საქართველოში წარმატებით დაიწყეს ოპერირება ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიც არიან Viber, EPAM, Exadel. 
dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.