ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ იყენებენ დიზაინერები და არქიტექტორები ხელოვნურ ინტელექტს

ავტორი: ალესია კარნაუხოვა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. 

ხელოვნური ინტელექტი სულ ურო  ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. მისი სწრაფი განვითარება იწვევს მითქმა-მოთქმას ზოგიერთი პროფესიის გაქრობის შესახებ, რომელიც ადვილად შეიძლება ჩაანაცვლოს მანქანურმა გონებამ.

მას არ შეუძლია, სრულად შეცვალოს ადამიანური აზროვნება, მაგრამ შეუძლია, მნიშვნელოვნად გაამარტივოს რუტინული სამუშაო და გახდეს კრეატიულობის შთაგონების წყაროც კი.

ნეიროქსელებთან მუშაობა არქიტექტორებმა და დიზაინერებმაც დაიწყეს. რით შეიძლება იყოს ის მათთვის სასარგებლო და როგორ უნდა გამოიყენონ მისი პოტენციალი მაქსიმალურად — ZIKZAK Architects-ის გუნდი მოგიყვებათ.

კომენტარის დატოვება

AI პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა მსურველისთვის და ამით დიდი მოთხოვნა და გამოხმაურებაც გამოიწვია. ყოველდღიურად ახალი ინსტრუმენტები ან არსებულების განახლებები ჩნდება.

სიახლეების სწავლას იმდენი დრო უნდა დაუთმოთ, რომ მათი გამოყენებისთვის დროის გამონახვა გაგიჭირდებათ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ბალანსი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინსტრუმენტების ასორტიმენტს, მაგრამ ვტესტავთ ჩვენთვის მხოლოდ ყველაზე მძლავრ და შესაბამის მოდელებს.

ჩვენთვის გამოვყავით Midjourney, Stable Diffusion და ChatGPT.

პირველ ორს ვიყენებთ საკუთარი იდეის ილუსტრაციის დაჩქარებისთვის, რათა კლიენტს პროექტირების ადრეულ ეტაპზე წარვუდგინოთ, პირველ რიგში, კონცეფციის შემუშავების დროს.

რაღაც მხრივ, ამ ინსტრუმენტებმა ხელით გაკეთებული ესკიზები ჩაანაცვლეს.

რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა (prompt) სწორად არის ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, ამ ხელსაწყოებით მუდბორდის შექმნის პროცესის ოპტიმიზაცია შეგიძლიათ. მაგალითად, ტექნიკური დავალების ან პროექტის ახსნა-განმარტების შედგენისას.

ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ადამიანის კრეატიული მსჯელობა და თითოეულ პროექტთან ინდივიდუალური მიდგომა ჩაანაცვლოს. ის მხოლოდ ინსტრუმენტია გამოცდილი სპეციალისტის ხელში, რომელიც მექანიკური პროცესების ოპტიმიზაციაში ეხმარება.

ამიტომაც, ნეიროქსელებთან ჩვენი მოლოდინებისა და ამოცანებიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვართ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგებით.

ძირითადი უპირატესობა მისი სიჩქარეა. ადრე იდეის ილუსტრირებისთვის საჭირო იყო ან მისი ხელით დახატვა, ან კოლაჟის აწყობა, ან გამოყენების მაგალითის პოვნა. სამივე ვარიანტი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ახლა კი საკმარისია დროის დახარჯვა იმის შესასწავლად, როგორ შევქმნათ მოთხოვნის ბრძანება და თქვენს არსენალში გაჩნდება სწრაფი და ტექნიკურად გაწვრთნილი ილუსტრატორი.

მაგრამ ეს ყველაფერი იდეის ფორმირების ეტაპზე — დიზაინის დეტალიზებისთვის ნეიროქსელი ჯერ არ გამოუგონებიათ.

თუმცა, ყველა მოდელს აქვს თავისი ნაკლი. ენის მოდელები ზოგჯერ ფაქტობრივ შეცდომებს უშვებენ. გრაფიკულ გენერაციულ მოდელებს შეუძლიათ, ფეხები ხელების ადგილას გამოაჩინონ.

ეს ყველაფერი მაინც დროებითი დეფექტია. ყოველი მომდევნო განახლება წინაზე უკეთესია. სამგანზომილებიანი მოდელირების ჩვენთვის ნაცნობი მოდელები თავიდანვე არ იყო ფოტორეალისტური ვიზუალის მექანიზმებით აჭრურვილი. ახლა კი სპეციალისტსაც კი უჭირს ხოლმე, რენდერი და ფოტო ერთმანეთისგან გაარჩიოს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია ტენდერის ფარგლებში შემოქმედებითი ამოცანის წარდგენა. გუნდმა გადაწყვიტა, კონცეფტი კომიქსის ფორმატში ეჩვენებინა, შეიმუშავა სცენარი და ილუსტრაცია AI-ის საშუალებით გააკეთა. ასე ჩვენ მოვყევით მომავალი სივრცის მთელი ისტორია მთავარი პერსონაჟის მოგზაურობის მონაწილეობით. ამ ამბავმა და მისმა ინტერპრეტაციამ ნამდვილად მოახდინა მომხმარებელზე შთაბეჭდილება.

კიდევ ერთი მაგალითი: ერთი კომპანიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოფისებს ვაპროექტებთ. ამ ოფისების დიზაინი შეესაბამება კომპანიის ბრენდინგსა და მის პოზიციონირებას, მაგრამ თითოეული ინტერიერი უნდა იყოს უნიკალური, არაორდინარული და კაშკაშა. კონცეფციის ფორმირების თანამედროვე ეტაპზე მსგავსი მოთხოვნისთვის რეფერენსების პოვნა თითქმის შეუძლებელია. აქ ასევე გამოდგება AI, კერძოდ Midjourney, რომლის დახმარებითაც ჩვენ სამომავლო დიზაინის კონცეფციის ყველაზე თამამ იდეებს ვახორციელებთ და კლიენტს წარვუდგენთ.

ხელოვნური ინტელექტი დიზაინის პერსონალიზების საშუალებას იძლევა. უკვე ჩამოყალიბებული საკვანძო კითხვების წყალობით, ერთიანი სტილის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი დიზაინკოდი, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად ვმოქმედებთ. ღრმა ანალიზისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიური პორტრეტის ფორმირების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგვიძლია, კლიენტის მოთხოვნებს კორპორაციული სტილი მოვარგოთ.

არსებობს მითი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება თავისთავად გახდეს კრეატიულობის წყარო. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. ის ტექნიკური ინსტრუმენტია, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც ანალიზს აწარმოებს, კონკრეტულ მიზნებს ადგენს. სხვა სიტყვებით, AI ილუსტრაციებს, ტექსტებს აგენერირებს, მაგრამ არა — იდეებს.

ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ შეძლებს არქიტექტორის ჩანაცვლებას, რომელიც აანალიზებს სიტუაციას, წყვეტს პრობლემებსა და იღებს გადაწყვეტილებებს. 

AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაცია გულდასმით უნდა შემოწმდეს, გაიფილტროს და სტრუქტურირებულ იქნას.

ნეიროქსელი თანამედროვე ტექნოლოგიების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია. მასობრივი წარმოებისა და კლიშეების სამყაროში ინდივიდუალურობა, ხელნაკეთობა, ექსკლუზიური დიზაინი უფრო და უფრო დაფასდება, ამიტომ პრაგმატული მანქანური ინტელექტი ყოველთვის ჩამოუვარდება ადამიანის შემოქმედებას.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენგან მთავარი რჩევაა — არ ჩაიციკლოთ ერთ პროდუქტზე. ეძებეთ ახალი, გეჭიროთ ხელი პულსზე, პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეთ და შეურიეთ.

ამავე დროს, არ გაეკიდოთ ტრენდებს: ისინი ყოველთვის იცვლება, ახლდება (კვირაში +100-ზე მეტი განახლება გამოდის). ღირს ახალი პროდუქტების გაცნობა, მაგრამ საუკეთესოს გამოცდა.

როგორც უკვე ვთქვით, ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას მთავარია ადამიანის შემოქმედებითი იდეა. პროგრესს ვერ გაექცევი და სჯობს, ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი სრულად იქნას გამოყენებული, მაგრამ არა მასზე მორგებით, არამედ — მისი მორგებით.

პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებას ვერ ჩაანაცვლებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს მას, დიზაინერებსა და არქიტექტორებისთვის დროის გამოთავისუფლებით, რათა უფრო რთულ და კრეატიულ ამოცანებზე ფოკუსირდნენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, ახალ იდეებზე უფრო მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ.

გენერაციული AI-ის 4 ტიპი რომელიც ჩვენს სამყაროს გარდაქმნის
გენერაციული AI-ის 4 ტიპი, რომელიც ჩვენს სამყაროს გარდაქმნის
თემის მიხედვით
გენერაციული AI-ის 4 ტიპი, რომელიც ჩვენს სამყაროს გარდაქმნის
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
თემის მიხედვით
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.