ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
15 მარტი 2024, 09:00
2024-03-15
ტოპ-ინსტრუმენტები ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის: რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა გამოიყენოთ
უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომლებსაც ბიზნეს ანალიტიკოსები იყენებენ. შეუძლებელია ყველა მათგანის ცოდნა, მაგრამ შესაძლებელია ძირითადი სცენარების გაგება და ყოველი სიტუაციისთვის შესაფერისი ტექნიკური გადაწყვეტილებების ქონა. Udemy-ს ბლოგის დახმარებით ვარკვევთ, რომელ ინსტრუმენტებზე უნდა დახარჯონ ბიზნეს ანალიტიკოსებმა საკუთარი დრო და ძალისხმევა.
ბიზნეს ანალიტიკის ფუნქცია ბიზნესის საჭიროებების გამოვლენა და გადაწყვეტილებების შეთავაზებაა, რაც კომპანიას ცვლილებასა და განვითარებაში დაეხმარება. ეს განმარტება ასახავს პროფესიის შინაარს, მაგრამ, ამავე დროს ის ფართოა და ბევრნაირ განმარტებას უშვებს.
სწორედ ამიტომ ბიზნეს ანალიზის სპეფიციკა იმდენად განსხვავდება სხვადასხვა კომპანიაში, რამდენადაც ინსტრუმენტები, რომლებსაც ბიზნეს-ანალიტიკაში იყენებენ.
თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკოსს სჭირდება არა მხოლოდ თავისი სფეროს ცოდნა, არამედ რგაურკვევლობისა და მუდმივი ცვლილებების პირობებში მისი გამოყენების უნარიც. ამ კურსში გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ ბიზნეს ანალიზი სამ agile-ჰორიზონტზე: სტრატეგიულზე (სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება), ინიციატივებზე (კლიენტების რეალური საჭიროებების გაგება) და პრაქტიკულზე (პროექტების რეალიზება).
კურსი გთავაზობთ:
ბიზნესის მოქნილობის მიმოხილვას და ბიზნეს ანალიზის გამოყენებას მოქნილ კომპანიაში.
Agile-ანალიზის მეთოდების მაგალითებსა და პრაქტიკულ გამოყენებაა.
Agile-ის მანიფესტისა და agile-ანალიზის პრინციპების ახსნას.
საკუთარი გამოცდილების სისტემატიზაციისა და BA ერთიან მეთოდამზე დაყვანას.
ტესტებს პასუხების დეტალური განმარტებით ცოდნის შესამოწმებლად.
კურსში გამოყენებული სლაიდების ნაკრებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ნოუთებსა და რეფერენსებისთვის.
ეს კურსი ოფიციალურად დამტკიცებულია ბიზნესის ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIBA) მიერ. კურსის ბოლოს Udemy-ის სერტიფიკატთან ერთად დამატებით IIBA Endorsed Education Provider-ის ოფიციალურ სერტიფიკატს მიიღებთ.
ხანგრძლივობა: 5,5 საათი
ღირებულება: €69,99
რეიტინგი: 5-დან 4,5.
ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტების ტიპები
პრაქტიკულად ნებისმიერ სამუშაო ამოცანას ინსტრუმენტების რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომლებიც მის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ყველა მათგანის ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ სისტემების ტიპები, რომლებსაც მუშაობისას გამოიყენებთ. გარდა ამისა, თუ გარკვეული ტიპის ერთი ან ორი სისტემა იცით, ახალი ინსტრუმენტების ათვისებას უფრო სწრაფად შეძლებთ.
როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი სხვადასხვა პროგრამულ აპლიკაციას გამოიყენებთ:
კომუნიკაციისთვის
ბიზნესის მოდელირებისთვის
კონცეფციის მოდელირებისთვის
პრობლემის გამოვლენისთვის
სამუშაოს პროდუქტიულობის გაზრდისთვის
ბიზნეს ანალიტიკოსის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია გუნდთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც ბიზნესის საჭიროებების ანალიზის საფუძველი გახდება. ამ დროს ხდება მოდელირების ძირითადი ნაწილისა და სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა და სწორედ აქ გამოგადგებათ ცოდნა ინსტრუმენტებსა და ბიზნეს-მოდელირების ტექნოლოგოებზე.
ინსტრუმენტები კომუნიკაციური ბიზნეს ანალიზისთვის
საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს გამოიყენებთ გუნდების სამართავად, შეხვედრების დასაგეგმად და ჩასატარებლად. ისინი თქვენი მთავარი დამხმარეები იქნებიან ვირტუალურ და განაწილებულ გუნდებთან მუშაობისას, თუმცა სასარგებლო იქნება ოფლაინ გუნდებისთვისაც.
რამდენიმე ტიპის ინსტრუმენტი ერთად მუშაობისთვის
ვიდეოკონფერენციის ჩასატარებელი ხელსაწყოები: MS Teams, Zoom, Google Meet, Webex, BlueJeans და ა.შ.
მესიჯების მიმოცვლა: MS Teams, Slack, Facebook Messenger, WhatsApp და ა.შ.
ვორქშოფები და ბორდები: Miro, Mural, Lucidspark და ა.შ.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ინსტრუმენტი იცით კარგად, მაგრამ უნდა იცოდეთ და თავდაჯერებულად უნდა მუშაობდეთ თითოეული კატეგორიიდან ერთ ინსტრუმენტთან მაინც.
ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ პროდუქტიულ კომუნიკაციაში, მაგრამ ამავე დროს, მის მამოძრავებელ ძალად მაინც თქვენ რჩებით. ვერანაირი ტექნოლოგიური ცოდნა თქვენს «სოფტ» სქილებს ვერ ჩაანაცვლებს. ეფექტურობის მთავარი მაჩვენებელი იქნება შესაბამისი და ეფექტური ინსტრუმენტის შერჩევის უნარი, რომელიც შეესაბამება აუდიტორიასა და მიზანს.
ინსტრუმენტები ბიზნესის მოდელირებისთვის
როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი, მოდელირების, დოკუმენტაციის, მართვისა და მუშაობის შედეგების პრეზენტაციისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტს გამოიყენებთ.
როგორც წესი ეს ინსტრუმენტები სპეფიციკურია ბიზნესის ანალიზის სფეროსთვის.
დიაგრამის მოდელირება და აგება: MS Visio, BizAgi, Visual Paradigm, Diagrams.net (ранее Draw.io), LucidChart, Signavio, ARIS და ა.შ.
დოკუმენტირება: Wiki, Confluence, MS SharePoint.
მოთხოვნების ანალიზი და შედარება, ასევე მოთხოვნების არტეფაქტების თვალყურის დევნება და შენახვა: Jama Software, Accompa, ReqSuite, Visure და სხვა სპეციალიზებული გადაწყვეტილებები.
უნდა გესმოდეთ, რისი მიღება გსურთ კონკრეტულად ინსტრუმენტისგან და აირჩიოთ ის, რომელიც თქვენზე იმუშავებს.
დიაგრამების მოდელირებისა და აგების ინსტრუმენტებისთვის მთავარი პრიორიტეტია ნოტაციებისა და მიდგომების არჩევა, რომლებიც თქვენს პროექტსა და დაინტერესებულ მხარეებს მოერგება. არავინ შეაფასებს მეთოდოლოგიურად გამართულ, მაგრამ ზედმეტად რთულ დიაგრამებს, ამიტომაც ინსტრუმენტი არასდროს უნდა კარნახობდეს ნოტაციას.
დოკუმენტირების ინსტრუმენტებთან მუშაობისას მთავარია — ეფექტურობა. თქვენ მიერ არჩეული ინსტრუმენტი თავიდან ბოლომდე უნდა იცოდეთ. დარწმუნდით, რომ გუნდი დოკუმენტებთან წვდომას მარტივად შეძლებს.
მოთხოვნების რუკების შემდგენელი ინსტრუმენტები, როგორც წესი, მოთხოვნების საცავის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
თქვენი ამოცანაა გააანალიზოთ პროექტში მონაწილე ყველა ადამიანის საჭიროება და აირჩიოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა. ხელსაწყოების შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია მათი გამოყენების უნარის დემონსტრირება ღირებული არტეფაქტების შესაქმნელად. სწორედ ეს არის თქვენი უნარის უმაღლესი საზომი.
პროექტის მართვის ინსტრუმენტები
ბიზნეს-ანალიზი თავისთავად ვერ იარსებებს ბიზნესის სხვა ფუნქციებისგან მოწყვეტით. შეუძლებელია ცვლილებების უზრუნველყოფა მონაწილეობის და მათი ბოლომდე მიყვანის გარეშე. ამიტომაც ინსტრუმენტები, რომლებიც გიჩვენებთ პროგრესს და მუშაობის დაგეგმვაში გეხმარებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთებს მიეკუთვნება:
დავალების მართვის ინსტრუმენტები: Jira, Azure DevOps Boards, Asana, Trello, Monday, Basecamp და ა.შ.
რესურსების მართვისა და პროექტის დაგეგმვის ინსტრუმენტები: MS Project,
დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ სისტემის გამოყენება იმისათვის, რომ:
შეატყობინოთ ცალკეული მოთხოვნების შესახებ
იხილოთ მთლიანი პროგრესი ცვლილებების მასშტაბთან ერთად.
ნახოთ ცვლილებების ისტორია.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ინვესტირება მოახდინოთ იმის სწავლაში, თუ როგორ დააკონფიგურიროთ ინსტრუმენტი ახალი სტატუსების, სამუშაო პროცესების, ფილტრებისა და ტეგების დაჯგუფებისთვის. ეს დაგეხმარებათ უფრო მოქნილად მიუდგეთ მოხსენებების შედგენას, ინფორმაციის მოძიებასა და პროგრესის თრექინგს.
ბიზნესის ანალიტიკოსის წარმატების მთავარი კრიტერიუმი, ამოცანებისა და პროგრესის თრექინგისას, ესაა უნარი თქვა, რომელი მოთხოვნები უნდა შესრულდეს, როდის და როგორი პროგრესი იქნას მიღწეული.
მეორე პლანზეა სამუშაო პროცესების, სტატუსებისა და ჩანაწერებისთვის დამატებითი მეტამონაცემების დაყენება, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაფიქსირდეს და თქვენ ან თქვენი გუნდის მიერ იქნას გამოყენებული.
ინსტრუმენტები ოფისის პროდუქტიულობის გასაზრდელად
ეს ინსტრუმენტები ბიზნეს-ანალიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას დააორგანიზონ, დაყონ, გაიგონ და მკაფიოდ გადასცენ ინფორმაცია. ინფორმაციასთან მუშაობა და კომუნიკაციის გამარტივება — ესაა თქვენი საკვანძო უნარები. უნდა იცოდეთ შესაბამისი სისტემების მახასიათებლები, რათა ეფექტურად იმუშაოთ და ასევე უზრუნველყოთ სხვების მხარდაჭერა.
ტიპური საოფისე სისტემები მოიცავს:
თექსტთან მუშაობას: MS Word, Google Docs, LibreOffice.
პრეზენტაციებისთვის პროგრამული უზრუნველყოფას: MS PowerPoint, Google Slides, Prezi, Keynote.
ელექტრონულ ცხრილებსა და მარტივ მუშაობას მონაცემებთან: MS Excel, Google Sheets, Airtable და ა.შ.
კორპორატიულ კომუნიკაციებს: ელექტრონული ფოსტა, მესენჯერები.
აპარატულ უზრუნველყოფას: პრინტერები, სკანერები, პროექტორები და ა.შ.
რა უნდა იცოდეთ?
მზად იყავით არამხოლოდ შექმნათ ან განაახლოთ საბაზისო დოკუმენტები, არამედ გამოიყენოთ უფრო ედვენსდ ფუნქციებიც. მაგალითად, ელექტრონულ ცხრილებში მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია ან პრეზენტაციების სხვადასხვა რეჟიმები.
საოფისე ხელსაწყოების ეფექტური გამოყენება დაგეხმარებათ გაზარდოთ გუნდის პროდუქტიულობა, პროცესების ოპტიმიზაცია და აირჩიოთ ოპტიმალური ინსტრუმენტი კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად.
კიდევ რამდენიმე სასარგებლო კურსი ბიზნეს-ანალიტიკოსებისთვის.
BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
რა არის დროფშიფინგი და როგორ დავიწყოთ ის — 6 ნაბიჯი
დაბალი სასტარტო ხარჯების, ნულოვანი ხარჯებისა და მარტივი ბიზნეს მოდელის გამო დროფშიფინგი (Dropshipping) პოპულარული ბიზნეს მოდელია. ასეთი კომპანიის შექმნა სულ რაღაც 100 დოლარად არის შესაძლებელი. რაც მთავარია, დროფშიფერებს შეუძლიათ, პროდუქციის სრული ასორტიმენტი ყოველგვარი ინვენტარის შეძენისა ან შენახვის გარეშე გაყიდონ.