ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
6 ნოემბერი 2023, 09:30
2023-11-06
როგორ განვავითაროთ ბიზნესი რთულ დროში
ავტორი: ვადიმ კოროლენკო. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ცვლილებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით — ბიზნესის. ზოგიერთი ცვლილება სურვილის შესაბამისად ხდება, მეტ-ნაკლებად დაგეგმილია და მკაფიო მიზნები აქვს. მაგრამ, ხშირად ცვლილებები ხდება ისეთი ფაქტორების გამო, რომელთა წინასწარმეტყველება და მომზადება რთულია.
თუმცა, აუცილებელი არ არის, ყველა შემთხვევისთვის გეგმა და სტრატეგია იქონიოთ. იმისათვის, რომ ბიზნესმა 3-5 წელზე მეტხანს იცოცხლოს, კომპანიის მმართველობა მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს, მკაფიოდ განსაზღვრული საბოლოო მიზნით.
დღევანდელ დინამიკურ და ცვალებად ბაზარზე ბიზნესის ადაპტურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივი წარმატებისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე საკვანძო სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ, ნებისმიერ ვითარებაში უფრო ადაპტირებულები გახდეთ.
ინფორმირებულობას ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და სწრაფად ცვალებად გარემოში კონკურენტებზე წინ ყოფნისთვის. ეს იწყება უწყვეტი სწავლის ვალდებულებით, შესაბამის კონფერენციებზე დასწრებით და ნეთვორკინგში მონაწილეობით.
ტექნოლოგიების გამოყენება ბაზრის საკვლევად და მონაცემების ანალიზისთვის, ინსაიტების მისაღებად გადამწყვეტ როლს თამაშობს. გარდა ამისა, თქვენს ორგანიზაციაში ღია კომუნიკაციის კულტურის განვითარება, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ, გააზიარონ თავიანთი დაკვირვებები და იდეები, შეიძლება ინფორმაციის ღირებული წყარო გახდეს.
მოვლენების კურსში ყოფნა — ეს არა მხოლოდ პრაქტიკა, არამედ აზროვნებაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, ადაპტირდეს, დანერგოს ინოვაციები და მუდმივად განვითარდეს ბიზნესის მუდმივად ცვალებად სამყაროში.
ცვლილებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით ბიზნესის. ზოგიერთი ცვლილება ხდება სურვილისამებრ, მეტ-ნაკლებად დაგეგმილი და მკაფიო მიზნის მქონეა.
მაგრამ, ძირითადად ცვლილებები ხდება ისეთი ფაქტორების გამო, რომელთა წინასწარმეტყველება და მომზადება რთულია. მაგრამ არაა აუცილებელი, ყველა შემთხვევისთვის გეგმა და სტრატეგია იქონიოთ. იმისათვის, რომ ბიზნესმა 3-5 წელზე მეტხანს იცოცხლოს, კომპანიის მმართველობა მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს, მაგრამ მკაფიოდ განსაზღვრული საბოლოო მიზნით.
არ დააყოვნოთ გადაწყვეტილებების მიღება
ბიზნესში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე ფაქტორის შესაბამისობას მოითხოვს: მიზნების სიცხადეს, გადაწყვეტილებების მიღების კარგად განსაზღვრული პროცესი და საკუთარი ინსტინქტების ნდობის უნარი.
დაიწყეთ მკაფიო პრიორიტეტების განსაზღვრითა და საკუთარი გრძელვადიანი მიზნების ცოდნით, რათა მიზნებიდან გამომდინარე სწრაფად შეძლოთ ვარიანტების შეფასება. შეიმუშავეთ გადაწყვეტილებების მიღების გამარტივებული პროცესი, საკვანძო კრიტერიუმების, პოტენციური რისკებისა და ალტერნატივების განსაზღვრით, რაც სიტუაციის ეფექტურად შეფასების საშუალებას მოგცემთ.
ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას, მაგრამ ასევე მიმართეთ რჩევისთვის სანდო მრჩევლებსა და კოლეგებს, საჭიროების შემთხვევაში. და ბოლოს, როგორც კი შეაგროვებთ საჭირო ინფორმაციას, მიიღეთ გადამწყვეტი ქმედებები ისე, რომ არ დაემორჩილოთ ანალიზის პარალიზებას, რადგანაც ბიზნესის სწრაფ სამყაროში დროული გადაწყვეტილებები ხშირად უფრო ღირებულია, ვიდრე დაგვიანებული.
მიიღეთ ცვლილებები
ბიზნესში ცვლილებების მიღება კომპანიაში ადაპტირებისა და ინოვაციების კულტურის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ეს იწყება იმის აღიარებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია და საჭიროა მათი აღქმა, როგორც შესაძლებლობის და არა ნგრევის. ეფექტური ლიდერები ღიად აცხადებენ ცვლილებების აუცილებლობაზე, უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და რესურსებს, რათა გუნდს გარდამავალი პერიოდის გასვლაში დაეხმარონ, ასევე პროცესში აქტიურად ჩართონ თანამშრომლები. ცვლილებების მიღება ნიშნავს დარჩე მოქნილი, უწყვეტად ისწავლო და აღნიშნო გამარჯვებები, თუნდაც მცირე. ეს ნიშნავს ზრდის აზროვნების ხელშეწყობას ორგანიზაციაში, სადაც გამოწვევები განიხილება, როგორც საფეხურები წარმატებისკენ, და სადაც ყველა ცდილობს გაიზარდოს და განვითარდეს მუდმივად ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში.
ყოველთვის მიჰყევით ინოვაციას
ბიზნესში ინოვაციების დანერგვა მოითხოვს სტრუქტურირებულ მიდგომას, რომელიც კომპანიაში კრეატიულობისა და ღიაობის კულტურის განვითარებით იწყება.
დაიწყეთ იდეების გენერირების წახალისებით ყველა დონესა და დეპარტამენტებში, იმის აღიარებით, რომ ინოვაცია შეიძლება ნებისმიერისგან წამოვიდეს. ინოვაციური იდეების გამოვლენის შემდეგ ყურადღებით შეაფასეთ ისინი, მათი რეალისტურობის, პოტენციური გავლენისა და სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის მიხედვით.
შეიმუშავეთ განვითარების მკაფიო გეგმა, აუცილებელი რესურსების გამოვლენითა და ვალდებულებების განსაზღვრით. გამოსცადეთ ინოვაცია კონტროლირებად სფეროში, რათა უკუკავშირი მიიღოთ და საჭირო კორექტირებები შეიტანოთ.
და ბოლოს, მიაწოდეთ ინოვაციის ღირებულება დაინტერესებულ მხარეებს, უზრუნველყავით შესაბამისი ტრენინგი და მხარდაჭერა, ასევე მუდმივად თვალი ადევნეთ მის ეფექტურობას, რათა ბიზნეს-პროცესში წარმატებული ინტეგრაცია უზრუნველყოთ.
თავდაჯერებულად გაიზარდეთ
მასშტაბურობა სტრატეგიულ მიდგომას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს მოქნილობას, ინოვაციებსა და რისკებს. დაიწყეთ თქვენი ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების მკაფიო გაგებით, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად გამოავლინოთ ზრდის შესაძლებლობები.
გაამარტივეთ თქვენი ოპერაციები ტექნოლოგიისა და ავტომატიზაციის დანერგვით, ეფექტურობის გაზრდისა და შეფერხებების შესამცირებლად. დანერგეთ უწყვეტი ინოვაციების კულტურა, თქვენი გუნდის წახალისებით, რათა შეიმუშაონ კრეატიული გადაწყვეტილებები და მოერგონ ცვალებად გარემოს.
ეძებეთ გარე პარტნიორები და ითანამშრომლეთ მათთან, რათა გამოცდილება და რესურსები სწრაფი ზრდისთვის გამოიყენოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი — ფოკუსირდით კლიენტების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, რადგან სწორედ ისინი არიან თქვენი ყველაზე ძლიერი დამცველები მასშტაბურობის გზაზე ისეთ გარემოში, რომელიც სწრაფად იცვლება.
რეგულარულად შეაფასეთ თქვენი ბიზნესის ადაპტაციის ძალისხმევა. იფიქრეთ იმაზე, თუ რა მუშაობდა კარგად და რა შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი ადაპტაციის სტრატეგიების დახვეწისთვის. გახსოვდეთ, რომ ადაპტაცია უწყვეტი პროცესია და მნიშვნელოვანია იყოთ მოქნილი და ღია ცვლილებებისთვის ბიზნესის განვითარებისა და გარე ფაქტორების ცვლილებების შესაბამისად.
BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
ტოპ-ინსტრუმენტები ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის: რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა გამოიყენოთ
უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომლებსაც ბიზნეს ანალიტიკოსები იყენებენ. შეუძლებელია ყველა მათგანის ცოდნა, მაგრამ შესაძლებელია ძირითადი სცენარების გაგება და ყოველი სიტუაციისთვის შესაფერისი ტექნიკური გადაწყვეტილებების ქონა. Udemy-ს ბლოგის დახმარებით ვარკვევთ, რომელ ინსტრუმენტებზე უნდა დახარჯონ ბიზნეს ანალიტიკოსებმა საკუთარი დრო და ძალისხმევა.