ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
4 ნოემბერი 2023, 17:44
2023-11-04
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა.
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა.
DataFest Tbilisi 2023-ზე მოწვეულია არაერთი ინვესტორი. ფესტივალი იქნება უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, მეორე მხრივ კი — ინვესტორებისთვის, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და შექმნან ახალი, საქმიანი კავშირები.
რა დახვდებათ სტუმრებს 11 ნოემბერს, ფესტივალზე:
ფესტივალის სცენიდან მოვისმენთ 10 ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებლის გამოსვლას. ისინი ისაუბრებენ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ, მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე.
გარდა ამისა, მოეწყობა სტარტაპ ექსპო. გამოფენაზე სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ.
პანელურ დიკსუსიებზე იმსჯელებენ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება სტარტაპებში, ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენება და სხვა. ამასთანავე, მოეწყობა არაერთი ვორქშოფი.
შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ს ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე 👈 ამასთანავე, შესაძლებელია მხოლოდ მესამე დღის ბილეთის შეძენაც.
DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება.
ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან — მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.
წელს ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.
DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnershi, Impel, Epam, Datamind, Terminal.
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge, Consortium, Operational Research Institute, Webiz, Socialla.
მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესმა ფესტივალმა, DataFest Tbilisi 2023-მა აიღო სტარტი, რომელიც 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
წლევანდელი DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია.
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
2023 წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. DataFest Tbilisi 9-11 ნოემბერს გაიმართება.
ფორსეტის პროექტების კოორდინატორი, დათაფესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ვერო მელუა dev.ge-ს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელაპარაკა.
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქართული IT სფერო ღონისძიებებით დატვირთულია. ახალ წლამდე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია გელოდებათ.