ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ

9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესმა ფესტივალმა, DataFest Tbilisi 2023-მა აიღო სტარტი, რომელიც 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

ფესტივალმა პირველ დღეს საერთაშორისო სპიკერებსა და ვორქშოპებს უმასპინძლა, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში განსახილველ თემებთან იყო კავშირში. ამასთან ერთად, ჰაკათონებთან დაკავშირებული აქტივობებიც აქტიურად დაიწყო.

აუდიტორიის წინაშე წარდგა Canva-ს ლიდერი ევროპაში და Flourish-ის აღმასრულებელი დირექტორი, დუნკან კლარკი. მან სტატიკიდან ამბების თხრობაზე ისაუბრა. 

Tactical Tech-ის Influence Industry Project-ის პროექტის ხელმძღვანელი, ემბერ მაკინტაირი. მისი საუბრის თემა იყო «მონაცემები სადავო არჩევნებში: ინდუსტრია ამომრჩეველთა მოსაზრებების მიღმა». 

ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტმა და Mozilla Rise25-ის ჯილდოს მფლობელმა, ნატალია დომაგალამ აუდიტორიას მიაწოდა «ძალიან მძიმე სიმართლე ალგორითმების გამჭვირვალობასა და მის მნიშვნელობაზე». 

Arena-ს სტაფის და ოპერაციების უფროსმა, არონ ზელინგერმა კი ისაუბრა იმაზე, როგორ მივიღოთ შთაგონება რამე ახლის გასაკეთებლად.

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორი ორგანიზაციის, ForSet-ის წარმომადგენელი, ჯუბო ბერიძიშვილი dev.ge-ს ღონისძიების პირველ დღეზე, მოლოდინებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

«პირველ დღეს განხილული თემები, ძირითადად, მონაცემთა ჟურნალისტიკასა და ვიზუალიზაციას, ხელოვნურ ინტელექტს, დეზინფორმაციასა და მონაცემთა მეცნიერებას ეხებოდა». — ამბობს ჯუბო. 

წლევანდელი ფესტივალი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროებს მოიცავს. ამ თემების გარშემო ტარდება ვორკშოპები, ჰაკათონები, დისკუსიები და სხვა.

უკვე დაიწყო ჰაკათონები:

  • დემტექი;
  • გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი;
  • ჰაკათონი საქართველოში დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

«ღონისძიების პირველ დღეს ჰაკათონის მონაწილეები საერთაშორისო სპიკერებისგან კონსულტაციებს იღებდნენ. ისინი მონაწილეებს ტექ.პროდუქტების, ჩატბოტების, საიტების, პროგრამების, განვითარებაში ეხმარებიან, რათა აღნიშნული პრობლემები მოაგვარონ». — ამბობს ჯუბო ბერძენიშვილი. 

მისი თქმით, დემტექის ჰაკათონის მონაწილეებმა ტექნოლოგიური პროდუქტის პროტოტიპი უნდა შექმნან, რომელიც შემდეგი გამოწვევებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს უპასუხებს:

  • საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა ინტერაქციული მედია პლატფორმების დახმარებით;
  • ამომრჩევლის ინფორმირება ციფრული რესურსების გამოყენებით;
  • ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

«დემტექის გამარჯვებულები მესამე დღეს გამოვლინდებიან. ისინი სხვადასხვა პრიზს მიიღებენ. ამასთან, მომდევნო წელს თავიანთ გადაწყვეტას წარადგენენ, რათა პროდუქტი ფართო საზოგადოებას გააცნონ». — თქვა ჯუბომ. 

წლევანდელ DataFest Tbilisi რიგით მეშვიდეა. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მნიშვნელოვანი აქცენტი არჩევნებზეა გაკეთებული, რის მიზეზსაც ჯუბო ლოგიკურად ხსნის.

«მომდევნო წელს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ველოდებით და გვინდა, მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება — ჟურნალისტები, მკვლევრები, სტუდენტები, დეველოპერები, აქტივისტები, დიზაინერები, ბიზნესმენები, საჯარო სექტორი. ვემზადებით, რომ ლეგიტიმური არჩევნების ჩატარებაში მაქსიმალური კონტრიბუცია შევიტანოთ». — ამბობს ჯუბო ბერძენიშვილი. 

წლევანდელი ღონისძიება მასშტაბითაც გამორჩეულია, როგორც სტუმრების, ასევე თემების რაოდენობით.

«ამდენი სპიკერი აქამდეც გვყოლია, მაგრამ ამას დამსწრეებისა და განსახილველი თემების რაოდენობაზე ვერ ვიტყვით, რაც ძალიან სასიხარულოა». — თქვა ჯუბომ.
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
თემის მიხედვით
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
თემის მიხედვით
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს

ასევე წაიკითხეთ
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
წლევანდელი DataFest Tbilisi 2023,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია. 
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა. 
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
2023 წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. DataFest Tbilisi 9-11 ნოემბერს გაიმართება.  ფორსეტის პროექტების კოორდინატორი, დათაფესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ვერო მელუა dev.ge-ს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელაპარაკა. 
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქართული IT სფერო ღონისძიებებით დატვირთულია. ახალ წლამდე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია გელოდებათ.  
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.